 | ავტორი: პეტრე ჟანრი: პროზა 2 აპრილი, 2010 |
ძველ ტახტის ქალაქ მცხეთას მობრძანებულიყო არაბთა ხალიფატის ყველაზე დიდი ამირა აგარიანთა მხედრობით.მანამდე კი „შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართან ქართლისათა.“ მთას შეიხიზნენ ქართველნი. ერის მთავარი სტეფანოზ მესამე ოჯახით ეგრისს შეეფარა. ბაგინეთის მთის ძირთან გაჩერდა ამირა. მზერა ჯვარის მონასტრისკენ გაექცა სარკინოზს, მერე მაღლით მხედველი ებგური დარაჯივით ბაგინეთის მთას ახედა და... „მაჰმადიანთა შესაკრებელი მიზგითი უნდა აშენდეს აქო!“ ჯვარის მონასტრის საპირწონედ! – მთის სახელი? – იკითხა ამირამ. ნინველი ბიჭი მოჰგვარეს უცებ, არმაზის ხევიდან. „მთის სახელიო“! – გაიმეორა და სალოკე თითი ბაგინეთისკენ აიშვირა. – ბაგინეთი ჰქვია! – თქვა უბიწო კრავივით ბიჭმა. – რას ნიშნავს ეს სახელი? – იკითხა თაურმა კაცმა. – ამ მთის წვერზე იდგა არმაზი, კერპი ქართველთა, სანამ განშორებული ვიყავით ჭეშმარიტი ღვთის ცნობისაგან. ხოლო აღმართულ სახე თაყვანის საცემად არის ბაგინი. – აუხსნა ბიჭმა. – ორპირად მოქნეულ სიტყვას ამბობს ეს უსუვარი ძუძუს მწოველი!! – უგლიმი გულით გაიფიქრა დიდმა ამირამ. – უთხარი ყველას! – ხადუმი საჭურისივით გაუწვრილდა ხმა მზის აღმომავლის და მზის დასაბუდის ქვეყნების მპყრობელს. – თქვე ქვათა და ძელთა მსახურნო!! მე, დიდი ალაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვბრძანებ! ამ მთიდან უნდა გადაჰყურებდეს მუსლიმთ მეჩეთი, მუსლიმთ მდინარე კურას!! – გინა მტკვარი, გინა კურა, ორთავ სახელი ქართულია, გინა კოლხური და სათავეც იქიდანაა! – აღვირი ახსნა შიშს და სიტყვას ბიჭმა და უკუღმართის წინააღმდეგი, წაღმართი სიტყვა გაუბედა „მზის მბრძანებელს!“ სისხლიან ბაღლამიანი ხრასტი მოადგა მუჰამედის დისწულს პირზე. ურმის ძირის გასაკრავი ლართხივით გააკრეს ბიჭი მიწაზე, ამირას სიტყვის გაწყვეტისთვის. – „კურა“ მაჰმადიანთა მდინარეა! – ბრდღვენით ჩასძახა ამირამ გალართხულ ბიჭს. – გინა „კურა“, გინა „მტკვარი“, კოლხური სახელებია! – გაიმეორა ისევ ბიჭმა და ვაზის რქასავით შემოეხვია სიმართლეს! – ჭკუა ასწავლეთო, – გამოსცრა კბილებიდან სარკინოზმა.
წყალში დებით, რკინასავით გამაგრებული საომარი მუხის ტორით ჩაუმტვრიეს წეროს წვივა ფეხის მუხლები. მერე კი... თორნეზე პურის მისაკრავი რაფათა ბალიშივით თალხი ფერის ჯალათმა კაცმა რკინის მარწუხით, სარეველა ბალახივით ამოგლიჯა პირიდან ენა ბიჭს. სულის აღმოოხვრა გაიგონა აგარიანმა. კიდევ ერთხელ შეამოწმა ოქროს გამოსაცდელმა კიდონტმა შავმა ქვამ, უროში გამობრძმედილი, ჯერ კიდევ თბილი, პატარა ქართული ოფაზი ოქრო. კიდევ ერთხელ გაახარეს სიძულვილის და ბოროტების შემქმნელი არიმანი, საქართველოს გაუპატიურებით. ნათელი მოაკლდა თვალის ბაიას, სისხლი შეუდედდა და გული გამოეცვალა ამ ზვარაკი ხბოსავით შეეწირვის მნახველ, ხორასნიდან წამოყვანილ, ქოჩავნელი მთავრის ასულ ყმაწვილ ქალს. რომლის მსგავსი ქანდაკება, არც აპელესს და არც ფიდიასს არ დაეტოვებინა. მზისიერი იყო ბეწვის კალმით ნახატი და ქალთა მოდგმის მნათე. მის სხეულში თვით ჰიმეროსი, (სურვილი და სიყვარული) ხორცშესხმული შესაკუთრებულიყო. მზისთვლიანი ბეჭედივით არ იცილებდა მამხობელი აგარიანი სპასპეტი ქალს. და არავინ უწყის მისი გულის ფიქრი, შვილად უნდოდა თუ ცოლად.
ანაზდად, თითქო მეხის ქვამ გააპო ვარდობის თვის მოწმენდილი ცა და ხუთი წყრთა სიმაღლის, ჭაბუკი გოლიათი, ქალდიმი ხმლით და ვიგრის ფარით, არწივივით შთაბრიალდა და დააბნივნა აგარიანნი ვითარცა კაკაბნი! ელვანასავით გაანათა ძვლისა და რკინის მკვეთელმა ხმალმა! თითქო გორგასალი ჩამობრძანებულიყო ზესკნელიდან. „რომელი ლომსა ძალით ვითარცა თიკანს მოიყვანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქუით იპყრობდა.“ ჩამობრძანებულიყო ძვლებით მოლურსმნული მისი ვიგრის ტყავის ფარით და მისივე ცნაური, წინა მგლის და უკან ლომის პირიანი მუზარადით. გორგასალივით გოლიათმა ხარისთვალა ჭაბუკმა, გორგასალივით, მბრდღვინავი ლომივით დაიცვა მგლის თავისუფლება! კვახივით გაგორდა მიწაზე მამხობელი პასპეტის საყვარელი რაფათა ჯალათის თავი! ანთებული სანთლის ცეცხლივით გაქრა ჭაბუკი და ვერავინ მოჰკრა თვალი, რამეთუ ხელი მაღლითა შეეწეოდა და ძალი ზეგარდმო ფარვიდა მას. კაცის გონებისგან მიუწვდომელი, ზესთა ბუნების საკვირველების მნახველი ამირა, შეთიანი სნეულივით წამოხტა ცხენიდან, თითქო ხორხი გაუხმაო და ხმაწასულმა, ხრინწიანი ხმით დაიხრიალა: – იპოვეთ საიტან!!! დაკოდილი, ყვერული მამლებივით „დასაპეპლად„ გაიქცნენ სარკინოზები ღვთის მოლალის მაამებლად. – ხუთასი სხვათა მჯობი მხედარი და ხელოვანნი შენობათა, ბაგინეთის მთის გვერდობზე დავანდეს, ხოლო იმ საზარელის, გაუპირავი ხერხით მოჭრილი თავი, ღორებს მიუგდეთო! – ბრძანა.
ტფილისს დააპირა ამირამ წასვლა. თხოვნით მიადგა მცხეთას დასარჩენად ღვთივსანატრელი ქალი, ცრიატი დღესავით ღრუბელაშლილ მაღრიბელ ამირას. მისგანვე ნაჩუქარი თეთრი თაღუნი მიმინოს გასამართად და პირველი ბავლის დასაჭერად. ოქროს დამადნობელი თეზაფის წყალივით იმოქმედა მისი ნარჩევი ნებიერის თხოვნამ. არაგვის ჭალაში აუხსნა თვალის არტახი წელიწადგამოვლილ კაპოეტ მიმინოს ბაზიერმა. გასროლილ ქვასავით გაფრინდა მტაცებელი და დაედევნა, მოჭირებულად ცისფერი ფერის გულთეთრა პატარა ჩიტს. უკან გამოუდგნენ თაღუნ მიმინოს მზისიერი და ბაზიერი. თითქო ზღაპრის მნახველნი გახდნენ, მახეში გაბმულივით ფართხალებდა მიმინო ჰაერში, უჩინარ ძალით შეჩერებული, ხოლო ლურჯი პატარა ჩიტი კი უბედურების განმარინებელის, შუქმოსიერი, ტანაშვეტილი,აგარიანთა მიჯრით მიმწყობი გოლიათი ჭაბუკის ბეჭზე იჯდა. უცბედმა ელდამ გაიკვესა წამის ყოფაში.
