ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქრისტიანნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 მაისი, 2010


~2010 წლის დაუვიწყარი წუთები...~



          14 იანვარი. ხუთშაბათი. საღამოს 7 საათზე მივდივარ შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში 131-ე წლისთავზე მიძღვნილ იუბილეზე.
ორი მოსაწვევი მაქვს –ვფიქრობ დაქალს გავიყოლებ თან!
          დრო ისე ჩქარა მიქრის ,რომ თვალის დახამხამებაც ვერც მოვასწარი უკვე საღამო დადგა. 10 წუთით დავაგვიანეთ და “სასჯელი”-ც მივიღეთ. არც ერთი თავისუფალი ადგილი არ იყო დარჩენილი... მე და ჩემს დაქალს გული დაგვწყდა, მაგრამ წასვლაზე არც კი გაგვიფიქრნია, ვიცოდი რომ რამეს მოვახერხებდით.
          დავბოდიალობდით პარტერზე, იმის იმედით, რომ ადგილს აღმოვაჩენდით და ამ ძებნაში შეცდომით ოპერატორის ოთახში აღვმოჩნდით. იქ მომუშავე ხალხს ვთხოვე აქედან ვუყურებთ-მეთქი. უარი არ უთქვამთ. ჩვენს გარდა კიდევ ერთი ბიჭი იყო ოთახში , რომელმაც მე და ჩემს მეგობარს სკამი შემოგვთავაზა.
          საკმაოდ კარგი ადგილი გვერგო. ღონისძიება დაიწყო ბატონ კინკაძის გრძელი სიტყვით, შემდეგ შემოგვთავაზეს გაზეთ “თეატრი და ცხოვრება”-ს დაარსების პატარა მინიატურა, იყო ასევე საქართველოს დამსახურებული მსახიობების დაჯილდოება სხვადასხვა ორდენით და მედლით, მაგრამ ამ საღამოს კულმინაციად შემიძლია ჩავთვალო “რომეო და ჯულიეტა”-ს დადგმა. ვუყურებდი და ვერ ვინძრეოდი, თვალსაც კი არ ვახამხამებდი , იმის შიშით -რამე არ გამომეტოვა! თითქოს ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ ვიყავი.
          ჩვენთან ერთად მყოფი უცნობი ახალგაზრდა გამოგველაპარაკა, და ვინაობა მკითხა. ვუთხარი რომ ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობი ვარ. გაუკვირდა, დაინტერესდა რა სასწავლებელი  მაქვს დამთავრებული?! ვუპასუხე- მოხალისე ვარ-მეთქი. მითხხრა, რომ კარგია –გამიმართლა სწავლის გარეშე თეატრში რომ მოვხვდი. ჩვენს საუბარში გავარკვიე, რომ ეს უცნობი ახალგაზრდა რუსთაველის თეატრში თამაშობს. მანამ, სანამ იგი წავიდოდა ვკითხე შესაძლებელია თუ არა მსახიობებთან შეხვედრა. მიპასუხა –ხვალ 11-დან 12-საათამდე მოდი და პრობლემა არ იქნებაო!                                   
        ისე წავიდა ვინაობაც არ მიკითხავს, ძალიან დაბნეული ვიყავი უეცარი ნაცნობობით.
მთელი რამე არ მეძინა, ხვალინდელი დღის მოლოდინში...


15 იანვარი. პარასკევი. ბედობა. უმაგრეს განწყობაზე გამეღვიძა. თავი მოვიწესრიგე, ვისაუზმე და წინ რუსთაველის თეატრში!!! თავად ბატონი კახა, რომლის სახელიც ცოტათი მოგვიანებით გავიგე ადგილზე არ აღმოჩნდა, მაგრამ პატივი მერგო შევხვედრილიყავი ორ უნიჭიერეს ადამიანთან- ბატონ სოსო ლაღიძესთან და დავით პაპუაშვილთან.
გთავაზობთ ჩვენი საუბრის ტექსტურ ვარიანტს:

- გამარჯობათ, მოგესალმებით ბატონებო! მინდა პირველ რიგში მოგილოცოთ ბედობა და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ!

სოსო ლაღიძე: შემობრძანდით! და არ გაგვიმხელთ ვინ ბრძანდებით?
   
