ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
24 აპრილი, 2010


ახალი წიგნიდან

(გამომცემლობა "თობალისი")
----------------------------------

***
შპალერის ყვავილს
ლურსმანი მოარიდა
და უკვე იცი,არავის გაწირავს.

***
როგორც სურნელება ყვავილში,
შენშია
და მაინც გენატრება.

***
მოსროლილ,თავახდილ ჩემოდანთან
დგას,როგორც სამარესთან,
და უთრთის თითები...

***
მადლობა ღმერთს,
შეუძლებელია
ღრუბელზე დასახლება.

***
ქალაქის ადგილზე სოფელი
და სოფლის ადგილზე წყარო
ყოფილა ოდესღაც...

***
პრიალებს ნაჯახი და ხეები
მწვანე ზარებივით
სწყდებიან ზეცას...

***
ქედების თავზე ცისარტყელა,
როგორც ლექსი,შვიდსტრიქონიანი,
ღმერთის ნაკალმარი...






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები