ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2010


ფერებში მცურავი. (მინიატურა)

  დღეს პირველად...
  უკანასკნელად გუშინ.
  ფერებით ნაფერი ფერები...

  წითელი იხილა გუშინ. ლამაზია და თან მრგვალი კვერცხისებური. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა - ავდარგაწოლილ ღამეში შთანთქმულ სულს დაეძებდა. დღეს განცხადება გამოქვეყნდა: - ვეძებ,  მპოვნელი დასაჩუქრდება.

  ყვითელი იხილა დღეს. ლამაზი და თან მგვრალი ოვალისებური. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა -  მშვიდგაწოლილ დღეში შთანთქმული სული იპოვა. გუშინ განცხადება გამოქვეყნდა: ნაპოვნია მზე.პატრონს ვთხოვთ დაგვიკავშირდეს.

  ლურჯი იხილა გუშინ. ლამაზია და თან სივრცული. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა - მშვიდ დღე-ღამში შთანთქმულ ბურთს დაეძებდა. დღეს განცხადება გამოქვეყნდა: - ვეძებ, მპოვნელი მასზე იცხოვრებს.

  ყავისფერი იხილა დღეს. ლამაზია და თან ნოყიერი. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა - ფირალ ღამეში ვარსკვლავი იპოვა. დღეს განცხადება გამოქვეყნდა: - ნაპოვნია, ხალხს ვთხოვთ გზა გაიაროს  ვარსკვლავთან ერთად.

  თეთრი იხილა გუშინ. ლამაზია და თეთრი. ადრე სხვა ხილვა ჰქონდა - მიტოვებულ დღეში ღრუბლებს დაეძებდა. დღეს განცხადება გამოქვეყნდა: - ვეძებ, მპოვნელი მას იხილავს. მე უკვე ვიხილე.

  სიმძიმე და გამკლავება...
  ცხოვრება და ადამიანი...

  უკანასკნელად გუშინ ინფანტილური იყო. დღეს პესიმისტია, ოპტიმისტობას ხვალ აპირებს. ეს ადამიანია...
ფურუნკული აჯდა სახეს. ფერებს მიმართა დახმარებისთვის. აქ კი უძლურნი აღმოჩნდნენ ფერებით ნაფერი ფერები... ვერეფერს გახდა ქირურგიული ჩარევის გარეშე. გამოჩნდა სახე... შედეგი: ფერები სტყუიან ზოგჯერ, თურმე სახე შიგნიდან ლპებოდა.

  ცხოვრობდა ფერმკრთალი ადამიანი ფურუნკულის გარეშე. მხოლოდ უფერობა ტანჯავდა. არავისთვის მიუმართავს. უბრალოდ სარკეში არ იხედებოდა. ასე ამბობდა: - ჩემს სახეს ადამიანების ყურება მირჩევნიაო. - აბა საიდან იცოდა, რომ ადამიანი თვითონ იყო? ის ხომ სარკეში არ იხედებოდა. ზოგჯერ ადამიანები ცდებიან.

  ცხოვრობდა ფერხორცშევსებული ადამიანი სამოსის გარეშე. მხოლოდ სიშიშვლე ტანჯავდა. არავისთვის მიუმართავს თხოვნით ჩამაცვითო. უბრალოდ სახლიდან არ გამოდიოდა. ასე ამბობდა: - ჩემი სიშიშვლით არავინ მინდა შევაწუხო. -  აბა საიდან იცოდა, რომ ის სუფთა იყო. სამოსით შენიღბული ადამიანი გაცილებით სასიამოვნო სანახავია ვიდრე ქუჩაში გიჟი, რომელიც შიშველი დარბის.

  ცხოვრობდა ხელოვანი მარტო, ოჯახის გარეშე. უყვარდა ფერები. ყვითელში ხატავდა, ყავისფერით ძერწავდა, თეთრზე წერდა, წითლით სუნთქავდა, ლურჯით მუსიკას ჰქმნიდა. ბაზარზე ძვირად არაფერი იყიდებოდა მისი. იაფია ხელოვანის მარტოობა, ადამიანის ცხოვრება კი ძვირად ფასობს.

  ყველაფერი ფერებით სრულდება.
  ვნებაა ფერებში...
  ფერით წარმოქმნილი ტალღები.
  დასრულდა ადამიანი?
  ფერები თუ დალტონიზმი?
  ერთა მხედველობა...
  ბერთა ნაფერი ხილვები!
  კვერცხისებური წითელი!


3 აპრილი 2010 წელი 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები