ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეშნი1
ჟანრი: პოეზია
14 მაისი, 2010


რა ვარ

ამყაყებულ გუბედ მექცა სული
და ჭაობში ჩაძირული ქვა ვარ,
მდის არყის და სიგარეტის სუნი,
აბა მიტხარ ამის შემდეგ რა ვარ.

უშენობამ გამძარცვა და დამცა,
გადამრეცხა ცრემლის ნაკადულმა,
ქუჩა-ქუჩა დავყიალობ ლოთი
აბა მითხარ ამის შემდეგ რა ვარ

უსუსური ვითარც ვერხვის ტოტი,
ვცახცახებ და მოგონებებს ვმარხავ,
მეშინია ქარიშხლის და თოვლის,
აბა მითხარ ამის შემდეგ რა ვარ.

ფიქრთა გორა გაიყოლა ელვამ
აღარც ნატვრა და ოცნება დამრჩა,
დავლასლასებ ვით ბეხრეკი ძაღლი,
აბა მითხარ ამის შემდეგ რა ვარ.

შენი წასვლით ჩამიკალი სული
სხვა რა დამრჩა მოგონების გარდა,
ამყაყებულ გუბედ მექცა სული
აბა მითხარ ამის შემდეგ რა ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები