ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე ლორია
ჟანრი: პროზა
19 აპრილი, 2010


როცა მუზები დუმან

  მზე რომ ჩავიდა მაშინვე ღრუბლებით გაივსო ცა,გაშავდა, დაიწყო ქუხა, ჭექაქუხილი. ატკივდა მიწას,აეწვა,იყვირებდა რომ შეძლებოდა. ვეღარ გაუძლეს თავხოტორა ბავშვებმა, ხელი უშვეს ერთმანეთს და სინათლის საძებნელად გაიქცნენ. ნაკვერჩხლის ნათების, იმედივით შუქის პოვნა უნდოდათ, რამე დიდის კი არა...
  ზარბაზნებმაც დაიწყეს გრგვინვა.
  ხოხავდნენ; ღრიალებდნენ;ნადგურდებოდნენ.......  თავი არავის შეურცხვენია. რომც შერცხვენოდათ რა აზრი ქონდა?!
  მარტო ღორები და ტანკები დადიოდნენ გასისხლიანებულ ნანგრევებში.. ტალახსა და სისხლში ნაგორავერბი ღორები. მიწასაც აღმოხდა ხავილი და დაღებულ ხახაში ჩაიტანა ტკივილი.
  უჭერო სახლის კუთხესავით კუთხეში ჩამუხლულიყო პატარა თავხოტორა, თვალებზე აეფარებინა ხელები. ლოყებიდან მურიანი ცრემლები იღვრებოდნენ. 
  ალბათ, დაეკარგა, რაღაც ძალიან ძვირფასი......

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები