 | ავტორი: ebraeli2 ჟანრი: პოეზია 13 ოქტომბერი, 2010 |
სადღაც ღამე გარდაცვლილა, სისხამ დილით, და ამ დღემაც ჩაიარა სიზმარივით, ყველამ უკვე გადაცურა შავი ზღვა და, ბრუნდებიან, უხარიათ, „ცურვა ვიცით“.
ჩემ ირგვლივ დადგნენ ამაყად, თითქოს, ვალი მქონოდეს, მისი ან მისი, ყველა შემეშვით, არაფერს ვითხოვ, ფული არ მთხოვოთ, ნისია-სხვისი.
გადაება და გაგრძელდა დღენი, როდემდე, რატო გრძელდება ფიქრი?! რა დაგიშავეთ, შემეშვით ყველა! რატო მიყურებთ, ფიფქი ვარ, ფიფქი.
ფიფქი, რომელმაც ფრენა არ იცის, ნიავთან ერთად მიდის და მიჰქრის, ჭაობში ყოფნა მე არ გისურვეთ, ამფიბიებო! ნუღარ მიყურებთ!
გიბრუნებთ სიტყვას, გიბრუნებთ სათქმელს, ცუდს მე არ გეტყვით და არც შეგაქებთ, ორნი ხართ? ორივეს ... დედა, სამნი ხართ? ღმერთი გფარავდეთ!
სასწაულები ხდებოდა ადრე, ისევ მოხდება მრავალჯერ, ალბათ, მზე ხომ ვარსვკვლავებს ხშირად არ აჩენს, დაფიქრდება და გაჰქრება სადღაც...
_________________________________________
12 990 წელი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ნუ დასცინით ლექსს. ლექსი არ გაპატიებთ. ნუ დასცინით ლექსს. ლექსი არ გაპატიებთ.
3. ღამე გარდაცვლილა ხალხო ღამეეე .... ღამე გარდაცვლილა ხალხო ღამეეე ....
2. ''პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია'' ``პესიმისტი კარგად ინფორმირებული ოპტიმისტია``
1. ..
ე.ი. შავი ზღვა გადაცურეს და ჰგონიათ ცურვა ვიცითო.. არა?.. ..
ე.ი. შავი ზღვა გადაცურეს და ჰგონიათ ცურვა ვიცითო.. არა?..
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|