ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
17 მაისი, 2010


ბეთანიაში

მთამ გზა ჩაძირა სადღაც ქვევით, როცა წვალებით
და მერე ეს დღე, სხვა დღეს გავდა ისე ძალიან...
ჩვენ, პოეტები, თმაგაშლილი  ამორძალები.
შორს კი სურვილი, ოცნებები  და  ბეთანია.

ცას დაეკიდა გულისპირზე მთვარე ნიკაპით.
ტყე დუმდა, მაგრამ დარდს ჩიოდა ხეზე გუგული.
ჩვენ ერთად ყოფნით ერთმანეთის ჭაპანს ვზიდავდით
და ერთნაირი ფასი ჰქონდა ალალ- მოგონილს.

შვინდმა გამომდო მერე ღაწვზე თითქოს კლანჭი და
სასმელთან ერთად აგვიფაკლა ცეცხლმა ლოყები...
იმ მწვადის შეწვას ბარემ სამი კაცი დაჭირდა,
ჩვენ კიდევ ერთი ძვლივს "გვყოფნიდა გამოზოგებით."

და აგიჟებდნენ აწყვეტილი ამორძალები,
უსიერ ტყეში დაყუდებულ ღამეს მთვარიანს.
შუქმა იკმარა ვარსკვლავები ჩვენი თვალების,
იყო: ტყე, ღამე,  პოეტები და ბეთანია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები