ვფიქრობ, რატომ იტანჯება მოხუცი მეცხრე სართულზე ასვლისას?
ვუყურებ როგორ ჩერდება დროდადრო სახანძრო კიბის მოაჯირთან, ამოისუნთქებს, გადახედავს დაბლა, ტროტუარზე მოსიარულე ხალხს, მერე ჩანთაში იხედება, რამდენიმე შეკვრა ასანთი, ორი ბოთლი რძე და საპონი არც თუ ისე რთული სატარებელია, ის მაინც ქოშინებს...
ხორკლიან კედელზე საკუთარი წარსული იცნო, მაშინ სხვა დრო იყო, ყველგან სადაც ხელი მიუწვდებოდა, მესამე კლასელის კალიგრაფიით, ოდნავ შეშინებული წერდა "ჩვენ, ქართველებს, დამოუკდებლობა გვინდა." იმეორებდა ყველგან, თავიდა მხოლოდ გულში, ბოლოს სხვებთან ერთადაც...
ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც შიშის დაძლევა, შიშის დაძლევად ღირს, გარკვეული ფასეულობები აჯგუფებს იდეებს და "ერთის" ირგვლივ, მოწესრიგებული თანმიმდევრობით ალაგებს, ამ დროს, ჭეშმარიტი ღირებულებები წინა პლანზე გადმოდის და იკავებს ფსევდო ღირებულებების ადგილს, რომელიც როგორც წესი, ადამიანური ცხოვრების წარმმართველია...
მესამე სართული, აქ სულ სხვა ხალხი ცხოვრობდა, აღარც ახსოვს, რა ერქვა მოხუცს რომელიც ციმბირში გადაასახლეს, მიზეზი რასაკვირველია - საიდუმლო , მაგრამ მაინც ყველამ იცოდა- კაცმა ბავშვებს "ცუდი წიგნი" წაუკითხა, რომელი იყო ეს "ცუდი წიგნი" ალბათ არ აქვს მნიშვნელობა...
ქოშინებს, არადა ორი სართული ისე მარტივად აიარა, თითქმის სირბილით, უკვე მეოთხეზეა, პატარა მეზობელი ხმამაღლა ეძახის ძმას, "წამოდი, წამოდი დაბლა, მამამ ახალი მანქანა იყიდა.." მასაც ახოვს როგორ მოიყვანა მწვანე 06, სულ ახალი იყო, დიდი ზეიმით შეხვდნენ უბანში, როგორ მოსწონდა საკუთარი თავი, მაშინ ჯერ კიდევ კომუნიზმს აშენებდა, პროლეტარიატის გაბატონება გარდაუვალ აუცილებლობად ესახებოდა და კედელზე იოსებ ბესარიონოვიჩის დიდი პორტრეტიც ეკიდა...
მეხუთე, კედლები შეღებილია, მაგრამ მაინც ემჩნევა ძველი ნატყვიარი, ეს საშინელება სამუდამოდ დარჩება დიდ შავ ლაქად, ჭუჭყად რომელიც მხოლოდ დიდი ძალისხმევით ირეცხება. ახსოვს, ძალიან კარგად ახსოვს როგორ დახვრიტეს თვრამეტი წლის ალექსანდრე ვაკის პარკთან, სწორედ აქ ცხოვრობდა, ამ კარს მიღმა, მამამისი რამდენიმე თვეა გარდაიცვალა, დედა...
მეექვსე, მეშვიდე, მერვე, დაახლოებით 15 წუთი მოანდომა, ამ თხუთმეტი წუთის განმავლობაში ბევრი რამე გაიხსენა, როგორ მიხვდა რომ ლენინი საკუთარი თავისთვისაც კი არ იყო კარგი, როგორ დაიწყო მიტინგებზე სიარული, ხმამაღლა ყვირილი იმისა, რასაც მანამდე, მხოლოდ კედლებზე წერდა, როგორ აირჩია ყველასთან ერთად "გზა ქრისტესი," როგორ უსმენდა ტელევიზორს, როგორ გააჟრჟოლა როცა მოისმინა სიტყვები: "აღსრულდა ნება ღვთისა, აღსრულდა ნება ქართველი ხალხისა, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!"... ცუდიც ბევრი იყო, ნარკომანი ბიჭების სირბილი ავტომატებით, ქალაქის დახშობილი სუნთქვა, ჩაბნელებული ქუჩები და შეძახილები, რომლებიც ყველას სულში ჩაფურთხებას მოჰყვებოდა..
