დაკარგული სულის ძიებაში
(ფრაგმენტი წერილიდან) მეტაფორული ბუნების წყალობით, ლიტერატურა, განსაკუთრებით კი პოეზია, უდედესი გრძნობითი მახსოვრობის საგანძურია. ადამიანის ტვინიც ხომ სწორედ ამგვარი - მეტაფორული, ასოციაციური ხატების ერთგვარი კალეიდოსკოპია და მხოლოდ ამ სხარტი, შეკუმშული საკომუნიკაციო ფორმის მეშვეობით ახერხებს უკიდეგანო მოგონებების ოკეანეში ორიენტირებას; ასე რომ არ ყოფილიყო, ჩვენი ხსოვნის რეზერვუარს დედამიწის ხელა თავის ქალაც ვერ დაიტევდა (ვინ იცის, იქნებ პლანეტებიც გონიერ არსებათა თავის ქალებია და მხოლოდ ჩვენ ვერ ვამჩნევთ :) ). მეტაფორის, პოეზიის ამ ცოცხალი ქსოვილის და ადამიანის გონებრივი სტრუქტურის მსგავსება, თავისთავად, მრავლისმთქმელი ფაქტია. ამასთანავე, პოეზიის უნიკალური თვისება - რიტმის ჰარმონიულობა, რაც კონვენციური ლექსის შემთხვევაში - თვალსაჩინოდ, ვერლიბრისა კი - ქვეშეცნეულად, გრძნობითი ფიქრის ნაკადის სახით ვლინდება, ადამიანის ყოფა-სიზმრებში მთვლემარე სულს ზღვის ტალღასავით აჩქროლებს და იმ ნაპირებისკენ იტაცებს, სადაც სიცოცხლის მარადმშობი ცეცხლი ანთია. ოდესღაც ხომ თავად უფალიც ცეცხლის სახით მოვლენია დამაშვრალ ხალხს, როგორც სულიერი განახლების და ახალი სიცოცხლის მაუწყებელი. და თუ ეს საკრალური მეტამორფოზა, კაცობრიობის ხსოვნამ რომ შემოგვინახა, ოცდამეერთე საუკუნის მაშვრალთათვისაც აქტუალურია, მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლისა და განახლების სურვილი ჩვენი შინაგანი ბუნების ძირეული მოთხოვნილებაა; ძირეული ცვლილებები კი ყოველთვის ადამიანის ფსიქიკის სიღრმისეულ შრეებში მიმდინარეობს და მათი განჭვრეტა, მხოლოდ ”ცივი გონების” მეოხებით, განცდილის ხელახალი გრძნობითი რეპროდუცირების გარეშე, შეუძლებელია. საერთოდ, ცოცხალი და მკვდარი ( ვგულისხმობ მათი ფსიქო-მენტალური ბუნების ნიშან-თვისობრივ გამოვლინებას) ხშირად იმდენად მსგავსია, რომ ერთიმეორისაგან გარჩევა ძალიან რთულია. სიკვდილილ-სიცოცხლის ფენომენოლოგიური ბუნების ახსნისთვის, მეოცე საუკუნის უდიდესი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი, უაღრესად ორიგინალურ და, თავისი უბრალოებით საოცრად მომხიბვლელ დეფინიციას პოულობს; მისი აზრი გამარტივებული ფორმულის სახით რომ წარმოვიდგინოთ, დაახლოებით ასე გამოიყურება: ცოცხალი შეიძლება შეიცვალოს, მკვდარი კი - უცვლელია. მართლაც, მოსწრებული და ზუსტი ნათქვამია, თუმცა, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, სიცოცხლის ერთადერთი ალტერნატივა მხოლოდ სიკვდილი როდია; არსებობს ფსიქოეგზისტენციის ერთგვარი შუალედური, მე ვიტყოდი, მეტავიტალური მდგომარეობა, როგორც სიცოცხლის გარკვეული ინერცია და თითქოს მისი ნოსტალგიით აღძრული მახინჯი (არაბუნებრივი) იმიტაცია. მსგავსად იმისა, როგორც ბიოლოგიური კვდომის შემდგომაც ვლინდება სხეულში მარტივი სასიცოცხლო პროცესის ნიშნები (მაგალითად, ფრჩხილებისა და თმის ზრდა), ფსიქიკურ სფეროშიც შესამჩნევია მსგავსი უპირობო რეფლექსის გამოვლინება. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომლის ცხოვრებაშიც მოხდა რაღაც ამბავი, რაღაც ძალიან მძაფრი და დრამატული ამბავი, რამაც მისი ცნობიერება და მსოფლაღქმა ერთიანად შეცვალა. ეს მოვლენა რაღაცით ცეცხლის ღუმელში მინის ნაკეთობის დეფორმაციას ჰგავს. საგანი, რომელიც თავის სახეს ჰკარგავს, თავის ფუნქციას და, შესაბამისად, მნიშვნელობასაც ჰკარგავს, - როგორც ჭიქა, რომელიც წყლის დასალევად აღარ გამოდგება და ამიტომ, ჭიქა აღარც ეთქმის; ან ის სარკე, დრომ და გარემოებამ კატარაქტით დაავადებული თვალივით რომ დაბინდა და უსარგებლო შუშის ნამტვრევს დაამსგავსა. ახლა, მოდით, ჩვენი წარმოსახვით გავყვეთ მოვლენათა მდინარებას და ის ადამიანი, რომელსაც ეს სულიერი კატაკლიზმი გადახდა, რამდენიმე წლის თავზე მოვიკითხოთ. ერთი შეხედვით, მის ყოველდღიურ ყოფაში თითქმის არაფერი ადასტურებს კატასტროფის ფაქტს: ძველი იარები შეუხორცდა, ტკივილი გაუყუჩდა და მოგონებებიც თანდათან დავიწყებას მიეცა, - მას შემდეგ ხომ ბევრმა წყალმა ჩაიარა და წარსულის განცდებიც ლავასავით გააქვავა. მაგრამ, სინამდვილეში, ახლა ყველაფერი მხოლოდ უფრო გართულდა და ახალმა ფორმამ ახალი შინაარსის ძებნა დაიწყო: ჭიქა, რომლიდანაც წყალს ვეღარ დალევ, შეიძლება კაქტუსის ქოთნად გადაიქცეს, სარკის ნამტვრევი კი - მკვლელობის, ან თვითმკვლელობის ბასრ იარაღად. ადამიანი, ასეთ დროს, თავადაც იმ დაწყევლილ სარკეს ემსგავსება, რომელიც სინათლეს ვეღარ აირეკლავს და მხოლოდ თავისი პატრონის სულს ატყვევებს. ასეთი სულდატყვევებული “სარკის ადამიანებით”, “ქოთნის ადამიანებით” და მრავალი მათსავით გაუბედურებული მაქციით, სავსეა ჩვენი სინამდვილე. სხვათა შორის, ამ კონტექსტთან მიმართებით, უაღრესად საინტერესოდ გამოიყურება ხალხურ ზღაპრებსა და ლეგენდებში შემონახული მაქციათა აღწერილობა, სადაც ამ არსებებს არა მხოლოდ მგლებად და მსგავს მხეცებად, არამედ უსულო საგნებადაც შეეძლოთ გარდასახვა, მაგალითად: თივის ზვინად, ქვად, ხის ჯოხად და სხვ. ამასთან, მიიჩნეოდა, რომ მაქცია მოუნათლავად გარდაცვლილის, ან რწმენადაკარგული ადამიანის სულია, რომელიც უნებლიედ სჩადის ბოროტებას. შუა საუკუნეებში ფსიქიატრია, როგორც ადამიანის სულის შემსწავლელი მეცნიერება, ჯერ კიდევ არ არსებობდა და, ბუნებრივია, მსგავსი დასკვნაც ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფსიქიკური ანომალიის ასახსნელად.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
21. გგმადლობთ, რომ აზროვნებთ! გგმადლობთ, რომ აზროვნებთ!
20. ბატონო რატი თქვენ ყველგან ჩვენი ხართ! უბრალო მკითხველის! დამდეგ აღდგომას გილოცავთ! ბატონო რატი თქვენ ყველგან ჩვენი ხართ! უბრალო მკითხველის! დამდეგ აღდგომას გილოცავთ!
19. აშკარად კარგი ნაწერია ...კარგ თემაზე თანაც :) მეც ასე მგონია,ადამიანი გარკვეული მიზნით ევლინება სამყაროს...უბრალოდ,ყველა ვერ პოულობს თავის დანიშნულებას და,ალბათ, ეს ხდის სარკედ,რომელიც ,, დრომ და გარემოებამ კატარაქტით დაავადებული თვალივით რომ დაბინდა და უსარგებლო შუშის ნამტვრევს დაამსგავსა" აშკარად კარგი ნაწერია ...კარგ თემაზე თანაც :) მეც ასე მგონია,ადამიანი გარკვეული მიზნით ევლინება სამყაროს...უბრალოდ,ყველა ვერ პოულობს თავის დანიშნულებას და,ალბათ, ეს ხდის სარკედ,რომელიც ,, დრომ და გარემოებამ კატარაქტით დაავადებული თვალივით რომ დაბინდა და უსარგებლო შუშის ნამტვრევს დაამსგავსა"
17. ”ადამიანის ტვინი ძალიან ლოგიკური კონსტრუქციების ,როგორ ვთქვა... აღქმადია.” როგორც ჩანს, ყოველთვის - არა. :)
”ადამიანის ტვინი ძალიან ლოგიკური კონსტრუქციების ,როგორ ვთქვა... აღქმადია.” როგორც ჩანს, ყოველთვის - არა. :)
16. ადამიანის ტვინიც ხომ სწორედ ამგვარი, მეტაფორული, ასოციაციური ხატების ერთგვარი კალეიდოსკოპია და ...ამ სხარტი, შეკუმშული საკომუნიკაციო ფორმის მეშვეობით მოსახერხებელია'''
მეგონა საუბარი წავიდოდა სმაილების- ერთგვარი ემოციურ და აზრობრივი ''იკონების'' ,რომელიც სავარაუდოდ მალე გახდება ერთგვარი ან ერთადერთი საკომუნიკაციოასაშუალება ადამიანებს შორის..:)ან ლოგოების და ასე შემდეგ.აი ამისკენ წამიყვანა ამ ნაწილმა:)
ადამიანის ტვინი ძალიან ლოგიკური კონსტრუქციების ,როგორ ვთქვა... აღქმადია.
ნიჭიერი ადამიანის დაწერილია. ძალიან საინტერესო ადამიანის.
უკეთესი აზრობრივ-ლოგიკური შეკვრა კი მოუხდებოდა ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს.
ადამიანის ტვინიც ხომ სწორედ ამგვარი, მეტაფორული, ასოციაციური ხატების ერთგვარი კალეიდოსკოპია და ...ამ სხარტი, შეკუმშული საკომუნიკაციო ფორმის მეშვეობით მოსახერხებელია```
მეგონა საუბარი წავიდოდა სმაილების- ერთგვარი ემოციურ და აზრობრივი ``იკონების`` ,რომელიც სავარაუდოდ მალე გახდება ერთგვარი ან ერთადერთი საკომუნიკაციოასაშუალება ადამიანებს შორის..:)ან ლოგოების და ასე შემდეგ.აი ამისკენ წამიყვანა ამ ნაწილმა:)
ადამიანის ტვინი ძალიან ლოგიკური კონსტრუქციების ,როგორ ვთქვა... აღქმადია.
ნიჭიერი ადამიანის დაწერილია. ძალიან საინტერესო ადამიანის.
უკეთესი აზრობრივ-ლოგიკური შეკვრა კი მოუხდებოდა ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს.
15. ძალიან საინტერესოდ გადმოსცემ, განსაკუთრებით შედარებები მომეწონა. >> სარკე, დრომ და გარემოებამ კატარაქტით დაავადებული თვალივით რომ დაბინდა და უსარგებლო შუშის ნამტვრევს დაამსგავსა :) მაგარია... და ამას რომ თავი დავანებოთ ძალიან საინტერესო იყო თავიდან ბოლომდე. ძალიან საინტერესოდ გადმოსცემ, განსაკუთრებით შედარებები მომეწონა. >> სარკე, დრომ და გარემოებამ კატარაქტით დაავადებული თვალივით რომ დაბინდა და უსარგებლო შუშის ნამტვრევს დაამსგავსა :) მაგარია... და ამას რომ თავი დავანებოთ ძალიან საინტერესო იყო თავიდან ბოლომდე.
14. კარგი ნაწერია და ნააზრევია, მეგობარო !
გაიხარე !
5 კარგი ნაწერია და ნააზრევია, მეგობარო !
გაიხარე !
5
13. ახლა არ მცალია მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ და სხვა თემებზე ახლა არ მცალია მოგვიანებით ვისაუბრებთ ამ და სხვა თემებზე
12. წინასწარ განსაზღვრული ფუნქციით, ცხოველები იბადებიან. ადამიანს სწორედ ის განანსხვავებს ცხოველისაგან, რომ იგი ყოველთვის არ არის ის რაც არის, არის ის რაც არ არის. ამიტომ ადამიანის შედარება ჭიქასთან და კაქტუსის ქოთანთან მეტად უხამსო მგონია, რადგან ადამიანი ყოველთვის მეტია იმ პირობითობაზე რასაც მას მიაწერენ(თუნდაც ფსიქიატრიულ ტერმინოლოგიაზე). წინასწარ განსაზღვრული ფუნქციით, ცხოველები იბადებიან. ადამიანს სწორედ ის განანსხვავებს ცხოველისაგან, რომ იგი ყოველთვის არ არის ის რაც არის, არის ის რაც არ არის. ამიტომ ადამიანის შედარება ჭიქასთან და კაქტუსის ქოთანთან მეტად უხამსო მგონია, რადგან ადამიანი ყოველთვის მეტია იმ პირობითობაზე რასაც მას მიაწერენ(თუნდაც ფსიქიატრიულ ტერმინოლოგიაზე).
11. ძალიან საინტერესო ნაშრომია, წარმატებები და წინსვლა ავტორს, განებივრებული არ ვართ ამგვარი ღრმა აზროვნებით აღბეჭდილი ნაშრომებით. მოხიბლული ვარ. იმედია, აქ აე შეჩერედება ავტორი. ძალიან საინტერესო ნაშრომია, წარმატებები და წინსვლა ავტორს, განებივრებული არ ვართ ამგვარი ღრმა აზროვნებით აღბეჭდილი ნაშრომებით. მოხიბლული ვარ. იმედია, აქ აე შეჩერედება ავტორი.
10. რატი დიდი მადლობა ასეთი თემის წამოწევისსთვის...... ცუდია რომ ამაზე მეტი მკითხველი არ ყავს ამ თემას. ეს საგანგაშოა და ამისთვის რაღაც უნდა ვიზრუნოთ.....(უფრო სწორედ ეს რაღაცეებზე მეტყველებს :) )
რაც შეეხება თვითონ პუბლიცისტიკას. მართლაც საინტერესო ფსიქო ანალიზია არის აქ მოყვანილი და ეს ძალიან მომწონს . მინდა სანდრო ბერიძეს უპასუხო თუ ადამიანი წინასწარ განსაზღვრული ფუნქციით არ იბადება მაშინ რატომ კვდება? ან რატომ მოვიდა საერთოდ ამ ქვეყანაზე თუ ის რაიმე წინასწარ განსაზღვრულისათვის არ გაჩნდა?
გურჯიევი ერთ-ერთ საუბარში ამბობს: ადამიანი წინასწარ განსაზღვრული მანქანაა რომელიც მექანიკურად ტვინის საშუალებით იმართება. ადამიანის ვერც გონებას და ვერც მენტალიტეტს ვერ შემატებთ ვერაფერს. მხოლოდ სული იზრდება (ვგულისხმობ სულის განვითარებას მაღალ სულიერ საფეხურზე) 16 წლამდე ადამიანში. სხვა დანარჩენი გახსენებაა და მეტი არაფერი........ ჩვენ უნდა გავიხსენოთ რა ფუნქცია გვაქვს სამყაროში......
დიდი პატივისცემით ”დიადი ბლაგვი” რატი დიდი მადლობა ასეთი თემის წამოწევისსთვის...... ცუდია რომ ამაზე მეტი მკითხველი არ ყავს ამ თემას. ეს საგანგაშოა და ამისთვის რაღაც უნდა ვიზრუნოთ.....(უფრო სწორედ ეს რაღაცეებზე მეტყველებს :) )
რაც შეეხება თვითონ პუბლიცისტიკას. მართლაც საინტერესო ფსიქო ანალიზია არის აქ მოყვანილი და ეს ძალიან მომწონს . მინდა სანდრო ბერიძეს უპასუხო თუ ადამიანი წინასწარ განსაზღვრული ფუნქციით არ იბადება მაშინ რატომ კვდება? ან რატომ მოვიდა საერთოდ ამ ქვეყანაზე თუ ის რაიმე წინასწარ განსაზღვრულისათვის არ გაჩნდა?
გურჯიევი ერთ-ერთ საუბარში ამბობს: ადამიანი წინასწარ განსაზღვრული მანქანაა რომელიც მექანიკურად ტვინის საშუალებით იმართება. ადამიანის ვერც გონებას და ვერც მენტალიტეტს ვერ შემატებთ ვერაფერს. მხოლოდ სული იზრდება (ვგულისხმობ სულის განვითარებას მაღალ სულიერ საფეხურზე) 16 წლამდე ადამიანში. სხვა დანარჩენი გახსენებაა და მეტი არაფერი........ ჩვენ უნდა გავიხსენოთ რა ფუნქცია გვაქვს სამყაროში......
დიდი პატივისცემით ”დიადი ბლაგვი”
9. საინტერესოა, საინტერესოდ მიყავს ავტორს მსჯელობა, მარა ჩემი გაუნათლებლობისა და გლეხკაცობის გამო ტექსტში აღმოვაჩინე და წავაწყდი ისეთ სიტყვებს, რომლებიც ჩემთვის გაუგებარი იყო, რამაც ხელი შემიშალა ტექსტის სრულად აღქმასა და გაანალიზებაში. ვეთანხმები ავტორის ლოგიკას და მისმა მოყვანილმა არგუმენტებმა მე როგორც მკითხველს გამიმყარა ჩემი შეხედულებები. ჭიქა, რომლიდანაც წყალს ვეღარ დალევ, შეიძლება კაქტუსის ქოთნად გადაიქცეს ეს ძალიან მაგარი სიტყვებია... წარმატებები ავტორს საინტერესოა, საინტერესოდ მიყავს ავტორს მსჯელობა, მარა ჩემი გაუნათლებლობისა და გლეხკაცობის გამო ტექსტში აღმოვაჩინე და წავაწყდი ისეთ სიტყვებს, რომლებიც ჩემთვის გაუგებარი იყო, რამაც ხელი შემიშალა ტექსტის სრულად აღქმასა და გაანალიზებაში. ვეთანხმები ავტორის ლოგიკას და მისმა მოყვანილმა არგუმენტებმა მე როგორც მკითხველს გამიმყარა ჩემი შეხედულებები. ჭიქა, რომლიდანაც წყალს ვეღარ დალევ, შეიძლება კაქტუსის ქოთნად გადაიქცეს ეს ძალიან მაგარი სიტყვებია... წარმატებები ავტორს
8. უზომოდ საინტერესო ფრიქოლოგიურ, ფილოსოფიური ხედვაა ადამიანის შინაგანი ბუნების. :) პირადად მე ხსნას უფალში ვხედავ, განა სულის ხსნისათვის არ მოევლინა უფალი კაცობრიობას? განა განსაცდელს უფალი იმისთვის არ გვივლენს, რომ მას მივუახლოვდეთ? რამდენად გაართმებს მას თავს ინდიდვიდი, ეს უკვე სხვა საქმეა. ეს მის ფსიქოლოგიაზეც არის დამოკიდებული და არჩევაზეც, რომელ გზას აირჩევს, იქნებ ესეც ფსიქოლოგიიდან მოდის, ან პიროვნულია, ანდა ბუნებიდან, ანდა კიდებ სხვა ბევრი ფაქტორი (წინაპართა) მუშაობს ამ შემთხვევაში? მაგრამ მაინც გადამწყვეტი ვფიქრობ, არჩევისას, ადამიანის შინაგანი მრწამსია. ეს ჩემი აზრია. პატივისცემით. :) უზომოდ საინტერესო ფრიქოლოგიურ, ფილოსოფიური ხედვაა ადამიანის შინაგანი ბუნების. :) პირადად მე ხსნას უფალში ვხედავ, განა სულის ხსნისათვის არ მოევლინა უფალი კაცობრიობას? განა განსაცდელს უფალი იმისთვის არ გვივლენს, რომ მას მივუახლოვდეთ? რამდენად გაართმებს მას თავს ინდიდვიდი, ეს უკვე სხვა საქმეა. ეს მის ფსიქოლოგიაზეც არის დამოკიდებული და არჩევაზეც, რომელ გზას აირჩევს, იქნებ ესეც ფსიქოლოგიიდან მოდის, ან პიროვნულია, ანდა ბუნებიდან, ანდა კიდებ სხვა ბევრი ფაქტორი (წინაპართა) მუშაობს ამ შემთხვევაში? მაგრამ მაინც გადამწყვეტი ვფიქრობ, არჩევისას, ადამიანის შინაგანი მრწამსია. ეს ჩემი აზრია. პატივისცემით. :)
7. დამეთანხმეთ ბატონო რატი, უხიფათოდ მაცხოვრებელ ადამიანს ბევრი ქონი უგროვდება , რაც მისი სულის მოძრაობას მეტად აფერხებს. :) დამეთანხმეთ ბატონო რატი, უხიფათოდ მაცხოვრებელ ადამიანს ბევრი ქონი უგროვდება , რაც მისი სულის მოძრაობას მეტად აფერხებს. :)
6. სანდრო, ჩემო კეთილო! არ ვიცი, რა მოლოდინები აღვძარი თქვენში, :) მაგრამ, ერთმანეთს აშკარად ვერ გავუგეთ. ან კი საიდან მოიტანეთ, რომ, თითქოს-და, ადამიანი წინასწარ განსაზღვრული ფუნქციით იბადება?! ეს მხოლოდ თქვენი სწორხაზოვანი ინტერპრეტაციაა. ასევე, სრულიად უადგილოდ მეჩვენება ტარკოვსკის ფილმის გმირთან მსგავსი ასოციაცია. და თუ კი რომელიმე პერსონაჟის შეშლილთა თავშესაფარში გამწესებაზე მიდგა საქმე, ალბათ, ყველაზე მეტად, თქვენი თარგმნილი მონოლოგის ავტორი შეეფერება ამ ადგილს. :) ისე, საკუთარი თავის შესაცნობად, ცეცხლთან თამაშის გარდა, სხვა საშუალებებიც არსებობს, თანაც - გაცილებით უხიფათო!.. საგულისხმო კომენტარებისათვის ყველას დიდი მადლობა! სანდრო, ჩემო კეთილო! არ ვიცი, რა მოლოდინები აღვძარი თქვენში, :) მაგრამ, ერთმანეთს აშკარად ვერ გავუგეთ. ან კი საიდან მოიტანეთ, რომ, თითქოს-და, ადამიანი წინასწარ განსაზღვრული ფუნქციით იბადება?! ეს მხოლოდ თქვენი სწორხაზოვანი ინტერპრეტაციაა. ასევე, სრულიად უადგილოდ მეჩვენება ტარკოვსკის ფილმის გმირთან მსგავსი ასოციაცია. და თუ კი რომელიმე პერსონაჟის შეშლილთა თავშესაფარში გამწესებაზე მიდგა საქმე, ალბათ, ყველაზე მეტად, თქვენი თარგმნილი მონოლოგის ავტორი შეეფერება ამ ადგილს. :) ისე, საკუთარი თავის შესაცნობად, ცეცხლთან თამაშის გარდა, სხვა საშუალებებიც არსებობს, თანაც - გაცილებით უხიფათო!.. საგულისხმო კომენტარებისათვის ყველას დიდი მადლობა!
5. უსუსტესი და უსუსური რამეა, ტრკოვსკის მოყვარულისგან არ მოველოდი ამას. სტალკერის სახე გაიხსენე, ნუთუ მისი ადგილი მხოლოდ შეშლილთა თავშესაფარშია? ან რატომ გგონია რომ ადამიანი წინასწარ განსაზღვრული ფუნქციით იბადება, როგორც ჭიქა ან კოვზი; ცხოვრებამ თუ არ გადაგადნო აბა რა ადამიანი ხარ მაშინ? როგორ უნდა შეიცნო შენი თავი, თუ არა ცეცხლთან თამაშით:) უსუსტესი და უსუსური რამეა, ტრკოვსკის მოყვარულისგან არ მოველოდი ამას. სტალკერის სახე გაიხსენე, ნუთუ მისი ადგილი მხოლოდ შეშლილთა თავშესაფარშია? ან რატომ გგონია რომ ადამიანი წინასწარ განსაზღვრული ფუნქციით იბადება, როგორც ჭიქა ან კოვზი; ცხოვრებამ თუ არ გადაგადნო აბა რა ადამიანი ხარ მაშინ? როგორ უნდა შეიცნო შენი თავი, თუ არა ცეცხლთან თამაშით:)
4. საინტერესოა! 555 საინტერესოა! 555
3. bravo rati! mshvenivrad akavshireb logikias metalogikastan da logikitve midixar daskvnebamde! martlac momecona! psiqologia da filosophia chemi sayvareli mecnierebebia da orive ertad iswrapvian adamianis, rogorc samyaros materiis arsis cheshmaritebamde.. pakti, rom shentvis mamardashvili gamorcheulia, metyvelebs imazec, rom shen scorad miageni filosofiis mtavar xazs, romelzec bevri pilosoposi ver moxvda tavisi azrebit. momcons sheneuli axsna shemokmedebiti (poeturi) xedvis raobis shesaxebac da shemdgomi logikuri gadasvlebi! ishviatad, rom ase movicono nashromi! shen chemgan umaglesi shepaseba da didi pativiscema! bravo rati! mshvenivrad akavshireb logikias metalogikastan da logikitve midixar daskvnebamde! martlac momecona! psiqologia da filosophia chemi sayvareli mecnierebebia da orive ertad iswrapvian adamianis, rogorc samyaros materiis arsis cheshmaritebamde.. pakti, rom shentvis mamardashvili gamorcheulia, metyvelebs imazec, rom shen scorad miageni filosofiis mtavar xazs, romelzec bevri pilosoposi ver moxvda tavisi azrebit. momcons sheneuli axsna shemokmedebiti (poeturi) xedvis raobis shesaxebac da shemdgomi logikuri gadasvlebi! ishviatad, rom ase movicono nashromi! shen chemgan umaglesi shepaseba da didi pativiscema!
2. მიიჩნეოდა, რომ მაქცია მოუნათლავად გარდაცვლილის, ან რწმენადაკარგული ადამიანის სულია, რომელიც უნებლიედ სჩადის ბოროტებას. შუა საუკუნეებში ფსიქიატრია, როგორც ადამიანის სულის შემსწავლელი მეცნიერება, ჯერ კიდევ არ არსებობდა და, ბუნებრივია, მსგავსი დასკვნაც ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფსიქიკური ანომალიის ასახსნელად.
კი, ვიზიარებ...ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრია, როგორც ადამიანის სულის შემსწავლელი მეცნიერება არსებობს და ჯერ კიდევ ვითარდება....ადამიანიც განუვითრებლობით სჩადის ბოროტებას (მოუნათლავი...სულით გაუნათლავი...სულის ავადმყოფობა, იგივე მაქცია)
მიიჩნეოდა, რომ მაქცია მოუნათლავად გარდაცვლილის, ან რწმენადაკარგული ადამიანის სულია, რომელიც უნებლიედ სჩადის ბოროტებას. შუა საუკუნეებში ფსიქიატრია, როგორც ადამიანის სულის შემსწავლელი მეცნიერება, ჯერ კიდევ არ არსებობდა და, ბუნებრივია, მსგავსი დასკვნაც ერთადერთი შესაძლებლობა იყო ფსიქიკური ანომალიის ასახსნელად.
კი, ვიზიარებ...ახლაც ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრია, როგორც ადამიანის სულის შემსწავლელი მეცნიერება არსებობს და ჯერ კიდევ ვითარდება....ადამიანიც განუვითრებლობით სჩადის ბოროტებას (მოუნათლავი...სულით გაუნათლავი...სულის ავადმყოფობა, იგივე მაქცია)
1. ძალიან მომეწონა ნააზრევიი.. :) თან მძაფრი ნაწერია და დამაფიქრებელი.. :) განსაკუთრებით ადამიანის სახეცვლილებასთან ავტორის დამოკიდებულება მომწონს .. :) ძალიან მომეწონა ნააზრევიი.. :) თან მძაფრი ნაწერია და დამაფიქრებელი.. :) განსაკუთრებით ადამიანის სახეცვლილებასთან ავტორის დამოკიდებულება მომწონს .. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|