ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მ ა რ ი
ჟანრი: პოეზია
29 აპრილი, 2010


მესხის 27, ბინა 18

აქ შეგიძლია ჩამოჯდე  და მტრედებს უყურო,
თან შეგიძლია, შიგადაშიგ, ძერწო ფიქრები,
რომ  გუშინ დედას დარჩენია ღია ფანჯარა
და ამ ფიქრებით იმდენს იზამ გადაიღლები.

ვინ მოთვლის უკვე ,მერამდენე მაისს დარაჯობ’
უცხო ქალაქში მერადენედ დადებ პირობებს,
რომ მომავალ წელს გადახედავ თბილისს ფანჯრიდან,
თითქოს სიტყვები დაბრუნებას განაპირობებს.

ითვლი ათამდე , ხელში ცარცით ქუჩებს ცილდები,
სახლის კედელზე  ცაციათი ხაზავ ასოებს.
თბილისი,მესხის ოცდაშვიდი, ბინა თვრამეტი,
თუმცა იქამდე… სხვა ქალაქი დაგიპატრონებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები