ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
12 ივნისი, 2010


F.C. "ლექსი"

ჩემი ლექსი - ეს საფეხბურთო გუნდი,
თავიდან,როგორც ყველა,იყო ქვედა ლიგელი..
მომავალი სეზონიდან გავაძლიერო უნდა,
მწვრთნელები უცვლელნი ვართ - მე და შილერი.
რა თქმა უნდა,ვუმიზნებთ უმაღლეს დივიზიონს,
იქიდან მრავალს მოელის დაქვეითება...
ჰემინგუეის "მოხუცი" - სტუმრობს იგი სიონს,
მისთვის მთავარია გოლფსტრიმის დინება.
უპირველესად,გუნდი საჭიროებს საიმედო გოლკიპერს,
ყველაზე უკეთ კი გადახტომა გალაკტიონს ეხერხება,
უგუნურებმა განხეთქილების ვაშლები მოკრიფეს
და ახლა მათ გუნდში არის სატრანსფერო შეფერხება.
ესეც მეკარე.ახლა დაცვის ხაზი გავაძლიეროთ,
ცენტრში კარგად შეთამაშებულ ბოდლერს და გოტიეს დავაყენებ...
დასანანია,რომ ეშაფოტზე გაგიშვეს რობესპიერო,
ახლა კი სამოთხის კარებთან იმალები ძალაყინით.
აი,განაპირა მცველებისაც მალე დადგა ჯერი,
ჰო,ეკიპირებაზეც ვიზრუნოთ:ბუცები,ტრუს-მაისური,გამაში.
მარცხნივ საუკეთესო ვარიანტია ჯერომ სელენჯერი,
როგორ ვერ იბურთავებს ავტორი თამაშისა ჭვავის ყანაში?!
მარჯვენა ფლანგზე მკვირცხლი სერვანტესი უნდა გავუშვა
და თან ნახევარდაცვის ზურგიც რომ მომაგრდეს...
თუ არ გამიმართლა მარტოსულს ამურში,
აქ მაინც გავიმარჯვებ და ვიზეიმებ კაფეში მონმარტრის.
ნახევარდაცვა,ბატონო ჩემო,რა გიყოთ განაპირა გარემარბებო?
არადა უმთავრესად თქვენს კისერზეა თამაშის მოგება-წაგება,
უცილობელია,უნდა მოვიხმოთ პოლ ვერდენი და ართურ რემბო,
ხედავ ძამიკო,ნახევარი გუნდი რომ შეადგინეს ფრანგებმა?!
პლეიმეიკერის პოზიციაზე,სიმართლე გითხრათ,დანტესს ქებული
პუშკინი რომ არ მოეკლა,უსათუოდ ვათამაშებდი მას,
ახლა კი ამ ადგილას,სხვა იქნება განწესებული,
საუკეთესო ვარიანტი არაა,მაგრამ მოვიხმობ პასტერნაკს,
თავდამსხმელთა უკან დამჭირდება კიდევ ერთი ნახევამრცველი.
პასუხის მომლოდინემ შეკითხვა ბურთით რომ მიუგოს,
ალბათ სეზონის დაწყების წინ გადავწყვეტ,ბაირონი,შელლი,
ტრამვა აიკიდა,თორემ ადგილს გამოვუნახავდი ვიქტორ ჰიუგოს!
და ბოლოს,ორი უძლიერესი დამრტყმელი ძალა - ფორვარდი
დაგვჭირდება,რომ მოწინააღმდეგეთა კარში გაიტანონ გოლი,
ერთი უთუოდ გრანელი იქნება,მისთვის წალენჯიხაა ჰარვარდი.
მეორეზე რა გითხრათ,უფრო ტურგენევი,ვიდრე გოგოლი.
გულშემატკივართა შორის იქნებიან ზოზია და მაშო,
ჰემინგუეის "მოხუცი",რომ დადის იგი სიონში.
მე მგონი უპრიანია,რომ კლასიკური 4-4-2-ით ვითამაშოთ
და ჩვენ გავიმარჯვებთ უმაღლეს დივიზიონში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები