ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე ლორია
ჟანრი: პროზა
30 აპრილი, 2010


***

      ხელჩაკიდებული დედა–შვილი კარგა ხანია ტროტუარს მიუყვება,–ხან ერთი ქუჩის, ხან მეორის. ბავშვი უკვე დაიღალა. წუწუნებს . დედა იცინის– სკოლის მესამე სართულიდან გასაღებს ისვრის მასწავლებელი . ბავშვიც იცინის. გასაღებით პატარები ათამაშდნენ. ფანჯრიდან უფროსკლასელი ბიჭი ყვირის:
      –გასაღებს ხელი ბავშვებო.– და ბავშვებიც მირბიან შეშინებულები.
      დედა-შვილი უფრო მხიარულად აგრძელებს გზას.
      ძალიან ნელა ირხევიან ხეები. მზეც ხან ერთი ტოტიდან იჭყიტება, ხან მეორედან. გეგონება გუშინ სულაც არ იყო ისეთი ქარი რომ,სახურავი აიტაცა და საწყალი სახლი შიშვლად დატოვა. შიშველ სახლში დარჩენილი ჩაცმული ხალხი აწიოკდა,– აბა რა იქნებოდა. ხოდა დღეს მზეა– მწველი და დიდი. დედა-შვილი მიუყვება ტროტოარს.
      მალე ალბათ აფრიკაში გადაფრენილი ჩიტები ჩვენთან მოვლენ და დიდ სითბოს მოიტანენ. სულ მზეა აფრიკაში და სულ ცხელათ. შავები არიან აფრიკელები და გრძელები. საღამოობით ოდნავ რომ აგრილდება კოცონს დაანთებენ და წრეში ცეკვავენ მაგიურ,აფრიკულ ცეკვებს აფრიკულად მაიმუნურ რიტმებზე.
    –დე, ზანგებს მართლა ვარდისფერი ხელისგულები აქვთ?
    დედას გაეცინა...
    იქ უკვე აღარც ტროტუარია და აღარც მზე. მზეებმაც იციან ფრენა ჩიტებივით.წარმოშობით აფრიკიან არიან !



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები