ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ebraeli2
ჟანრი: პოეზია
11 მაისი, 2010


კაცი ვარ

რა ღირს ეგ კაბა?
ნაზად მორთული?
მარგალიტებით მორთული კაბა?
კაბა რად მინდა, მე ხომ კაცი ვარ,
გოგი დამარქვით, გოგი ან ჯაბა!

რა ღირს შარვალი?
ყველგან მავალი?
- ჯინსის შარვალი?
არ მინდა ძმაო!
კაცი ვარ, შარვლით მოვსულვარ,
რად მინდა ორი შარვალი!

რა ღირს ეგ ქალი?
ქერა ან შავი?
ფერზე მოსული, ლამაზი ქალი?
არ მინდა ძმაო, ქალს ფულს არ მივცემ,
განა მქონია ვისიმე ვალი?

ეს ქალი რა ღირს?
ამაზე ძვირი?
მოდით გავიგოთ ერთურთის,
არ მინდა ძმაო, არ გადავიხდი,
კაცი ვარ ქალი მეკუთვნის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები