 | ავტორი: ბალახა ჟანრი: პოეზია 16 მაისი, 2010 |
გჯერა? - მიყვარხარ!დავუმტკიცებ თუნდ ღმერთს,თუნდ ჰადესს, თან მინდა გულში მცირე ადგილი მეც რომ დამითმო... სული - ფოსფორის სილაჟვარდეში უნდა სუნთქავდეს და განტოლებებს უნდა ხსნიდეს ულოგარითმოს.
მე შენ მიყვარხარ,როგორც ნანგრევებს სიჩუმე წრფელი, როგორც მონმარტრის სევდიან ქუჩებს ძველი კაბარე... შორს იყოს ჩვენგან იუდა და მეფისტოფელი, მხოლოდ ოცნება მასულდგმულებდეს მე მომთაბარე.
მხოლოდ ვიცოდე,ყოველ ძილის წინ,რომ შენ არსებობ, კბილი მტკიოდეს და ერთადერთი იყო დანტისტი, მე მხოლოდ ლექსს ვწერ,არ იჯავროთ,არა მასხრებო, რომ თქვენს ამალას გამოაკლდა ერთი არტისტი.
მე გვიან მივხვდი შენში სიკეთე რაოდენია, ბევრი ვიფიქრე,შენი გულისთვის აქ ჩამოვეშვი და თუ მიწაზე სიყვარულისთვის გამოგვდევნიან, მე უსახლკაროს ჩემთან წაგიყვან,თეთრ სამოთხეში.
ახლა,უძილოს მე შენი სუნთქვა მინდა მესმოდეს და მაგ თმისათვის იების ზღვა ვაგირლიანდო... რა ვქნა ძვირფასო?ვერ გავამართლებ ვერასდროს ბოდლერს, რადგან მან ხორცი მეძავების გროვას მიანდო.
მე შენ მიყვარხარ - ქალი,თვით თოვლზე უსპეტაკესი, რა ვქნა,ღვინოში თუ მირევენ სხვანი ეთერ-ზეთს? შენს გულში - ზღვაში მოვისროლე ჩემი ანკესი, იქნებ დღეს მაინც გაუმართლოს ეულ მეთევზეს.
იქნებ დღეს მაინც აღარ ვიყო ჩვეულად მარტო, დროის მოკვლისთვის აღარ მქონდეს მაჯა სამზერი, სამუმებს გაჰყვეს ჩემი წრიალი უმისამართო და შენს ლოდინში გადაიწვას ტრფობის გამზირი.
და შენს ლოდინში შემომაკლდეს ყველა პროსპექტი, სანამდე მოვალ,ავენიუნი შემომეცვითონ, შენ რომ გიყვარდე,მე ამ ლექსებს ყველას მოგცემდი, რატომ არ გაძლევ?ვერც კი ვხვდები,ვერა მე თვითონ.
ვიცი,გიყვარვარ და ეს ნება ჩემებრ გაგიჟებს, მშრალ უდაბნოში კვლავ ჰყვავიან ეფემერები, ისევ შენამდე გადარჩენილს ვითვლი ნაბიჯებს, მე მალე მოვალ და დიდხანს,დიდხანს მოგეფერები.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. შენს გულში - ზღვაში მოვისროლე ჩემი ანკესი, იქნებ დღეს მაინც გაუმართლოს ეულ მეთევზეს. ეს ფრაზა რა ორიგინალურია : )) შენს გულში - ზღვაში მოვისროლე ჩემი ანკესი, იქნებ დღეს მაინც გაუმართლოს ეულ მეთევზეს. ეს ფრაზა რა ორიგინალურია : ))
10. მხოლოდ ვიცოდე,ყოველ ძილის წინ,რომ შენ არსებობ, :) მომეწონა რაგაცები :* წარმატებები მხოლოდ ვიცოდე,ყოველ ძილის წინ,რომ შენ არსებობ, :) მომეწონა რაგაცები :* წარმატებები
9. ჰარალეს ვეთანხმები,რაღაცეები უნდა გააშლიფოვკო,კარგი პირი გიჩანს.გაიზრდები.++++ ჰარალეს ვეთანხმები,რაღაცეები უნდა გააშლიფოვკო,კარგი პირი გიჩანს.გაიზრდები.++++
8. ხო დიდია :) ხო დიდია :)
7. ნაწარმოები კი დიდი გამოგსვლია მეგობარო, მაგრამ იქნებ ერთხელაც გადაგევლო თვალი? ალაგ-ალაგ მეტ-ნაკლულ სტრიქონებს, ადვილად გამოასწორებ მგონია.
"მე შენ მიყვარხარ,როგორც ნანგრევებს სიჩუმე წრფელი, როგორც მონმარტრის სევდიან ქუჩებს ძველი კაბარე..."
წრფელი სიჩუმე პირადად ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, არც ის ვიცი როგორ უყვართ ის ნანგრევებს ან მონმარტრის ქუჩებს - ძველი კაბარე, მაგრამ მეც ვარ მაგ ქალაქში ნამყოფი და მონმარტრს სევდიანობის ვერაფერი შევატყვე.
"კბილი მტკიოდეს და ერთადერთი იყო დანტისტი,"
შეიძლება მართლაც დიდებული სურვილია, მაგრამ მთლად პოეტური არ უნდა იყოს, მსუბუქად რომ ვთქვა.
არის კიდევ რაღაც-რაღაცები და არ აწყენდა მგონი გადახედვა.
გემშვიდობებით კეთილი სურვილებით.
ნაწარმოები კი დიდი გამოგსვლია მეგობარო, მაგრამ იქნებ ერთხელაც გადაგევლო თვალი? ალაგ-ალაგ მეტ-ნაკლულ სტრიქონებს, ადვილად გამოასწორებ მგონია.
"მე შენ მიყვარხარ,როგორც ნანგრევებს სიჩუმე წრფელი, როგორც მონმარტრის სევდიან ქუჩებს ძველი კაბარე..."
წრფელი სიჩუმე პირადად ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია, არც ის ვიცი როგორ უყვართ ის ნანგრევებს ან მონმარტრის ქუჩებს - ძველი კაბარე, მაგრამ მეც ვარ მაგ ქალაქში ნამყოფი და მონმარტრს სევდიანობის ვერაფერი შევატყვე.
"კბილი მტკიოდეს და ერთადერთი იყო დანტისტი,"
შეიძლება მართლაც დიდებული სურვილია, მაგრამ მთლად პოეტური არ უნდა იყოს, მსუბუქად რომ ვთქვა.
არის კიდევ რაღაც-რაღაცები და არ აწყენდა მგონი გადახედვა.
გემშვიდობებით კეთილი სურვილებით.
6. ოფ :| რამხელაა :|
<):) ოფ :| რამხელაა :|
<):)
5. სიყვარულისთვის მომეწონა მე:) სიყვარულისთვის მომეწონა მე:)
4. წინსვლა შენ! ამხელა ნაწერისთვის პლიუსებსაც დავწერ :)
წინსვლა შენ! ამხელა ნაწერისთვის პლიუსებსაც დავწერ :)
3. რამხელა ლექსი დაგიწერია : ) რამხელა ლექსი დაგიწერია : )
2. რამდნიმე ადგილი მომეწონა, რამდენიმე სუსტია. რამდნიმე ადგილი მომეწონა, რამდენიმე სუსტია.
1. წრფელი სიჩუმე?? წრფელი სიჩუმე??
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|