ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
13 ივლისი, 2010


სიმღერათა სალამი (ეს ლექსი აგებულია ქართული ხალხური სიმღერების მიხედვით)

კახეთმა გითხრა ჩაკრულო,
გურიამ კრიმანჭულიო,
აჭარა ხორუმს დაგიკრავს,
ნანამ შემიძრა სულიო.

ქართლმა შავლეგო მოგგვარა,
თეთრ ცხენზე შავი ნაბდითა,
შინმოუსვლელის დარდით და,
გადამტვრეული ვადითა.

შენ ბიჭო ხიზამბარელო,
ატენის ღვინით ნაზარდო,
ვეფხის და მოყმის ამბავზე,
მსურს მეც შვილები გავზარდო.

ფხოვეთის უღელტეხილნო,
მუცო, არდოტო, ხახაბო,
ჯვარი წინით და ზუზუნით,
მსურს რომ აისი გახაროთ.

სულეთის ღმერთი დაგტირით,
ასპინძის ბრძოლის დევგმირებს,
ნათლისცემელის პატივი,
ლომის მოკლულსაც აღვიძებს.

მშვიდობა და შვიდკაცაა,
გურულების საპატიჟი,
შავი შაშვი სადღეგრძელოდ,
ბახმაროზე გასაგიჟი.

ვახტანგურად, ზარი რეკავს,
ადილ-ფაშას, მაყვრულ ზარზე,
ვარდს კოკორი გაეფურჩქნა,
დავდნი შემოქმედურაზე.

ფირალების მხარეს გვაცნობს,
თვით სისონა დარჩიაო,
სამი ძმანი გურულების,
ყანის დარი ლაჩნიაო.

უწინარეს ხასანბეგურს,
ზეცას ვჩუქნით გურულები,
მისდევს მელა ლომს ყანაში,
ვმღერით როგორც ბულბულები.

თამარიონს წინ იძახის,
ლილეს ზრდილი, ბრგე თვით სვანი,
ირინოლას ჩააქარგავს,
ვორგილი ძგერს, სვან ფერხული.

შამარერა, ლაჟგვაშია,
ვიცბილ-მაცბილ და იავო,
სვანურ ნანას გიგალობებთ,
მგზავრული და ცის ირაო.

მირანგულა, მარინოლა,
რიჰო, ყინსავ ყიფიანე,
ქვერწილი და დალა კოჯა,
მელოდია ვითარც ჩანგზე,
დაგიტკბობენ ყურთა სმენას,
სივაჟკაცით და სინაზით,
ლილე, ლემჩელ, კოჯრე მახვში,
სულს გაგებებს, მთების ხალხში.

აქაური მგზავრული და,
ცხენოსნურის ჯადო-კვერთხი,
საყვარელო, ნანას ეშხით,
გაჯადოებს იმერეთი.

გიდელი და აგიდელი,
ბებიასგან ნაზად თქმული,
შუკა შუკა, ჩარი რამა,
ყანურ მრავალმჟამიერი.

ალილოზე ჭონას გეტყვის,
ალათასა ბალათასა,
ელენე კი ხმას შეაშველს,
მაყრულს გეტყვის ბარაქასა.

თვით მაისის ბულბულივით,
პატარა და საყვარელო,
წმინდაო ღმერთო, სულ ვინახე,
ბებიელას სადღეგრძელო.

აჭარული განდგანა,
ხორუმი და ეს ხინწკალი,
გაგაოცებს, თან გაოგნებს,
სულს მოხვდება ვით წამალი.

ნაი-ნაი, ორიდელა,
საცეკვარი, ნარდანინა,
დილის ნადურს ეცილება,
ვოისა და ჰანგთა ბინა.

დადიანის მოძახილით,
გესალმება სამეგრელო,
ვეენგერა მარულათი,
ქედს მოგიხრი საქართველო.

მაგლონია ცისფრად ელავს,
აშო ჩელა სულს დაგიტკბობს,
ნანინა ხომ გალობაა,
ბოროტსაც რომ სულს გაგილღობს.

ესე კუჩხი ბედინერი,
თქვენ დაგილოცავთ თეშ იღბალით,
ჰარირაო, ოდოია,
ოღონდაც კი ჯგირ იყავით.

ფერხულშია ართი ვარდი,
ცეკვავს ია პატონეფი,
მარულაა გამართული,
დღე იქნება ბედინერი.

აფხაზური აღარ ესმით,
მურზაყანის მიწის შვილებს,
შარათინი, აჭარპანი,
ვეღარ გვატკბობს ძმებს და შვილებს.

სიმღერაა ეს დაჭრილის,
არწივისა ყორნის მთაზე,
კვლავაც მოვა ჟამი ძმობის,
შარათინის, ჩვენს შავ ზღვაზე.

რაჭველების საცეკვაო,
ორიდილი, ჟუჟუნაო,
ქორქილი და შრუშანიკო,
ვერ გავიგეთ რაშოვდაო.
 
წერეთელის დანაბარებს,
დღემდე შიფრავს მთის მაყრული,
ბავშვის შესაშინებელს ცვლის,
საქორწილო დღის ფანდური.

კახურ მრავალმჟამიერზე,
ძალას იკრებს ღვთის ჩაკრულო,
ხოხბის ყელით ლამაზია,
წინწყარო და სახუმარო.

კალოსპირულს, ურმული სდევს,
ზამთარსა კი გაზაფხული,
ალილოზე საჭიდაოდ,
გამოიხმობს თან სუფრული.

შავი კაკაბი განგმირეს,
გაფრინდი შავო მერცხალო,
გენაცვა შავო კამეჩო,
შენ შემოგევლე ალილო.

ხარებამ უთხრა გოგიას,
რამხელა გული გქონია,
ვისაც რა უნდა იფიქროს,
მაგრამ ერბო კი ქონია?!

შენ შემოგევლე იბერო,
კახური მიწის მადლითა,
ირმების გადმოსახედით,
ვაზის ნაჟურის თასითა.

ოთხითა ამაღლებითა,
გფარავდეთ – “შენ ხარ ვენახო”,
მრავალმჟამიერ ქართველნო და
ტანი შენს გულს შემახოს!






კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები