ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიორგი სვანაძე
ჟანრი: პოეზია
3 მაისი, 2010


რწმენა

რწმენა გვქონდა და თითქმის წაიქცა,

გული გვქონდა და სისხლად ჩაიქცა!

ხალხი გვყავდა და ყველა გაიქცა,

ენა გვქონდა და ნეტავ რად იქცა?

ძმად ვიგულეთ და ხმალი ჩაგვასო,

უთქვამს–„ სიცოცხლე არ სურს ამასო!„

მეგობრად გვყავდა ჩაგვაკლა ხევში,

/–ან რად ჩაუგდეთ იღბალი ხელში?/

სატრფო ვინატრეთ – ცრემლი გვადინა,

/ნეტავ დედამაც რად გაგვაჩინა?/

ვინღა ვიგულოთ, სად ვპოვოთ შვება,

/ხედავთ! – ცხოვრება დღეს რას გვიშვება?/

მაგრამ სულ ასე როდი იქნება!

/ყველა ღერღილად არ დაიფქვება!/

აგვიყვავდება იმედი ისევ,

გული გვექცევა მყისი და ქვისებრ!

ძმებსაც შერცხვებათ – ძმების ღალატი,

დაიბადება ასი ტალანტი, არა ათასი, ასი ათასი

და ღვინით სავსეც გვექნება თასი!

ამ თასით ხელში მშვიდობას ვიტყვით

და ჩვენს სიყვარულს – ბავშვებს დავითვლით!

ეს ყოველივე იქნება მალე,

მზე ამოვა და გაქრება ღამე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ ცისკაძე ვულოცავთ დაბადების დღეს