მეცხრე სართული, ლიფტის კარი ღიაა, დღეს სინათლეა....
ვფიქრობ, მე დავიტანჯები მეცხრე სართულზე ასვლისას?
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. ქრისტე აღსდგა :)
5
მეცხრეზე ვცხოვრობ :D ქრისტე აღსდგა :)
5
მეცხრეზე ვცხოვრობ :D
12. წავიკითხე ერთხელ წავიკითხე მეორედ ..
მომეწონა.. : ) წარმატებები .. წავიკითხე ერთხელ წავიკითხე მეორედ ..
მომეწონა.. : ) წარმატებები ..
11. 9.
ლიფტით უნდა იაროთ მეგობრებო, თუ ფეხის კუნთები არ გივარგათ
კუდაბზიკა_ოპოსუმი. 2010-04-01 01:04:11
საქმე ისაა, რომ ამ ნაწერის აზრი ზუსტად მაგაშია 9.
ლიფტით უნდა იაროთ მეგობრებო, თუ ფეხის კუნთები არ გივარგათ
კუდაბზიკა_ოპოსუმი. 2010-04-01 01:04:11
საქმე ისაა, რომ ამ ნაწერის აზრი ზუსტად მაგაშია
10. არაჩვეულებრივია! უზომოდ ვაფასებ ამ ტიპის ნაწარმოებებს..
"ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც შიშის დაძლევა, შიშის დაძლევად ღირს..."
მაქსიმალური შეფასება ჩემგან!.. არაჩვეულებრივია! უზომოდ ვაფასებ ამ ტიპის ნაწარმოებებს..
"ადამიანის ცხოვრებაში არსებობს მომენტები, როდესაც შიშის დაძლევა, შიშის დაძლევად ღირს..."
მაქსიმალური შეფასება ჩემგან!..
9. :))
ლიფტით უნდა იაროთ მეგობრებო, თუ ფეხის კუნთები არ გივარგათ :))
:))
ლიფტით უნდა იაროთ მეგობრებო, თუ ფეხის კუნთები არ გივარგათ :))
8. ეს ის არის, რაც მგონია რომ კარგად გამოგდის :) ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ზომიერების შეგრძნებამ არ გიღალატა და ზედმეტი ისტორიულ-პოლიტიკური ინფორმაცია არ ჩააკერე. სადაა და 9 სართულიანი ფიქრისთვის აბსოლუტურად შესაფერისი :) ეს ის არის, რაც მგონია რომ კარგად გამოგდის :) ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ზომიერების შეგრძნებამ არ გიღალატა და ზედმეტი ისტორიულ-პოლიტიკური ინფორმაცია არ ჩააკერე. სადაა და 9 სართულიანი ფიქრისთვის აბსოლუტურად შესაფერისი :)
7. რა თქმა უნდა, 5-იანი და მოწონება, მოწონება და კიდევ მოწონება :) რა თქმა უნდა, 5-იანი და მოწონება, მოწონება და კიდევ მოწონება :)
6. лестница выдаёт возраст ასე ამბობენ რუსები და მგონი მართალი უნდა იყოს. მოგიკითხე :) 5 лестница выдаёт возраст ასე ამბობენ რუსები და მგონი მართალი უნდა იყოს. მოგიკითხე :) 5
5. ან კი, ან არა...ვინ იცის... :)
მეცხრე სართულზე 31 მარტია /:)
+++++++++++............ ან კი, ან არა...ვინ იცის... :)
მეცხრე სართულზე 31 მარტია /:)
+++++++++++............
4. მომეწონა ძალიან 5! მომეწონა ძალიან 5!
3. აბა, ჩემსას ვერავინ ვერაფერს იგებსო?:)
მომეწონა მე... აბა, ჩემსას ვერავინ ვერაფერს იგებსო?:)
მომეწონა მე...
2. ვახ საინტერესოდ დაგიყვია ისე ხო იცი.. არადა თავიდან მეთქი ეს დამოუკიდებლობა გვინდა რა უბედურებაა მეთქი....
mr. sinner ვახ საინტერესოდ დაგიყვია ისე ხო იცი.. არადა თავიდან მეთქი ეს დამოუკიდებლობა გვინდა რა უბედურებაა მეთქი....
mr. sinner
1. დამგრუზა....:( მომეწონა,შეკრული ნაწერია... დამგრუზა....:( მომეწონა,შეკრული ნაწერია...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|