- მე გახლავართ ლაგოდეხის სახალხო თეატრის მსახიობი ქრისტიანნა გრიგორიანი.

(ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და ჩამოვსხედით)

    -  პიველ რიგში მინდა მოგილოცოთ იუბილე და კიდევ ათასი წელი აი ასე წარმატებულად გაგეგრძელებინათ მოღვაწეობა!

სოსო ლაღიძე: მადლობთ, დიახ ჩვენ ამ წელს ჩვენი თეატრის 131-ე სეზონი ავღნიშნეთ!

დავით პაპუაშვილი: გვინდოდა 130-ე სეზონი გვეზეიმა, მაგრამ არ მოხერხდა და აი ამ წელს მოვაწყეთ ჩვენი იუბილე.

- რამდენი ხანია რაც თეატრში მოღვაწეობთ ?

სოსო ლაღიძე: უკვე 50 წელია, რაც თეატრში ვარ. პატარა რომ ვიყავი დავდიოდი მხატვრული აღზრდის სახლში და ძალიან მიყვარდა ხელოვნება. იყო დრო როდესაც ფეხბურთს ვთამაშობდი ჩემი დროის უმაგრეს ფეხბურთელებთან ერთად!

დავით პაპუაშვილი: გთხოვთ მანდ დაამატოთ , რომ ბრწყინვალე ფეხბურთელი იყო.(იცინის)

სოსო ლაღიძე: მაგრამ ფეხი მოვიტეხე და თამაში ვეღარ შევძელი. ზუსტად ამ დროს გადავწყვიტე, რომ თეატრალურზე ჩამებარებინა! ჩემი ამ გადაწყვეტილების მიზეზი კი იყო ის, რომ ძალიან მიყვარდა ხელოვნება!

- ვიცი , რომ ბანალური კითხვაა ,მაგრამ მაინც გკითხავთ –რას ნიშნავს თქვენთვის სიტყვა თეატრი?

სოსო ლაღიძე: ხელოვანი ადამიანისათვის ეგ ძალზედ ბანალური კითხვაა, მაგრამ მაინც გიპასუხებთ! თეატრი-შენი ოჯახია, მსახიობები კი ოჯახის წევრები არიან! თეატრი შენი ცხოვრებაა!

დავით პაპუაშვილი: კიდევ ერთს დავამატებ თუ უფლებას მომცემთ! თეატრი ცხოვრების სარკეა. იგი ასახავს ცხოვრებას თავისი სიმშვენიერით და თავისი ნაკლით!

- საოცნებო როლი თუ გქონიათ? ყველა თქვენ მიერ ნათამაშევ როლიდან, რომელია თქვენთვის ყველაზე საყვარელი?

სოსო ლაღიძე: იცით მე არ მიოცნებია...  მე ყველა ჩემი როლი მიყვარს, რადგან მათ შესრულებაში ბევრი ენერგია დავხარჯე, ვინერვიულე...შენი რადგან არის გიყვარს! როდესაც მოწვევა არის კინოშიც ვთამაშობთ. კინოში “ლონდრე” გაბრიელის როლი მაქვს შესრულებული , ალბათ გეცოდინებათ მრავალსერიული ფილმი “ცხელი ძაღლი” –მანდ დათოს როლს ვასრულებდი.

დავით პაპუაშვილი:  აი მე კი ბევრი მიოცნებია! თუმცა ბევრი ჩემი ოცნება განუხორციელებელი დარჩა! რაც შეეხება საყვარელ როლებს ბევრია, ასე უცბად ვერ იტყვი! თუმცა მინდა აღვნიშნო სპექტაკლ “ჩალის ქუდში” ფელიქსის როლი და “კავკასიური ცარცის წრე”-ში შალვას როლი.

სოსო ლაღიძე: ახლა მე რუსთაველის თეატრის მთავარი ადმინისტრატორი ვარ და ამიტომ ნაკლებად ვთამაშობ როლებს.

- გასტროლებზე რას მეტყვით?


დავით პაპუაშვილი:  25 წლის განმავლობაში თითქმის მთელი მსოფლიო მოვიარეთ. ავსტრალიაში ვიყავით,მექსიკაში,ნიუ-იორკში,არგენტინაშილონდონში, შოტლანდიაში, რუსეთსა და უკრაინაში. დემოკრატიულ ქვეყნებზე კი საერთოდ არ ვსაუბრობთ-ყველგან ვართ ნამყოფი.

