 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 11 აპრილი, 2010 |
მეფევ, დარაბები დახურე, შენი მზე ვიქნები ამაღამ, ბალიშს მარტოობით დანაღმულს მზიური ალერსით გავნაღმავ. დახურე ალაყაფის კარი და ნდომა დაივიწყე ომის, ამაღამ სარეცელს გაგიყოფს ქალღმერთი, ნაშიერი ლომის. რად გინდა ჯარი და სარდლები, გაუშვი, მეცხრე ცას ეწიონ, ჩემსავით ვერავინ დაგიცავს, ამაღამ, მსურს თავი შეგწირო. ალერსს შემოგაწნავ მკლავებად, სულის გაგიხდები ფარეში, დილით გიპოვნიან მეფეო საწოლში ტრფობისგან დარეშილს. მეფევ, დარაბები დახურე, სანამ გამქცევია სურვილი, მეფევ, შემომძარცვე ქამარი, ბოთლში ჩაკეტილი სულივით, ვწრიალებ, ვედები ტალანებს, მინდა, რომ ტალღებად დავეშვა, ჩაგძირო ძუძუთა მორევში ყელი გამოვღადრო კაეშანს. მეფევ, გამომყევი დიოფალს, სანამ ჟინი მიდუღს ავაზის. შენი მზე ვიქნები ამაღამ, ლომის ნაშიერი ლამაზი. მეფევ, დარაბები დახურე, მცველები მოხსენი ალაყაფს, ამაღამ ძუ ლომი დაგიპყრობს და ტრფობას აგართმევს ალაფად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. მშვენიერია!+2 მშვენიერია!+2
22. va,dzalian magaria!+2 va,dzalian magaria!+2
20. ბრწყინვალეა, მშვენიერია, მოვიხიბლე. ბრწყინვალეა, მშვენიერია, მოვიხიბლე.
19. ბევრი ლაპარაკის გარეშე ვწერ ხუთს! ბევრი ლაპარაკის გარეშე ვწერ ხუთს!
18. ფანტასტიურია ეკუშ55555555 ფანტასტიურია ეკუშ55555555
17. ლამაზი მოპატიჟებაა ;) :) ლამაზი მოპატიჟებაა ;) :)
16. ლამაზი რომაა ეს ერთია და მე ვფიქრობ, მთლიანოიბაში ძლიერი ლექსია. ბოლომდე მოტანილი ემოციით. მოკლედ მომეწონა :) ლამაზი რომაა ეს ერთია და მე ვფიქრობ, მთლიანოიბაში ძლიერი ლექსია. ბოლომდე მოტანილი ემოციით. მოკლედ მომეწონა :)
15. მეფე შეიშალა მეფე შეიშალა
14. უყურე შენ გავნაღმავო უყურე შენ გავნაღმავო
13. თამარ, შენიშვნა გათვალისწინებულია, გმადლობ! :) თამარ, შენიშვნა გათვალისწინებულია, გმადლობ! :)
12. ძალიან ქალური ხარ ეკატერინე :) მაგარია! ძალიან ქალური ხარ ეკატერინე :) მაგარია!
11. კარგობაა !!!
გაიხარე შენა ... კარგობაა !!!
გაიხარე შენა ...
10. იმდენად ლამაზი ვედრებაა,რომ უკაცრავად,მაგრამ, გამიჩნდა კითხვა: --მეფე შიშველია?
555 იმდენად ლამაზი ვედრებაა,რომ უკაცრავად,მაგრამ, გამიჩნდა კითხვა: --მეფე შიშველია?
555
8. "და ტრფობას წაგლალავს ალაფად". ------> არ შეიძლება ამის თქმა: "წაგლალავს" ნიშნავს შენ გაგიმძღვარებს წინ და თავად უკან გამოგყვებაო... "ალაფი" კი ბრძოლით მოპოვებულ ძვირფასეულობას ნიშნავს...
ასე რომ, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს: "და ტრფობას წაგართმევს ალაფად".
"და ტრფობას წაგლალავს ალაფად". ------> არ შეიძლება ამის თქმა: "წაგლალავს" ნიშნავს შენ გაგიმძღვარებს წინ და თავად უკან გამოგყვებაო... "ალაფი" კი ბრძოლით მოპოვებულ ძვირფასეულობას ნიშნავს...
ასე რომ, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს: "და ტრფობას წაგართმევს ალაფად".
7. და ტრფობას წაგლალავს ალაფად. ------> არ შეიძლება ამის თქმა: წაგლალავს ნიშნავს შენ გაგიმძღვარებს წინ და თავად უკან გამოგყვებაო... ალაფი კი ბრძოლით მოპოვებულ ძვირფასეულობას ნიშნავს...
ასე რომ, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს: "და ტრფობას წაგართმევს ალაფად".
და ტრფობას წაგლალავს ალაფად. ------> არ შეიძლება ამის თქმა: წაგლალავს ნიშნავს შენ გაგიმძღვარებს წინ და თავად უკან გამოგყვებაო... ალაფი კი ბრძოლით მოპოვებულ ძვირფასეულობას ნიშნავს...
ასე რომ, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს: "და ტრფობას წაგართმევს ალაფად".
6. და ტრფობას წაგლალავს ალაფად. ------> არ შეიძლება ამის თქმა: წაგლალავს ნიშნავს შენ გაგიმძღვარებს წინ და თავად უკან გამოგყვებაო... ალაფი კი ბრძოლით მოპოვებულ ძვირფასეულობას ნიშნავს...
ასე რომ, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს: "და ტრფობას წაგართმევს ალაფად".
და ტრფობას წაგლალავს ალაფად. ------> არ შეიძლება ამის თქმა: წაგლალავს ნიშნავს შენ გაგიმძღვარებს წინ და თავად უკან გამოგყვებაო... ალაფი კი ბრძოლით მოპოვებულ ძვირფასეულობას ნიშნავს...
ასე რომ, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, უნდა იყოს: "და ტრფობას წაგართმევს ალაფად".
5. რა ბედნიერია მეფე :) კარგია ძაილან რა ბედნიერია მეფე :) კარგია ძაილან
4. მაგარია! მომეწონა! მაგარია! მომეწონა!
3. ლამაზია ძალიან მართლაც რომ.
ლამაზია ძალიან მართლაც რომ.
2. ლამაზია ძალიან!
5 ლამაზია ძალიან!
5
1. კარგი ლექსია... კარგად წერ შენ! კარგი ლექსია... კარგად წერ შენ!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|