გორგონას თავმა გააქვავა განუსაზღვრელი წუთი ჟამისა და წინააღმდგომ შეხვდნენ ცეცხლის მშობელი კაჟი და ტალი ქვა. მერე კი გრძნობა აირხა და მოიშვილდა. ზეგარდმო სიამოვნების გამაღვიძებელმა ძალამ, კართ დასაკეტი რკინის რაზა ჯაჭვივით შეუსაკუთრა ერთსული ბედნიერება და „მოგვთაის“ გორაზე მოწნული ჭრელთვალა პირიმზის თაიგულები საფანელივით ნება–ნება მოაბნია იქაურობას. სიყვარულის ზედაშე ღვინო ჩაისხა ფეხმაღალ ბარძიმ სასმისში. – გვირგვინოსნად ჰყო უზენაესმა არსთა მაარსმა მისი ბოლო შემოქმედება. – გაიფიქრა ჭაბუკმა. ხოლო ქალის წინ თითქო ზეცის მხედარი მესამე დასის ძალი ანგელოსი იდგა. – შამს! ყამარ! – (მზე,მთვარე(არაბ) აღმოხდა ბაზიერს, მზის და მთვარის შეხვედრის მნახველს და პირველი ნამუხლი დაამჩნია არაგვის ჭალაში მიწას, მაჰმადიანთა ლოცვის აღსავლინებლად. ჟამის წირვის ნაზიარებნი, დროებით დამცხრალნი გარეგანნი საგრძნობელნი განაფრთხო ძილისაგან ბაზიერის ხმამ. ზარდაგი, ჩალისფერი ცხენიდან გადმოშვებული, მანათობელი ცეცხლის ალივით აღიმართა მუხლმოდრეკილი მიმინოს მწართველი მლოცველის წინ. – ჩემი მზარდული ლალა, – თქვა ქალმა, თითქო გააცნო ჭაბუკს მუხლდადგმით შევედრებული დროული მოხუცი და უკან გაწვართული ხელი მხარზე შეახო ლალას. კეთილმიდრეკილი, მშვენივრად ბრგეტანოვანი ჭაბუკი მიუახლოვდა მოხუცს და ფეხზე წამოაყენა. – თაღარ არაგველი! – არაგვივით დაიბუბუნა ჭაბუკმა და ბეჭზე შემომჯდარმა გულთეთრა ლურჯმა პატარა ჩიტმა, ღვთისადმი ქების ლოცვასავით, საამო ხმით დაიწყო გალობა.
მშვიდად გაიღიმა ჭაბუკმა. "შენსასაც ვიტყვიო", – უთხრა ჩიტს. – ვარდის ჩიტია მგალობელი, კეთილხმოვანი, – თქვა და კეთილის თვალით ცეცხლის ნაპერწკალივით ისროლა მზერა ქალისკენ. – ლელი, – იმედნეული, მსასოებელი ხმით წარმოთქვა ქალმა. – ბარაქ–ალლაჰ! (ღმერთმა გაკურთხოს. (არბ.) – შევედრებით დაიძახა ხელთაპყრობილმა ბაზიერმა და მეზღაპრულივით არაკი მოჰყვა. – ჩემს პირველ მამათგან თქმული გამიგია, უხსოვარ დროს, მდინარე „ინდის“ მაშრიყით ჯანდაბისტანის სამთავროში უზომო ცის ქვა ჩამოვარნილა და ვინც ქვას გადაშორდა ყველა დაინთქა, კაცი, ცხოველი თუ ფრინველი. უდაბური და უშენი გახდა იქაურობა. მხოლო გურჯებმა შესძლეს ქვის გადატანა და სიცოცხლეს მეტი ადგილი აჩუქეს. ანდაზად არის ეს ამბავი და კაცს ბაქით მოლაპარაკეს შესძახებენ, „მე შენ გეტყვი, გურჯი არ იყო!“ გულისთქმით გურჯს, თვალთაწინ დაისახვენ გმირს, დიდის ტანით და უფროსღა ძალით და საქმით! – გურჯი ხარ, თაღარ არაგველო! გურჯი! – შეიძახა ბაზიერმა და კიდევ ერთხელ თქვა ხელთაპყრობით „ბარაქ– ალლაჰ!!“ – იქ ბაგინეთთან ანეული გაზაფხულის ნახნავივით დააჩნდა ამირას იარა. ფხიზლად იყავ არაგველო! – ითხოვა ბაზიერმა და მოდრეკილი განდგა მანათობელი მზისადმი, მთვარის მოქცევის (ცხრამეტი წელი) თვალის შესავლებად. - ვარდობის თვეში, ვარდის ჩიტი, ვარდს უნდა უგალობდესო! – დაიბუბუნა თაღარმა და მისი ბეჭიდან ჩიტი საბოძვარი ლელის მკლავის თავზე შემოსვა.
ხმამომაღლოდ აგალობდა ვარდის წალკოტზე შემომჯდარი ვარდის ჩიტი. თავდახრით უთხრა მადლის გარდახდა ლელიმ თაღარს. – მრავალკაცნი მოლაშქრენი დარჩნენ მცხეთას. – ნაღვლიანად თქვა ლელიმ, თითქო სიფხიზლეს ახსენებდა ისიც თაღარს. – შიში არ არის მწუხარება მომავლისაგან, შიშია მხოლოდ ზედა ღვთისა და შიში ღვთისა არს დასაბამი სიბრძნისა. – თქვა თაღარმა და კაცთათვის ზარის დამცემ შიშს ილაჯი გამოაცალა! – მარტო ქართველნი მოაქცია ქალმა, მართლის სარწმუნოებით აღმსარებელი ღვთისა და ეს ქალი თვით დედა იყო ღვთისა, წმინდა ნინოს სახიერ! და უცილობელ ქვეყანას მისას კვართკალთა გადაფარებულმა, მისივე ნაწნავით შეკრული ვაზის ნასხლავი ჯვარით უქადაგა. ასე გამოიქნა სჯული ჩემი და გახდა მცველი ვაზის ჯვარისა! და როდეს მოვა ჟამი საიქიოში წარსდგომისა, ქართველებს უპირველესად იმას დაგვეკითხებიან, როგორი მცველნი ვიყავით ღვთისმშობლის მიწისა და მერე კი... როგორც ყველას, თავისუფალთ ხორციელთ ზრუნვათაგან, სჯულის მდებელი ცოდვის მომქმედთ სჯულის გარდახდობას მოგვკითხენ. მარტო ქართველთ გვაქვს საზიდი ორმაგი ტვირთი! მაგრამ უღელი ჩემი ტკბილი არს! და ტვირთი ჩემი სუბუქ არს!
ცხრაუღელი ერქუანი გუთანივით დატოვა თაღარმა კვალი, ლელი კი გუთნის ღირღიტა გოგორივით წაიყოლა ამ კვალში. გულის ძროდან წყაროს თვალივით ამოდუღვით ამოიჭრა სიყვარულის ნაკადი და უფრო მეტად შეავსო ფეხმაღალი ბარძიმის სასმისი! – ღირსია ქების შენი ლალა, თაღარ! – გულის სიტყვა თქვა მთავრის ასულმა და ახალდაწურული მაჭარივით, პირველად გაუსინჯა გემო, სიტყვა თაღარს! ქედმოხრით სცა თაყვანი თაღარმა ლელის. თვალთსახილველზე გამოჩნდნენ აგარიანნი. ეხლა კი თაღარი დაერიდა ლელის და მოხუცს. თვალციალა მზერა გააყოლა ლელიმ ძოწისფერ ცხენზე მჯდომ ზღაპრის ცხენკაცივით დიდებით მიმავალ თაღარს. – ბედით მომხდარი ისევ იბედივ მოხდება! – ფრთამაგარი სიტყვა თქვა ბაზიერმა.
ფეხამბარი მოციქულივით იწინასწარმეტყველა ლალამ და იისფერ თიბათვის დღეს, ლელის მკლავის თავზე შემომჯდარმა მოგალობე ვარდის ჩიტმა გალობა შეწყვიტა, თითქო განიბრთხო ძილისაგან და ქალის ყურთსაფარებლად ჩამოშვებულ თმის კავებში შეძვრა. რაღაც ჩასჩურჩულა ქალს მის ენაზე, მერე კი ქარივით გაფრინდა ჯვარის მონასტრისკენ. უკან დაედევნა ლელი შეშვილებულ ვარდის ჩიტს, მისი ზარდაგი არაბული ცხენით. მართლაც იბედივ ხდება ყველაფერი დიდება უფალს! ჯვარის მონასტრის მთის ძირთან იპოვა ლელიმ ვარდის ჩიტი, თაღარ არაგველის ბეჭზე შემომჯდარი მოგალობე. სიხარული, გრძნობა სრულებისა იყო მეუფე შეხვედრის! ცათ ელვარებდა ფერად–ფერად დაფიონა ღრუბელთა შორის და სხივი ნათელი გარემოს მზისა. მუხლის დადგმით მიესალმა თაღარი ლელის. – ღვთის წყალობაა შეხვედრა მზის იერთან! – მცირე ვარდის ჩიტისაც. – სიტყვა მიუგო ღიმილით ლელიმ. – წადილი მაქვს, ჩემი ლალა გაგაცნო, ჯვარის მონასტრის ბერი წყალობა, (შემდგომ წმიდა მამაი კათალიკოსად სახელდებული და მირონცხებული) – ითხოვა თაღარმა. წამწამთ დახრით დაეთანხმა ლელი. „დელფოს“ ტაძრისკენ წაიყვანა ჯვარის ბილიკმა ლელი და თაღარ არაგველი, სადაც საუკუნეთა უწყვეტ გზაზე მიილტვოდნენ ჯგუფები შეყვარებულ ქალთა და ვაჟთა. უცბედი შხაპუნა წვიმა წამოვიდა მზის პირის დასაბანად და ნაწვიმარზედ მიწიდან ამოსროლილი ქეიბური ისარივით გარდავლებულმა, ფერად–ფერადად შემკობილმა სხივმა, ცისმშვილდით შეაერთა ჯვარის მონასტრის და ბაგინეთის მთა. ცისმშვილდში გაიარეს ქალმა და ვაჟმა.
მონასტრის მთის ველობზე ნახეს ბერი, ფუტკართ საბუდარს მზრუნველობდა. მხარზე ეამბორა თაღარი, ნათლის სიცხოვლისგან თვალშეუდგამ ბერს. ხელის დადებით დალოცა ბერმა წყალობამ ქალი და ვაჟი. სკიდან ახლად გამოღებული თაფლის პურები მიართვა ორთავეს. – მამა წყალობავ, ფუტკრები ხომ არ შეშინდნენ, ერის მთავარივით? – იხუმრა თაღარმა. – არა, შვილო, მოგვთაის გორაზე გავდენე უფლისთვის ღალის შესაგროვებლად, – ბაგეღიმილით თქვა ბერმა, – ნეტამც ფუტკარივით აძლევდეს კაცი უფალს მის ხვედრ ღალას. რათა სანთელი გააკეთოს და ნათლის მოდგმა იხილოს. ვერც აგარიანნი, ვერც სხვა უცხო თესლნნი და ვერც მომაკვდავთვის უძლევი ბუნების სტიქიონი ვერ შეაშინებს უფლისთვის ღალის გადამხდელს. უფრორე შენს თავს უხდი ღალს. – თქვა ბერმა ღირსეულმა ზეგარდმოისა მადლისა და ლელის თვალებში ცქერით ამომკითხველმა ამოკვეთილი სიტყვა უთხრა ქალს: – ოთხნი ნივთნი, ხილულსა სოფელსა შინა: მიწა! წყალი! ჰაერი! და ცეცხლი! რომელთაგან არს სხეულთ შემტკიცება და შენივთება არის სტიქიონ! ეს თვალით საჩინო და საგრძნობელნი ძალნი განკუთვნილი ბუნებისა, უძლეველია კაცთათვის! მხოლოდ მიწიდან ნაშობ წყალივით სუფთა! ჰაერივით საჭირო! ცეცხლივით მხურვალე! სიყვარულის ძალაზე დიდი არა არს თვით სტიქიონ! რამე თუ თვით ღმერთია სიყვარული და სიყვარულია ღმერთი!!! თქვენი ღალი არს სიყვარული! – თქვა და სიტყვამ მისმან, მჭედელთა გუდა საბერველივით გააღვივა ცეცხლი სიყვარულისა. მერე თითქო წუთი ჟამისა გაწყვიტა ბერმა, ფიქრი წაიკითხა და გულისთქმა თქვა: – შიში არ გქონდეს ღამის მხმობელის! ვერ მოერევა სული არაწმინდა სულს ნუგეშისმცემელს! ხედავდა ბერი, რამეთუ თვინიერ მისსა შეუძლებელ არს გაგება შვილთა. ჯვარის მონასტერთან მიიყვანა თაღარმა ლელი. განკრთომა იყო საოცრებისგან. თვალნი სახედველნი დაითვრნენ ძვირუხსენებელ უბიწოების ნახვით. პატარა სჩანდა ჯვარის მონასტრის მთის სწორი ბაგინეთის მთა და ჭიაჭუად მის ძირთან დავანებული აგარიანნი. – ციდამტკაველია ჯვართან ყოველი! – ორკეცად თქვა თაღარმა. მხიარული თვალებით ვით უცინოდეს შეხედა ლელიმ. – სავარდეთია მშვენიერი, ვარდის წყალი კი მდინარებს, – გალობით აჰყვა ვარდის ნათქვამს ვარდის ჩიტი, თითქო მასაც უნდა ეთქვა სავარდო სიტყვა.
ანდამატისა ცვილმყოფელითა და [წერა]ქვითა ასო–ასო იწერებოდა ბარძიმ სასმისზე სიტყვა პირველი, რომელი იყო ღმერთი და იგი იყო სიყვარული!!! ტრფობით უცქერდა ჭაბუკი ვარდთა უბიწო, ანგეშივით დედოფალს და ვერ ცემდა პასუხს კაცთა მოდგმისთვის ხავსმოკიდებულ კითხვას, რომელი უფროს მათრობელია ვაზი თუ ქალი... ალბათ იმიტომ ჯვარადჰყო უფალმა ვაზთა ქვეყანას ვაზი და ქალი.
მკათათვეს შესვეს პირსავსე, ფეხმაღალი წმინდა ბარძიმიდან თავღვინო სიყვარულისა. და მუცლად იღო ქალმა დასაბამი ნაყოფისა. კაცის გონებისგან მიუწვდომელი და ვერთქმული ძალი ბედნიერებისა იყო ბეჭედი ნიჭისა სულისა წმიდისა და გახდნენ მნე სიყრვარულის ბეჭდისა ქალი და ვაჟი. იალციალებდნენ ღრუბელთა შორის სიხარულს მიცემულნი ვარსკვლავნი ცისა.
მზისით იკივლა ხმა სამგლოველით ღამის მხმობელმა ჭოტმა. ამირმუმლი მობრძანდა ტფილისიდან. ვერვინ მოასწრო ამირასთან გოდებით მისვლა ავენა, გესლიან მძრომ, თეთრად დამიწებული, ცეცხლის ფერფლისფერ არც მამალსა და არც დედალს, გინა ქალბიჭა ბოროტსულ აკუმს! კუჭიდან გასვლამდე დაკლაკნილი წელებივით იღვლარჭებოდა ეს კაცის ჭია! – უდროოდ დაიმაკა ქარაბიჭა ცხვარივით ლელი. მუცელთქმნილია ურჯულოსგან! – სივილით უთხრა, ურიდათ მეძავმა როსკიპმა და უწმინდურის ზინზლი სუნი დააყენა. ხართ პირის შესაკრავი თოფრით შეუკრეს თითქო ამირას ღაწვის ძვალი, მერე კი ყბაახსნილმა, ტარტაროსის ხმა აღმოუშვა ხორხიდან. – ვინ?! – საიტან! – შეახსენა ბაგინეთის მთასთან მომხდარი ამბავი არიმანის მოციქულმა, ნეხვის მზიდავმა ჭიაფანდურამ. – ლელი!!! – ხორცისმჭამელი ცხოველივით დაიხრიალა ამირამ.
დუნდგო ჯარივით შეიკრიბა ხალხი ბაგინეთთან. კვართგახდილი, შიშველმართალი მიაბეს ლელი ბაგინეთის მთის გვერდობზე ამოსულ ლეღვის ხეზე, ქართველთა თქმით, ხე ცხოვრებისა და ხე ცნობადი კეთილისა და ბოროტის გასაგებად. პირფართო აფთი ლახვარი ჩაჭედეს ბოქვენში ლელის. – თაღარ! – ერთხელ მოასწრო ძახილი ქალმა და ხმამ მისმა მარგალიტივით გაბზარა ზეცა. გულის კოვზს ორსავე მხარეს გახიდული ძვლების ჩამტვრევის ხმა გააგონეს ამირას. მერე კი არშობილი შვილის საწოვებელნი აათალეს ცხვრის კუდის ქონივით.
ჯვარის მონასტრიდან გადმოეშვა თავგაწირული შლეგი ჭაბუკი და მიეცა ძალი, ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა. – თაღარ! – ბოლოჯერ გასძახა, ჯოჯოხეთისა ცეცხლით სატანჯველ ადგილსა გაჭრილს, ვიგრის ფარით და ქალდიმის ხმლით ხელთქონებულმა ბერმა. მერე პირჯვარი გადასახა, ცეკვანი მწერივით წყალზედ მორბენალ, ბედშიშველ მზის ნატეხს და თქვა: – უცილობელ არს სინათლე სიმართლისა!
ხატთა ზედა შესაწირავი შანასავით შეება თაღარი ბაგინეთის მთას! ზანზარი ისმოდა მთისა და მიწის! ბერთან მიჰყავდა ჭირისგან გამოსახსნელად მთიანად ქალი. მუხლამდე ამოგლიჯა მიწიდან ბაგინეთის მთა! – საიტან! საიტან! – ჰკიოდნენ აგარიანნი. ორპირი შუბების თქეშით მიამსჭვალეს მხოლოდშობილი ჭაბუკი. მიწას გაკრული, მთასშედგომილი, ბეჭით ლამობდა დაძვრას! ეხლა კი შეუსრულეს ამირას ბრძანება და ზვარაკად მოსულს მთას სამსხვერპლოზედ, გაუპირავი ხერხით მოაჭრეს თავი. კუტად ჩავარდა თაღარის დედის საახალწლოდ სახლთ საბედოზე დასაცდელი ორი კვერი, გვიცა და არაგვიცა. არ დადგა გვიცა.
... და მოხდა მერე საკვირველი საქმე ზესთა ბუნებისა. დევის სისხლისფრად შეიღება ცა, კაცთა მოდგმისთვის გაუგონარი ჭეხის ხმა გაისმა ზეაღსახედავში. საშოს ყელივით იხსნებოდა კავშირის კარი. ...და გარდმოვიდა ელვარე ფერი ნათლისა. მიწას დაემხო ყოველი სულიერი. გარდა ხვიმირას ღარივით კრიჭაშეკრული ამირასი. სამოთხის სუნი იყო საკმევი იქაურობის. ... და იხილეს გუნდი ანგელოსთა მხედრობისა. მთავარი დადგა მათი, ჯვარისა და ბაგინეთის მთებს შუა. მაჰმადიანთა თვალთგარჩეული იყო ჯაბრაელ მთავარანგელოს მათი. ქრისტიანთათვის გონებისთვალით ნანახი იყო გაბრიელ მთავარანგელოს მათი. და ყურმა კაცისმან ყველამ გაიგო უსიტყვოდ ნათქვამი მისი: – მე ვარ მთავარანგელოს, დადგინებული ღმერთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსვლისასა და გეუბნებით: არა არს აღმსარებლობა იმაზე დიდი ვიდრე ღმერთი, რამეთუ ღმერთი არს სიყვარული!.. და გარდააგდო წყალნი მტკვრისა და არაგვისანი, თაღარის მსგავსად ბაგინეთის მთას მოხვეული. მხოლოდ ჯვარიდან სჩანს,მისი ლელისთვის მთას შერკენილი თაღარ არაგველი. ...და იქ, სადაც ჯერ კიდევ არ იდგა ძელი ბოძისა სვეტიცხოველი პურის ყანაში ცეკვავდა ქარი... ქარი, უკვდავი სულის უფალი, სვე ძალიანი ყოვლის, ყოველის, პურის ყანაში იყო მჭოვარი, მორიდალი და გულის მთხოვარი. ყანა კი, ქარის პურის უფალი, პურის მტე იყო ღმერთი უფალი! ... და არ ჰქონდა გულხდომა არც მზრუნველობა ღვთისა არაბთა ამირას მურვან II იბნ მუჰამედს. სომეხთაგან გამოყოლილ, თიკუნად შერქმეულ „ბრმას“ და ქართველთაგან „ყრუდ“ მონათლულს. რამეთუ ბრმა იყო გონებისა თვალითა და უსმი იყო გონებისა ყურითა! არცა ხედავდა, არცა ესმოდა და არცა უწყოდა ცხოვრება სულიერი! მერე კი აღზრდილმა მისმა, წაართვა ტახტი უკვე ხალიფა მურვანს. სისხლიანი თვალთსახედველნით უცქერდა როგორ აჭამეს მურვან ხალიფას ამოგლეჯილი ენა აფთარს და რკინის გესლით შეჭმული გაუპირავი ხერხით, უსხი ღორივით მოხერხეს თავი! „რამეთუ ქორმან ღადარმან, რომელმან შეჭამა ყვავი იგი მზრდელი მისი!“
პეტრე ქოჩაკიძე – ჭალადიდელი 2010 წელი. ვნების კვირა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
54. რამდენი ხნის წინანდელი მოთხრობაა 183 ქულით
სამწუხაროა რომ აღარ იდება აქ მოთხრობები
მოგიკითხეთ კეთილი სურვილებით ბატონო პეტრე რამდენი ხნის წინანდელი მოთხრობაა 183 ქულით
სამწუხაროა რომ აღარ იდება აქ მოთხრობები
მოგიკითხეთ კეთილი სურვილებით ბატონო პეტრე
53.
აუუუუუუუუუ ეს რა კაააააააარგი რამეაააააააააააა..... ვინც არ წაიკითხავს ან დღე მოკვდება ან ღამე!...
ბრაააააააავოოოოოოოოოოო !
აუუუუუუუუუ ეს რა კაააააააარგი რამეაააააააააააა..... ვინც არ წაიკითხავს ან დღე მოკვდება ან ღამე!...
ბრაააააააავოოოოოოოოოოო !
52. საოცარი ლეგენდაა. მონუსხული ვკითხულობდი++++++ საოცარი ლეგენდაა. მონუსხული ვკითხულობდი++++++
51. ლამაზი ლეგენდაა ბატონო პეტრე. ლამაზი ლეგენდაა ბატონო პეტრე.
50. ნეტამც ფუტკარივით აძლევდეს კაცი უფალს მის ხვედრ ღალას. რათა სანთელი გააკეთოს და ნათლის მოდგმა იხილოს. ვერც აგარიანნი, ვერც სხვა უცხო თესლნნი და ვერც მომაკვდავთვის უძლევი ბუნების სტიქიონი ვერ შეაშინებს უფლისთვის ღალის გადამხდელს.
მომენატრა ეს ლეგენდა... ნეტამც ფუტკარივით აძლევდეს კაცი უფალს მის ხვედრ ღალას. რათა სანთელი გააკეთოს და ნათლის მოდგმა იხილოს. ვერც აგარიანნი, ვერც სხვა უცხო თესლნნი და ვერც მომაკვდავთვის უძლევი ბუნების სტიქიონი ვერ შეაშინებს უფლისთვის ღალის გადამხდელს.
მომენატრა ეს ლეგენდა...
49. რა გითხრა მეგობარო?! მუნჯი ვარ და ტანთ ჟრუანტელი მივლის. მინდა მკერდზე გეამბორო და ვიცი ამის ჟამიც დამიდგება... შენ სწორედ რომ ღვთის ჯარისკაცი ხარ. შენს გვერდით მდგომი მიგულე. რა გითხრა მეგობარო?! მუნჯი ვარ და ტანთ ჟრუანტელი მივლის. მინდა მკერდზე გეამბორო და ვიცი ამის ჟამიც დამიდგება... შენ სწორედ რომ ღვთის ჯარისკაცი ხარ. შენს გვერდით მდგომი მიგულე.
48. არ მეგონა დღეს ასეთი დონის პროზას თუ წავიკითხავდი, ,კითხვისას თავად ვიყავი მონაწილე,,ძნელია რომელიმე ფრაზის გამოყოფა,, რა დიდებულია, ვაზის ხესავით შემოეხვია სიმართლეს მუხლამდე ამოგლიჯა მიწიდან ბაგინეტის მთა, რომელი ერთი ჩამოვწერო, გმადლობ ბატონო პეტრე, და მაპატიეთ,რომ აქმდე ვერ წავიკითხე +5555555 არ მეგონა დღეს ასეთი დონის პროზას თუ წავიკითხავდი, ,კითხვისას თავად ვიყავი მონაწილე,,ძნელია რომელიმე ფრაზის გამოყოფა,, რა დიდებულია, ვაზის ხესავით შემოეხვია სიმართლეს მუხლამდე ამოგლიჯა მიწიდან ბაგინეტის მთა, რომელი ერთი ჩამოვწერო, გმადლობ ბატონო პეტრე, და მაპატიეთ,რომ აქმდე ვერ წავიკითხე +5555555
47. ძლიერი ნაწარმოებია... თქვენთან საუბრის შემდეგ სხვანაირს არც მოველოდი. +5 ძლიერი ნაწარმოებია... თქვენთან საუბრის შემდეგ სხვანაირს არც მოველოდი. +5
46. და მოხდა მერე საკვირველი საქმე ზესთა ბუნებისა. დევის სისხლისფრად შეიღება ცა, კაცთა მოდგმისთვის გაუგონარი ჭეხის ხმა გაისმა ზეაღსახედავში. საშოს ყელივით იხსნებოდა კავშირის კარი. ბატონო პეტრე ეს შესანიშნავია არა უფრო მეტსაც გეტყვით ეს არაჩვეულებრივია აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ არ ვიცი რა ვთქვა ერთს ნამდვილად გისურვებთ სულ გქონდეთ წერის ხალისი და ღმერთი გფარავდეთ ბატონო პეტრე თქვენ გაიხარეთ და მოხდა მერე საკვირველი საქმე ზესთა ბუნებისა. დევის სისხლისფრად შეიღება ცა, კაცთა მოდგმისთვის გაუგონარი ჭეხის ხმა გაისმა ზეაღსახედავში. საშოს ყელივით იხსნებოდა კავშირის კარი. ბატონო პეტრე ეს შესანიშნავია არა უფრო მეტსაც გეტყვით ეს არაჩვეულებრივია აღფრთოვანებული ვარ პირდაპირ არ ვიცი რა ვთქვა ერთს ნამდვილად გისურვებთ სულ გქონდეთ წერის ხალისი და ღმერთი გფარავდეთ ბატონო პეტრე თქვენ გაიხარეთ
45. ბატონო პეტრე, რა სამწუხაროა, რომ აქამდე არ ვიცნობდი თქვენს ნაწერებს.... ,,იავბერი''იყო პირველი, რაც თქვენებიდან წავიკითხე და იმით მოხიბლული, შემოვყევი..... აღფრთოვანებული ვარ...ჯერ საოცარი ენა....სიტყვის ვირტუალური ფლობა და ...ყველაფერი მოზომილი....დახვეწილი.... ....მოკლედ, არა მაქვს სიტყვები, რომ გამოვთქვა ჩემი გახარება და გაოცება........ საოცარი ფანტაზია და დიდი ცოდნა კი უფრო მიმზიდველს ხდის თქვენს პროზას.......... წარმარებები და წარმატებები.... :) აქვე მორიდებით გაგიბედავთ და თუ დრო და ინტერესი გექნებათ, ჩემს გვერდზე მიგიწვევთ.... პატივისცემით...მათე- მაია. ბატონო პეტრე, რა სამწუხაროა, რომ აქამდე არ ვიცნობდი თქვენს ნაწერებს.... ,,იავბერი``იყო პირველი, რაც თქვენებიდან წავიკითხე და იმით მოხიბლული, შემოვყევი..... აღფრთოვანებული ვარ...ჯერ საოცარი ენა....სიტყვის ვირტუალური ფლობა და ...ყველაფერი მოზომილი....დახვეწილი.... ....მოკლედ, არა მაქვს სიტყვები, რომ გამოვთქვა ჩემი გახარება და გაოცება........ საოცარი ფანტაზია და დიდი ცოდნა კი უფრო მიმზიდველს ხდის თქვენს პროზას.......... წარმარებები და წარმატებები.... :) აქვე მორიდებით გაგიბედავთ და თუ დრო და ინტერესი გექნებათ, ჩემს გვერდზე მიგიწვევთ.... პატივისცემით...მათე- მაია.
44. ბატონო პეტრე გახსოვთ დაგპირდით წავიკითხავ თქო და ახლა წავიკითხე.
სჯობს გვოან ვიდრე არსდროსო და მინდა ვთქვა რომ ეს გენიალური ნაწერია. თხრობის მანერა იყო რაღაც სასწაული და კითხვის დროს მეგონა იქ ვიყავი.
"ზესკნელიდან" აი ეს რა მაგარი სიტყვააა,არ მქონდა გაგონილი ჯერ.
მოკლედ თქვენ გაიხარეთ.ნელ–ნელა ყველას წავიკითხავ. ბატონო პეტრე გახსოვთ დაგპირდით წავიკითხავ თქო და ახლა წავიკითხე.
სჯობს გვოან ვიდრე არსდროსო და მინდა ვთქვა რომ ეს გენიალური ნაწერია. თხრობის მანერა იყო რაღაც სასწაული და კითხვის დროს მეგონა იქ ვიყავი.
"ზესკნელიდან" აი ეს რა მაგარი სიტყვააა,არ მქონდა გაგონილი ჯერ.
მოკლედ თქვენ გაიხარეთ.ნელ–ნელა ყველას წავიკითხავ.
43. საქართველოს გაუპატიურებით... როგორ იმოქმედა... ცრემლმა დანამა თვალები... საქართველოს გაუპატიურებით... ჩემი განცდები რომ გადმოვცე, გული უნდა საუბრობდეს მაშინ... და აი, ამან იმოქმედა კიდევ: "და როდეს მოვა ჟამი საიქიოში წარსდგომისა, ქართველებს უპირველესად იმას დაგვეკითხებიან, როგორი მცველნი ვიყავით ღვთისმშობლის მიწისა და მერე კი... როგორც ყველას, თავისუფალთ ხორციელთ ზრუნვათაგან, სჯულის მდებელი ცოდვის მომქმედთ სჯულის გარდახდობას მოგვკითხენ. მარტო ქართველთ გვაქვს საზიდი ორმაგი ტვირთი! მაგრამ უღელი ჩემი ტკბილი არს! და ტვირთი ჩემი სუბუქ არს!" რა სამწუხაროა, რა ტკივილიანი, რომ ბევრი ვერ ხვდება ამას, რომ გაუპატიურებული საქართველოა უკვე მერამდენედ ჩვენს თვალწინ და რომ ვერ ვქართველობთ... მადლობა. მადლობა,რომ ბევრი აატირეთ, დააფიქრეთ. ეს მოთხრობა ნებისმიერმა ქართველმა უნდა წაიკითხოს საქართველოს გაუპატიურებით... როგორ იმოქმედა... ცრემლმა დანამა თვალები... საქართველოს გაუპატიურებით... ჩემი განცდები რომ გადმოვცე, გული უნდა საუბრობდეს მაშინ... და აი, ამან იმოქმედა კიდევ: "და როდეს მოვა ჟამი საიქიოში წარსდგომისა, ქართველებს უპირველესად იმას დაგვეკითხებიან, როგორი მცველნი ვიყავით ღვთისმშობლის მიწისა და მერე კი... როგორც ყველას, თავისუფალთ ხორციელთ ზრუნვათაგან, სჯულის მდებელი ცოდვის მომქმედთ სჯულის გარდახდობას მოგვკითხენ. მარტო ქართველთ გვაქვს საზიდი ორმაგი ტვირთი! მაგრამ უღელი ჩემი ტკბილი არს! და ტვირთი ჩემი სუბუქ არს!" რა სამწუხაროა, რა ტკივილიანი, რომ ბევრი ვერ ხვდება ამას, რომ გაუპატიურებული საქართველოა უკვე მერამდენედ ჩვენს თვალწინ და რომ ვერ ვქართველობთ... მადლობა. მადლობა,რომ ბევრი აატირეთ, დააფიქრეთ. ეს მოთხრობა ნებისმიერმა ქართველმა უნდა წაიკითხოს
42. ბატონო პეტრე, პირველად რომ ვიყავი ფერეიდანში დროში გაორებული დავდიოდი... ვხედავდი თანამედროვე ტექნიკას და მესმოდა მე-16-ე საუკუნის ქართული! ახლაც ასე დამემართა... წარსულში გადავედი... ძლიერი ხართ! ბატონო პეტრე, პირველად რომ ვიყავი ფერეიდანში დროში გაორებული დავდიოდი... ვხედავდი თანამედროვე ტექნიკას და მესმოდა მე-16-ე საუკუნის ქართული! ახლაც ასე დამემართა... წარსულში გადავედი... ძლიერი ხართ!
41. უმშვენიერესი ლეგენდაა, საუკეთესო გადმოცემით, შთამბეჭდავი და გულში ჩამწდომი სიუჟეტებით. ნაწარმოები ისეთია დიდი ხანი რომ დაგრჩება გონებაში, სიმართლესთან რომ გაიგივდება და არასოდეს დაგავიწყდება,თქვენ ამას მიაღწიეთ. ეს კი ჩემი აზრით, მწერლისთვის მთავარია. უმშვენიერესი ლეგენდაა, საუკეთესო გადმოცემით, შთამბეჭდავი და გულში ჩამწდომი სიუჟეტებით. ნაწარმოები ისეთია დიდი ხანი რომ დაგრჩება გონებაში, სიმართლესთან რომ გაიგივდება და არასოდეს დაგავიწყდება,თქვენ ამას მიაღწიეთ. ეს კი ჩემი აზრით, მწერლისთვის მთავარია.
40. ამ საოცარი ნაწარმოების წაკითხვის დაწყება რამდენჯერაც გადავწყვიტე, იმდენჯერ რაღაც შინაგანმა ხმამ თუ გარემო სიტუაციებმა ხელი შემიშალა. ერთი თვე საიტის თავფურცელს (თურმე ძალიან ღირსეულადაც) ამშვენებდა ეს ნაწარმოები და მთელი ეს პერიოდი თვალში რომ მხვდებოდა სათაური, რაღაცნაირად დიდი სითბოთი და უცნაური ძალით მავსებდა და განმაწყობდა, მაგრამ არ, თუ ვერ ვკითხულობდი. ახლა წავიკითხე და უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ჩემი საოცარზე საოცარი განწყობილება და შთაბეჭდილება!
ეს არის უძლიერესი ნაწარმოები! არ მეგონა და ვერც წარმოვიდგენდი, თუ თანამედროვე ეპოქაშიც ვინმე გადაწყვეტდა და შეასრულებდა კიდეც, ძველი, ამ საოცარი, ჭეშმარიტად ქართული ენით -ისტორიული სინამდვილის, თუ გამონაგონის შესრულებას! თქვენ ეს ვხედავ, გადაგიწყვეტიათ და შესანიშნავადაც შეგისრულებიათ, ავტორო! აღფრთოვანებული ვარ! უძლიერესი ნაწარმოებია!!! ამ საოცარი ნაწარმოების წაკითხვის დაწყება რამდენჯერაც გადავწყვიტე, იმდენჯერ რაღაც შინაგანმა ხმამ თუ გარემო სიტუაციებმა ხელი შემიშალა. ერთი თვე საიტის თავფურცელს (თურმე ძალიან ღირსეულადაც) ამშვენებდა ეს ნაწარმოები და მთელი ეს პერიოდი თვალში რომ მხვდებოდა სათაური, რაღაცნაირად დიდი სითბოთი და უცნაური ძალით მავსებდა და განმაწყობდა, მაგრამ არ, თუ ვერ ვკითხულობდი. ახლა წავიკითხე და უკვე აღარ ვიცი რა ვთქვა, როგორ გამოვხატო ჩემი საოცარზე საოცარი განწყობილება და შთაბეჭდილება!
ეს არის უძლიერესი ნაწარმოები! არ მეგონა და ვერც წარმოვიდგენდი, თუ თანამედროვე ეპოქაშიც ვინმე გადაწყვეტდა და შეასრულებდა კიდეც, ძველი, ამ საოცარი, ჭეშმარიტად ქართული ენით -ისტორიული სინამდვილის, თუ გამონაგონის შესრულებას! თქვენ ეს ვხედავ, გადაგიწყვეტიათ და შესანიშნავადაც შეგისრულებიათ, ავტორო! აღფრთოვანებული ვარ! უძლიერესი ნაწარმოებია!!!
39. ulamazesi naweria!!!! bravooo!!!! dzalian, dzalian momewona!!! udidesi proozaikosi xar da mec madlobas vuxdi genris rom tqvei shemoqmedebis gacnoba mirchia..... :) ulamazesi naweria!!!! bravooo!!!! dzalian, dzalian momewona!!! udidesi proozaikosi xar da mec madlobas vuxdi genris rom tqvei shemoqmedebis gacnoba mirchia..... :)
38. პეტრე ნახევარი წავიკითხე და ნუ დამთხრი ახლა თვალებს ერთნაირად ხვალაც დამჭირდება...5 ვტოვებ ავანსად და გავაგრძელებ გეფიცები სინდისს :) პეტრე ნახევარი წავიკითხე და ნუ დამთხრი ახლა თვალებს ერთნაირად ხვალაც დამჭირდება...5 ვტოვებ ავანსად და გავაგრძელებ გეფიცები სინდისს :)
37. მომეწონა ძალიან...5 მომეწონა ძალიან...5
36. ძალიან მაგარი ნაწერია, ძალიან ძლიერი და ძალიან მართალი ...
5 ძალიან მაგარი ნაწერია, ძალიან ძლიერი და ძალიან მართალი ...
5
35. gaixare kargi xar kargi... gaixare kargi xar kargi...
34. კიდევ წავიკითხე ეს გენიალური ქმნილება! ;) კიდევ წავიკითხე ეს გენიალური ქმნილება! ;)
33. გვიან აღმოვაჩინე ეს მოთხრობა, უფრო კომენტარმა შემომიყოლა, მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. კითხვა დავიწყე და თვითონ წამიკითხა. მგონი ასეთი შთამბეჭდავი და საინტერესო მხატვრულ გაფორმებით, ამ საიტზე (რამდენიმე ნამუშევრის გარდა) პროზული არაფერი წამიკითხავს. ავტორის მიზანი სწორედ ეს იყო, თვალები დამეღალა, მაგრამ არც ვნანობ გვიან აღმოვაჩინე ეს მოთხრობა, უფრო კომენტარმა შემომიყოლა, მაგრამ შემთხვევით არაფერი ხდება. კითხვა დავიწყე და თვითონ წამიკითხა. მგონი ასეთი შთამბეჭდავი და საინტერესო მხატვრულ გაფორმებით, ამ საიტზე (რამდენიმე ნამუშევრის გარდა) პროზული არაფერი წამიკითხავს. ავტორის მიზანი სწორედ ეს იყო, თვალები დამეღალა, მაგრამ არც ვნანობ
32. კი დამიგვიანდა, მაგრამ ასე შთამბეჭდავი არაფერი წამიკითხავს, ამ ვარდობის თვეში:)
"და როდეს მოვა ჟამი საიქიოში წარსდგომისა, ქართველებს უპირველესად იმას დაგვეკითხებიან, როგორი მცველნი ვიყავით ღვთისმშობლის მიწისა და მერე კი... როგორც ყველას, თავისუფალთ ხორციელთ ზრუნვათაგან, სჯულის მდებელი ცოდვის მომქმედთ სჯულის გარდახდობას მოგვკითხენ. მარტო ქართველთ გვაქვს საზიდი ორმაგი ტვირთი! მაგრამ უღელი ჩემი ტკბილი არს! და ტვირთი ჩემი სუბუქ არს!"
მეგონა, რომელიმე კლასიკოსის ისტორიულ რომანს ვკითხულობდი.
გაიხარეთ, პეტრევ!.. კი დამიგვიანდა, მაგრამ ასე შთამბეჭდავი არაფერი წამიკითხავს, ამ ვარდობის თვეში:)
"და როდეს მოვა ჟამი საიქიოში წარსდგომისა, ქართველებს უპირველესად იმას დაგვეკითხებიან, როგორი მცველნი ვიყავით ღვთისმშობლის მიწისა და მერე კი... როგორც ყველას, თავისუფალთ ხორციელთ ზრუნვათაგან, სჯულის მდებელი ცოდვის მომქმედთ სჯულის გარდახდობას მოგვკითხენ. მარტო ქართველთ გვაქვს საზიდი ორმაგი ტვირთი! მაგრამ უღელი ჩემი ტკბილი არს! და ტვირთი ჩემი სუბუქ არს!"
მეგონა, რომელიმე კლასიკოსის ისტორიულ რომანს ვკითხულობდი.
გაიხარეთ, პეტრევ!..
31. მოვალ მე აქ... მოვალ მე აქ...
30. გუშინ წავიკითხე და კომენტარი ვეღარ დავწერე...
აღფრთოვანებული დავრჩი კიდევ ერთხელ.
XXI საუკუნეში ასეთი ენის შენარჩუნება და მკითხველამდე ასე გასაგებად მიტანა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ და პეტრე რცეულთა შორის რჩეულია!
სახელიც რჩეული მოწაფის გაქვს!
5 გუშინ წავიკითხე და კომენტარი ვეღარ დავწერე...
აღფრთოვანებული დავრჩი კიდევ ერთხელ.
XXI საუკუნეში ასეთი ენის შენარჩუნება და მკითხველამდე ასე გასაგებად მიტანა მხოლოდ რჩეულებს შეუძლიათ და პეტრე რცეულთა შორის რჩეულია!
სახელიც რჩეული მოწაფის გაქვს!
5
29. ეს რა, კოსტანტინე გამსახურდიას ჯერ არ გამოქვეყნებული ჩანაწერია? :) ეს რა, კოსტანტინე გამსახურდიას ჯერ არ გამოქვეყნებული ჩანაწერია? :)
28. ჩემო ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო! ძალიან მიხარია რომ, ბაგინეთის მთის არ არსებული ლეგენდა, ფიქრობთ რომ არსებობდა და მე გავაცოცხლე,ესეიგი მიზანი მიღწეულია...! ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ასე რომ...! ჩემო ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო! ძალიან მიხარია რომ, ბაგინეთის მთის არ არსებული ლეგენდა, ფიქრობთ რომ არსებობდა და მე გავაცოცხლე,ესეიგი მიზანი მიღწეულია...! ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ასე რომ...!
27. ბაგინეთის მთის ძირში ვარ ახლა სწორედ და არ ვიცი რა ვთქვა...რა დავწერო... ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ამ ლეგენდის გაცოცხლება. გაგახაროს ჯვრის მადლმა! ბაგინეთის მთის ძირში ვარ ახლა სწორედ და არ ვიცი რა ვთქვა...რა დავწერო... ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა ამ ლეგენდის გაცოცხლება. გაგახაროს ჯვრის მადლმა!
26. ბაგინეთს თქვენ ძეგლი დაუდგით, ციხის გალავანი მტვერმაც კი მიივიწყა, მაგრამ სიტყვით ნაქარგი წარსული კი მარადისობის კუთვნილება გახდა. ,, ზევახ, სიცოცხლეო, ჩემო". გმადლობთ... ბაგინეთს თქვენ ძეგლი დაუდგით, ციხის გალავანი მტვერმაც კი მიივიწყა, მაგრამ სიტყვით ნაქარგი წარსული კი მარადისობის კუთვნილება გახდა. ,, ზევახ, სიცოცხლეო, ჩემო". გმადლობთ...
25. აუ, ვდუმვარ.... :) ... საოცარი ნაწერია!.... გაიხარე პეტრე!... მართლა არ ვიცი რა ვთქვა ამის წაკითხვის მერე! :) 5 აქ! აუ, ვდუმვარ.... :) ... საოცარი ნაწერია!.... გაიხარე პეტრე!... მართლა არ ვიცი რა ვთქვა ამის წაკითხვის მერე! :) 5 აქ!
24. სიტყვები არ მყოფნის ... საოცარია,მშვენიერია... ფრაზეოლოგიამ სრულ შოკში ჩამაგდო :)
გაიხარეთ თქვენ :) სიტყვები არ მყოფნის ... საოცარია,მშვენიერია... ფრაზეოლოგიამ სრულ შოკში ჩამაგდო :)
გაიხარეთ თქვენ :)
23. კარგად წერთ თქვენ! წარმატებები! კარგად წერთ თქვენ! წარმატებები!
22. მარტო ქართველთ გვაქვს საზიდი ორმაგი ტვირთი! მაგრამ უღელი ჩემი ტკბილი არს! და ტვირთი ჩემი სუბუქ არს!
საოცრად მაღალმხატვრულად არის გადმოცემული... თვალნათლივ გააცოცხლეთ ლეგენდა...
აღფრთოვანებული ვარ! ბრავო! მარტო ქართველთ გვაქვს საზიდი ორმაგი ტვირთი! მაგრამ უღელი ჩემი ტკბილი არს! და ტვირთი ჩემი სუბუქ არს!
საოცრად მაღალმხატვრულად არის გადმოცემული... თვალნათლივ გააცოცხლეთ ლეგენდა...
აღფრთოვანებული ვარ! ბრავო!
21. აშკარად საინტერესო მოთხრობაა თავისი მითოსით, თემატიკით, სტილისტიკითა და ენობრივი ქსოვილით! ნამდვილად მოხიბლული ვარ ავტორის არქაიზებული სამწერლო ხმით! სიამოვნებით წავიკითხე! 55555 აშკარად საინტერესო მოთხრობაა თავისი მითოსით, თემატიკით, სტილისტიკითა და ენობრივი ქსოვილით! ნამდვილად მოხიბლული ვარ ავტორის არქაიზებული სამწერლო ხმით! სიამოვნებით წავიკითხე! 55555
20. mshvenieria!! ++ mshvenieria!! ++
19. ენითაუღწერელი სიამოვნება მომანიჭეთ... ძალიან საინტერესოა,თუმც სევდიანი და საკმაოდ მძიმე...
გაიმეორა ისევ ბიჭმა და ვაზის რქასავით შემოეხვია სიმართლეს!
არჩვეულებრივია....
მოგიკითხეთ გულით....
ენითაუღწერელი სიამოვნება მომანიჭეთ... ძალიან საინტერესოა,თუმც სევდიანი და საკმაოდ მძიმე...
გაიმეორა ისევ ბიჭმა და ვაზის რქასავით შემოეხვია სიმართლეს!
არჩვეულებრივია....
მოგიკითხეთ გულით....
18. გაიხარე, პეტრე, ეს საოცარი პოეზიაა!!!!! შეფასების წესებში არ ჯდება!!!! გაიხარე, პეტრე, ეს საოცარი პოეზიაა!!!!! შეფასების წესებში არ ჯდება!!!!
17. ჰენრის ვეთანხმები. მართლა ძალიან მაგარი ხარ და ეს სიტყვებიც ცოტაა კიდევ!
5 ჰენრის ვეთანხმები. მართლა ძალიან მაგარი ხარ და ეს სიტყვებიც ცოტაა კიდევ!
5
16. თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე აზრიანი და ღირებული პროზა!... პეტრე, შემოგევლე, მიხარია, რომ ავტორის წაკითხული მაქვს ეს შედევრი მოსმენილი... იმდენად ღრმაა, რომ ადამიანი პირველი მცდელობით ვერ ამოხსნის,... გენიალური მიგნებები და სიტყვათშეთანხმებები გაქვს...
"მზის დასაბუდის ქვეყნების მპყრობელს" "აღვირი ახსნა შიშს და სიტყვას ბიჭმა" "ცრიატი დღესავით ღრუბელაშლილ მაღრიბელ ამირას." - ნერვებმოშლილი რა ორიგინალურად არის გამოხატული?! "წინა მგლის და უკან ლომის პირიანი მუზარადით" მემგონი ჯერ არცერთი ქართველი დაკვირვებია იმ ფაქტს რომ გორგასლის მუზარადი წინ მგლის და უკან ლომის გამოსახულებით იყო... ლომი სიძლიერის სიმბოლოა, მგელს კიდე უკან დახევა არ სჩვევია და მგლობას არასდროს იშლის... "...და მოდრეკილი განდგა მანათობელი მზისადმი, მთვარის მოქცევის თვალის შესავლებად..." - ანუ თან მთვარეს და მზეს ადარებს ქალ-ვაჟს და თან სიტყვაში დაშიფრულია ბიჭის ასაკი, ანუ მთვარის მოქცევა ხომ ცხრამეტ წელიწადში ერთხელ ხდება?!
"– გურჯი ხარ, თაღარ არაგველო! გურჯი!" "– გურჯი ხარ, პეტრე ქოჩაკიძე! გურჯი!!" გენიოსი ხარ პეტრე, გე ნი ო სი!!!! 555 თანამედროვეობის ერთერთი ყველაზე აზრიანი და ღირებული პროზა!... პეტრე, შემოგევლე, მიხარია, რომ ავტორის წაკითხული მაქვს ეს შედევრი მოსმენილი... იმდენად ღრმაა, რომ ადამიანი პირველი მცდელობით ვერ ამოხსნის,... გენიალური მიგნებები და სიტყვათშეთანხმებები გაქვს...
"მზის დასაბუდის ქვეყნების მპყრობელს" "აღვირი ახსნა შიშს და სიტყვას ბიჭმა" "ცრიატი დღესავით ღრუბელაშლილ მაღრიბელ ამირას." - ნერვებმოშლილი რა ორიგინალურად არის გამოხატული?! "წინა მგლის და უკან ლომის პირიანი მუზარადით" მემგონი ჯერ არცერთი ქართველი დაკვირვებია იმ ფაქტს რომ გორგასლის მუზარადი წინ მგლის და უკან ლომის გამოსახულებით იყო... ლომი სიძლიერის სიმბოლოა, მგელს კიდე უკან დახევა არ სჩვევია და მგლობას არასდროს იშლის... "...და მოდრეკილი განდგა მანათობელი მზისადმი, მთვარის მოქცევის თვალის შესავლებად..." - ანუ თან მთვარეს და მზეს ადარებს ქალ-ვაჟს და თან სიტყვაში დაშიფრულია ბიჭის ასაკი, ანუ მთვარის მოქცევა ხომ ცხრამეტ წელიწადში ერთხელ ხდება?!
"– გურჯი ხარ, თაღარ არაგველო! გურჯი!" "– გურჯი ხარ, პეტრე ქოჩაკიძე! გურჯი!!" გენიოსი ხარ პეტრე, გე ნი ო სი!!!! 555
15. სიტყვები არ მყოფნის... დიდი მადლობა ბატონო პეტრე ამ ქართული მუხტისთვის! ლამაზი ლეგენდაა ლამაზად აგებული და ამავდროულად სუფთა ქართულით დაწერილი.... დიდი მადლობა გენრის რომ აქეთ გადმომამისამართა
სიტყვები არ მყოფნის... დიდი მადლობა ბატონო პეტრე ამ ქართული მუხტისთვის! ლამაზი ლეგენდაა ლამაზად აგებული და ამავდროულად სუფთა ქართულით დაწერილი.... დიდი მადლობა გენრის რომ აქეთ გადმომამისამართა
14. დარბაისლური ქართული, მდიდარი ლექსიკა, სათქმელი მხატვრულ-მეტაფორულად მოტანილი. გაიხარეთ! დარბაისლური ქართული, მდიდარი ლექსიკა, სათქმელი მხატვრულ-მეტაფორულად მოტანილი. გაიხარეთ!
13. ზალიან საინტერესოა :) ზალიან საინტერესოა :)
12. მრავალ აღდგომას
5 მრავალ აღდგომას
5
11. საინტერესო და კარგი ავტორი ხართ :)
ქრისტე აღსდგა :)
5 საინტერესო და კარგი ავტორი ხართ :)
ქრისტე აღსდგა :)
5
10. ძალიან მაგარია ძმაო...აი არ ვიცი რა ვთქვა,..ეს 3 დღეა შენს ნაწარმოებებს ვკითხულობ და ძალიან მაგრად წერ...უძლიერესი მწერალი ხარ ძმაო...გაიხარე...
ქრისტე აღსდგა...
გილოცავ... ძალიან მაგარია ძმაო...აი არ ვიცი რა ვთქვა,..ეს 3 დღეა შენს ნაწარმოებებს ვკითხულობ და ძალიან მაგრად წერ...უძლიერესი მწერალი ხარ ძმაო...გაიხარე...
ქრისტე აღსდგა...
გილოცავ...
9. აფერუმ პეტრე......ფანტასტიური პროზაიკოსი ხარ.....უჩვეულოდ მონატრებული.....უდიდესი სიამოვნება მივიღე......100000გაიხარე აფერუმ პეტრე......ფანტასტიური პროზაიკოსი ხარ.....უჩვეულოდ მონატრებული.....უდიდესი სიამოვნება მივიღე......100000გაიხარე
8. მრავალ აღდგომას მხოლოდ ბედნიერი :)
5 მრავალ აღდგომას მხოლოდ ბედნიერი :)
5
6. "გაიმეორა ისევ ბიჭმა და ვაზის რქასავით შემოეხვია სიმართლეს!"
"თორნეზე პურის მისაკრავი რაფათა ბალიშივით თალხი ფერის ჯალათმა კაცმა რკინის მარწუხით, სარეველა ბალახივით ამოგლიჯა პირიდან ენა ბიჭს."
სრულად, მეხსიერებისთვის გადმოსატანი ნაწარმოები!!! ვერ ამოვარჩიე!!!
არაჩვეულებრივი ნაწარმოები!!! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!!! ეს ადამიანი მწერალია!!! მიკვირს სად არიან ადამიანები?
გაიხარე შენა!!! ყოჩაღ მეგობარო!!! "გაიმეორა ისევ ბიჭმა და ვაზის რქასავით შემოეხვია სიმართლეს!"
"თორნეზე პურის მისაკრავი რაფათა ბალიშივით თალხი ფერის ჯალათმა კაცმა რკინის მარწუხით, სარეველა ბალახივით ამოგლიჯა პირიდან ენა ბიჭს."
სრულად, მეხსიერებისთვის გადმოსატანი ნაწარმოები!!! ვერ ამოვარჩიე!!!
არაჩვეულებრივი ნაწარმოები!!! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!!! ეს ადამიანი მწერალია!!! მიკვირს სად არიან ადამიანები?
გაიხარე შენა!!! ყოჩაღ მეგობარო!!!
5. მშვენიერი მოთხრობაა სევდიანი და მძიმედ საკითხი, მაგრამ კარგად გადმოცემული.
რამოდენიმე ფრაზა გამოვყავი "თქვე ქვათა და ძელთა მსახურნო!! მე, დიდი ალაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვბრძანებ!" ვინ ვის ეუბნება, ქვათა და ძელთა მსახურნოო :)
"გაიმეორა ისევ ბიჭმა და ვაზის რქასავით შემოეხვია სიმართლეს!" მშვენიერია
"თქვა მთავრის ასულმა და ახალდაწურული მაჭარივით, პირველად გაუსინჯა გემო სიტყვა თაღარს!" მშვენიერი
მიუხედევად იმისა რომ არ მიყვარს ისტორიული ნაწერები სიამოვნებით წავიკითხე
კარგია 5
მშვენიერი მოთხრობაა სევდიანი და მძიმედ საკითხი, მაგრამ კარგად გადმოცემული.
რამოდენიმე ფრაზა გამოვყავი "თქვე ქვათა და ძელთა მსახურნო!! მე, დიდი ალაჰის მოციქულის, მუჰამედის დისწული ვბრძანებ!" ვინ ვის ეუბნება, ქვათა და ძელთა მსახურნოო :)
"გაიმეორა ისევ ბიჭმა და ვაზის რქასავით შემოეხვია სიმართლეს!" მშვენიერია
"თქვა მთავრის ასულმა და ახალდაწურული მაჭარივით, პირველად გაუსინჯა გემო სიტყვა თაღარს!" მშვენიერი
მიუხედევად იმისა რომ არ მიყვარს ისტორიული ნაწერები სიამოვნებით წავიკითხე
კარგია 5
3. ბრავო! აქ სხვა რა უნდა ვთქვა? მრავალ აღდგომას დაესწარით!!! ბრავო! აქ სხვა რა უნდა ვთქვა? მრავალ აღდგომას დაესწარით!!!
2. მშვენიერია!!! მშვენიერია!!!
1. ძალიან მომეწონა! და სულ ვერ ვხვდები, რატომ არ კითხულობს ეს ხალხი პროზას... ყოჩაღ, პეტრე... ბაგინეთის მთის ლეგენდა გაგვიცოცხლე თვალწინ! 5 ძალიან მომეწონა! და სულ ვერ ვხვდები, რატომ არ კითხულობს ეს ხალხი პროზას... ყოჩაღ, პეტრე... ბაგინეთის მთის ლეგენდა გაგვიცოცხლე თვალწინ! 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|