სოსო ლაღიძე: (იცინის) მიწა-წყალი გვაქვს დალაშქრული.

- გუშინ საიუბილეო საღამოზე საქართველოს დამსახურებულ არტისტებს სხვადასხვა მედალი და ორდენი გადაეცათ, თუ შეიძლება , რომ ამაზე ვისაუბროთ!

სოსო ლაღიძე: ვფიქრობ,რომ გუშინ უსამართლობა მოხდა! უფრო ღირსეული ხალხი არსებობდა ვისაც ჯილდო არ ერგო. განსაკუთრებით ორი ადამიანი მინდა გამოვყო-მირიან შველიძე და ჟანრი ლოლაშვილი. მათ ჩემის აზრით უნდა მიეღოთ “სანდრო ახმეტელი”-ს და “მარჯანიშვილი”-ს ორდენები.

დავით პაპუაშვილი: ნამდვილად, რომ უსამართლობა მოხდა! ორივე მათგანი იმსახურებდა ორდენს!

სოსო ლაღიძე: მირიან შველიძე –უნიჭიერესი მხატვარი. გუშინ დარბაზი მისი გაფორმებული იყო, დამეტანხმებით ალბათ , რომ ულამაზესი იყო დარბაზი. ჯანრი ლოლაშვილმა ილია ჭავჭავაძის “კაცია-ადამიანში” ბრწყინვალედ შეასრულა ლუარსაბ თათქარიძის როლი. ეს ორი ადამიანი იმსახურებდა დაფასებას! ძალიან მეწყინა, ასე რომ არ მოხდა!

- მომავალ გეგმებზე თუ შეიძლება , რომ რამოდენიმე სიტყვით გვითხრათ!?


დავით პაპუაშვილი: სულ ცოტა ხნის წინ ვითამაშე გიო მგელაძის პიესაში “გაიღიმე, ჩიტი გამოფრინდება”. სპექტაკლი ძალიან საინტერესო და სასარგებლო თემაზეა. მგონი მაყურებლის სიმპათიაც დაიმსახურა. მთელი დღე ვშრომობთ და ვცდილობთ რაც შეიძლება ბევრი და საინტერესო სპექტაკლი დავდგათ! მცირე და ექსპერიმენტულ სცენაზე ბატონ რობერტ სტურუას მაგისტრატურის მსახიობები მუშაობენ და თავიანთ სპექტაკლებს დგამენ, რაც შეეხება დიდ სცენას ბატონმა რობერტმა სულ ცოტა ხნის წინ გააკეთა საბავშვო თეატრი, რომელიც უკვე ნაჩვენები იყო საზოგადოებისთვის!

სოსო ლაღიძე: “ყოფილების სარეცელი” , “სულიერი არსებები” , “ჰამლეტი” , “კაცია-ადამიანი?!” , “12 განრისხებული მამაკაცი” ... სპექტაკლების ჩამონათვალს ბოლო არ აქვს, და ჩვენ კიდევ უამრავი ახალი სპექტაკლით გავახარებთ ჩვენს მაყურებელს!


- თეატრში რამდენი მსახიობი თამაშობს?

სოსო ლაღიძე: ამჟამად რუსთაველის თეატრში 62 მსახიობია...

დავით პაპუაშვილი: ისე კი რუსთაველის თეატრში 350-მდე თანამშრომელია.

- დიდი მადლობა დრო რომ დამითმეთ! კიდევ ერთხელ გილოცავთ ბედობას, მრავალს დაესწარით!

სოსო ლაღიძე: მადლობა თქვენ ! მინდა მთლიან საქართველოს  მივულოცო დამდგარი შობა-ახალი წელი და ვუსურვო , რომ ეს წელი ყოფილიყოს ყველასათვის სიხარულის, ბედნიერების, სიყვარულის მომტანი! ძალიან გვიყვარხართ ყველა!

დავით პაპუაშვილი: მეც შევუერთდები ბატონ სოსოს და საქართველოს მივულოცავ შობა-ახალ წელს! იხარეთ და იბედნიერეთ თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად! სულით და გულით გილოცავთ! მიყვარხართ!


                                              ქრისტიანნა გრიგორიანი


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები