ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით კამკამიძე
ჟანრი: პოეზია
26 აპრილი, 2010


არსება

იდგა ზამთარი - საფეთქლებში ატანდა ყინვა -
და ჰორიზონტზე შეეცვალა პოლუსს სამიზნე,
არსება თითქოს ჯვარზე აცვეს! ვიღაცა გმინავს,
სუნთქვაშეკრული - ცრემლიანი ჯვარი ადიდეს!

სამრეკლოს ჭექა  მყუდროებას ნისლებში ღვრიდა,
ქაშუეთის გუმბათს სააქაოს ჰქონდა ძახილი -
და მრევლთა ფონზე ანგელოზის გალობა ციდან -
აკრავს გარემოს! და ლოცვისგან ისე დაღლილი...

მოელოდება ანგელოზს - (და) ადიდებს უფალს!
მანდილს ნათელი! (გოლგოთაზე რწმენით აღსავსე)
და ტკივილისგან გადაღლილი არსება ახლავს -
რომ ცოდვისაგან ხორცშესხმული მარტო არ დარჩეს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები