ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თეა თაბაგარი
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2010


არაფერი

ერთფეროვნება კედლებს მიღმა,
გაუცხოება სულის შიგნით,
გაურკვევლობის ირგებს ნიღბებს
უარყოფილი სუიციდი.
ცაზე მთვარეა მიხატული,
სკდება ხის ქერქი გვალვისაგან,
ყველა შეგრძნებას იქართულებ,
რომ უფრო მეტად დაისაჯო.
დგახარ წამების გასაყართან
გახევებული, ფერშეცვლილი,
ძველი ლექსები გადაყარე,
რადგან, იცოდი, ვერ შეცვლიდი.
და რეალობას გაეპარე,
გზაჯვარედინი გადაჭერი,
(მარტოობასთან პაემანი)
არაფერია, არაფერი...

ერთფეროვნება კედლებს მიღმა,
გაუცხოება - სულის შიგნით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები