ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელენე ლორია
ჟანრი: პროზა
19 მაისი, 2010


სიყვარული

    წვიმს, ისე წვიმს აი დიდი სიამოვნებით გარეთ რომ გავარდებოდა კაცი, ხელებგაშლილი ბევრჯერ დაბზრიალდებოდა და ფრიალა,წითელი კაბა ტანზე შემოეკვრებოდა სისველისგან.
    ადამიანები ცდილობენ მოლაპლაპე გუბეებში მზის დანახვას, იმ მზის,რომელიც ცამ გადაყლაპა. უცნაურია როგორ ჩაეტია ცას თავის მუცელში ამხელა მზე, იქნებ არცაა უცნაური ?! მოახერხა როგორღაც და ჩაიტია. მაგრამ მზე ისეთი მხურვალეა ალბათ მალე გაუდნობს ცას მუცელს და თავის ადგილზე დაგორდება და ააპრიალებს ცხვრებიან მდელოსთან რომაა იმ ტბას. ცხვრების მწყემსი,არცისე პატარა ბიჭი სულაც არ გავს სალამურას. ალბათ სულ სხვადასხვანაირი არცისე პატარა ბიჭები მწყევსავენ სხვადასხვა ცხვრებს. და აი ეს უკანასკნელი გაწვება აპრიალებული ტბის გვერდით მდელო რომაა იქ და ცას მიშტერებია, ცას, რომელიც, ხან ლურჯია , ხან ვარდისფერი, ხან ყველა ფერი ერთად და ეს ყველა ფერი ცის ფერია . და ვერ ვხვდები მაინცდამაინც ლურჯს რატომ ეძახიან ცის ფერს, როცა ცა მრავალფერია. ლურჯი ლურჯია, ღია და მუქი და ხანდახან ცისფერიც. ისე კი როცა წვიმს ცა ცის ფერი სულაც არ არის ხოლმე. ღრუბლისფერია. ღრუბლისფერი უცნაური ფერია,მაგრამ არაუშავს.
    ხოდა მას, ვისაც მოუნდება გარეთ ბზრიალი წითელ კაბაში, როცა გამოვა მზე,მის კაბასაც გააშრობს და ააფრიალებს ძველებურად,როგორც წვიმამდე. და გაუხარდება, მაგრამ რა ეს მე არ ვიცი... ისევე როგორც არ ვიცი , რა გამიხარდება მე სანამ ღრუბლისფერია ცა, რომ მაგრად ჩაგკიდებ ხელს და ფართო ცაში ავფრთხიალდებით მარტო ჩვენ ორნი და სხვა არავინ.
    წვიმს,წვიმს ისე,როგორც ჯერ არასდროს უწვიმია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები