 | ავტორი: gugua ჟანრი: პროზა 28 მაისი, 2010 |
2010 წლის 26 მაისს, დილის 9 საათზე, მეტრო „ისანის“ მიმდებარედ შევხვდი ჩემს მეგობრებს: აქბარ მოყადასს (სპარსული, ქართული – ირანი, ყუმი), ჯანგირ სოლტანის (სპარსული, ინგლისური – ირანი, ფერეიდანი) და ნიაზ ამირხანოვს (აზერბაიჯანული, რუსული – საქართველო, მარნეული) და გეზი კახეთისკენ ავიღეთ. მათ დიდი ხანია აინტერესებდათ კახეთის, განსაკუთრებით კი სიღნაღის ნახვა, ამიტომ ასეთი მარშრუტი ავირჩიეთ: თბილისი – საგარეჯო – მაღარო – ბოდბე – სიღნაღი – წნორი – თბილისი. უახლოეს მომავალში კი მარტყოფში დავთქვით წასვლა, რადგან აქბარ მოყადასის მოგვარეები (ზუბიტაშვილები) ძირითადად იქ ცხოვრობენ. მიუხედავად ენობრივი ბარიერისა, გაირკვა რომ ჯანგირ სოლტანი ალავერდი-ხან უნდილაძის ბიძაშვილის – ასლანიშვილის შთამომავალი ყოფილა, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია ფერეიდანში, მის ოჯახში ინახება და შემდეგ ჩამოსვლაზე ჩამოტანას დამპირდა. მე კი ვუთხარი, რომ ერთ-ერთი ვერსიით საქართველოში მცხოვრები ალავერდაშვილები შაჰ-აბასის ბრძანებით ალავერდი-ხან უნდილაძის დასჯის შემდეგ ირანიდან გამოქცეული ახლო ნათესავების შთამომავალნი ვართ-თქო. ამ სიტყვების შემდეგ კი საერთოდ მოიხსნა ყოველგვარი ენობრივი ბარიერი და უკვე გულების ენით ვსაუბრობდით. მაღაროში მოვინახულეთ დიდი სამამულო ომის პერიოდში პირველი ტრაქტორისტი ქალის, ელენე ნატროშვილის ტრაქტორი, რომელიც სოფლის შესასვლელში დგას. იქვე ახლოს მაღაროელები ნარდს თამაშობდნენ. როცა გაიგეს რომ ჩემი სტუმრები ირანელი ქართველები იყვნენ, გამოელაპარაკნენ და მერე ნარდიც კი ითამაშეს. სიღნაღში მოვინახულეთ დიდ სამამულო ომში დაღუპულ და დაკარგულ ჯარისკაცთა მემორიალური დაფა, სადაც გვარები სიღნაღის რაიონის სოფლების მიხედვით არის აღნიშნული. წნორის დაფასთან სამახსოვრო სურათებიც გადავიღეთ, სადაც ჩემი ბიძების: ვიქტორ და გიორგი ალავერდაშვილების და ვასილ ბაგალიშვილის გვარები ეწერა... სამწუხაროდ იმ დღეს არც ერთი მუზეუმი ღია არ იყო, რის გამოც ვერ მოხერხდა სტუმრებისათვის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში 4400 წლის „ოქროს ლომის“ მცირე ქანდაკება მეჩვენებინა. მხოლოდ ქუჩებში გავისეირნეთ, გალავანი დავათვალიერეთ, დავსტკბით ალაზნის ველის ბრწყინვალე ხედებით და შემდეგ წნორისაკენ დავეშვით, სადაც ჩემი მშობლიური ქალაქი, სახლ-კარი და დედა უნდა გვენახა. თბილისში რომ ვბრუნდებოდით ჯანგირ სოლტანიმ მანქანა გაგვაჩერებინა და გზასთან ახლოს მყოფ ვენახში მოისურვა გადასვლა. ფერეიდანში ვაზი მიწაზეა გაფენილი და ახლოდან მინდოდა მენახა ასე ამაყად როგორ დგანანო. ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ...
www.fereidani.ge ქვეთავი 163 – „გულებით საუბარი კახეთში“
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ... რა მადლიანად წერთ! ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ... რა მადლიანად წერთ!
22. თბილისში რომ ვბრუნდებოდით ჯანგირ სოლტანიმ მანქანა გაგვაჩერებინა და გზასთან ახლოს მყოფ ვენახში მოისურვა გადასვლა. ფერეიდანში ვაზი მიწაზეა გაფენილი და ახლოდან მინდოდა მენახა ასე ამაყად როგორ დგანანო. ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ...
როგორ მომწონს თქვენი ნაწერები, გულიანი ნაწერები, გულით წერთ, გუგუა, გულით წერთ და იოლად მიდის გულამდე იმიტომ, გაიხარეთ. თბილისში რომ ვბრუნდებოდით ჯანგირ სოლტანიმ მანქანა გაგვაჩერებინა და გზასთან ახლოს მყოფ ვენახში მოისურვა გადასვლა. ფერეიდანში ვაზი მიწაზეა გაფენილი და ახლოდან მინდოდა მენახა ასე ამაყად როგორ დგანანო. ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ...
როგორ მომწონს თქვენი ნაწერები, გულიანი ნაწერები, გულით წერთ, გუგუა, გულით წერთ და იოლად მიდის გულამდე იმიტომ, გაიხარეთ.
21. გუგუა, სულის სიმებს მითრთოლებ ყოველთვის. გუგუა, სულის სიმებს მითრთოლებ ყოველთვის.
20. გუგუაუუ, აბა რად ქვია ამ ნაწარმოებს "გულებით საუბარი"?... და კახეთში იქნება ეს, გურიაში თუ სამეგრელოში, გული გულს ყოველთვის სცნობს!
ჰო, "სული სულ ეძებს, სული სულს ეძებს..." და მერე გულები ალაპარაკდებიან-ხოლმე! ეს ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, სანამ დედამიწა ბრუნავს! :))))))))
გუგუაუუ, აბა რად ქვია ამ ნაწარმოებს "გულებით საუბარი"?... და კახეთში იქნება ეს, გურიაში თუ სამეგრელოში, გული გულს ყოველთვის სცნობს!
ჰო, "სული სულ ეძებს, სული სულს ეძებს..." და მერე გულები ალაპარაკდებიან-ხოლმე! ეს ყოველთვის ასე იყო, ასე არის და ასე იქნება, სანამ დედამიწა ბრუნავს! :))))))))
19. მიწა-წყალო! ადრეც გითხარი და ახლა კიდევ გიმეორებ: ჩემს გულში ზიხარ? ან იმ დროს იქ ხომ არ იყავი და სურათებს მაშინ ხომ არ იღებდი? ზუსტად ეგ გზა გავიარეთ, კარაპეტას დაღმართიც ვაჩვენე სტუმრებს, აქედან თუ დავეშვებით ფეხით სულ გორიალ-გორიალით წნორში აღმოვჩნდებით-თქო :) მიწა-წყალო! ადრეც გითხარი და ახლა კიდევ გიმეორებ: ჩემს გულში ზიხარ? ან იმ დროს იქ ხომ არ იყავი და სურათებს მაშინ ხომ არ იღებდი? ზუსტად ეგ გზა გავიარეთ, კარაპეტას დაღმართიც ვაჩვენე სტუმრებს, აქედან თუ დავეშვებით ფეხით სულ გორიალ-გორიალით წნორში აღმოვჩნდებით-თქო :)
18. აი, რამდენი სურათი მოგიტანე! სულ შენი იყოს და შენი ფერეიდანი.გე-სი... :) ძალიან ალალი გული გაქვს და ამ სიალალისთვის მიყვარხარ ასე! :))))))) 5 აი, რამდენი სურათი მოგიტანე! სულ შენი იყოს და შენი ფერეიდანი.გე-სი... :) ძალიან ალალი გული გაქვს და ამ სიალალისთვის მიყვარხარ ასე! :))))))) 5
17. დაისო, ერთი დაგანახვა როგორ გავიჯგიმე ამის წამკითხველი, ნამდვილად არ ვიცოდი, დიდი მადლობა და თუ თანახმა იქნებით საიტშიც გადავიტან ამ ნაღდ სიტყვებს! რაც შეეხება სიღნაღს, მისი თარგმნა არცერთ ენაზე არ დამჭირვებია, რადგან თვითონვე "მომითარგმეს" როცა ვუთხარი რომ სიღნაღის სანახავად უნდა წავიდეთ-თქო! წინასწარ კი ბოდიში მოვუხადე, რადგან იმ სიღნაღს ვეღარ ვაჩვენებდი, რაც მე მიყვარდა და მართლა სიღნაღი იყო, ახლა საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გონჯი მზეთუნახავია მხოლოდ... სამაგიეროდ ციხე-გალავნის ის ადგილები ვაჩვენე, სადაც შემოსევების დროს ციხე-გალავანში შეყუჟული კახელობა თავიანთი ადგილ-მამულების დარბევას და გაოხრებას უყურებდნენ, შემოსევების დამთავრების შემდეგ კი კედლების ძირში დაგროვებულ ტყვია-წამალს ლაფატკებით იღებდნენ და დაბლა ხევში ყრიდნენ! ვთხოვე რომ ამ კედლებს ხელებით შეხებოდნენ... დაისო, ერთი დაგანახვა როგორ გავიჯგიმე ამის წამკითხველი, ნამდვილად არ ვიცოდი, დიდი მადლობა და თუ თანახმა იქნებით საიტშიც გადავიტან ამ ნაღდ სიტყვებს! რაც შეეხება სიღნაღს, მისი თარგმნა არცერთ ენაზე არ დამჭირვებია, რადგან თვითონვე "მომითარგმეს" როცა ვუთხარი რომ სიღნაღის სანახავად უნდა წავიდეთ-თქო! წინასწარ კი ბოდიში მოვუხადე, რადგან იმ სიღნაღს ვეღარ ვაჩვენებდი, რაც მე მიყვარდა და მართლა სიღნაღი იყო, ახლა საპატარძლო კაბაში გამოწყობილი გონჯი მზეთუნახავია მხოლოდ... სამაგიეროდ ციხე-გალავნის ის ადგილები ვაჩვენე, სადაც შემოსევების დროს ციხე-გალავანში შეყუჟული კახელობა თავიანთი ადგილ-მამულების დარბევას და გაოხრებას უყურებდნენ, შემოსევების დამთავრების შემდეგ კი კედლების ძირში დაგროვებულ ტყვია-წამალს ლაფატკებით იღებდნენ და დაბლა ხევში ყრიდნენ! ვთხოვე რომ ამ კედლებს ხელებით შეხებოდნენ...
16. საომრად რომ მიდიოდნენ კახელები, ჩურჩხელები მიჰქონდათ, ფერეიდნელ ქართველებს კი მოხალული ხორბლის მარცვლები... იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ ყველაფერს ვერ დაწერ კაცი...
ძალაინ საინტერესო დეტალს შეეხეთ, ჩურჩხელასთან და მოხალულ ხორბალთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფერეიდნელი ქართველები, ძირითადად აღმოსავლეთ საქართვლოდან, ქართლ-კახეთიდან არიან წარმოშობილი. (სამწუხაროდ, ეს ბედი ხვდა ისტორიულად ამ კუთხეების მოსახლეობას XVII საუკუნეში). ქიზიყური წარმოშობის ლეგენდა-გადმოცემა გამახსენდა, სავარაუდოდ, აქედან უნდა იღებდეს სათავეს, მოხალული ხორბალი, როგორც გამარჯვების სიმობოლო. ამ უბატონო ქიზიყში, დაახლოებით შუა საუკუნეებში, ირანელ დამპყრობთა წინამორბედს, (ზუსტად არ მახსოვს, ან ხვარაზმელებს, ან მონღოლებს) საკუთარი წარმომადგენელი დაუნიშნავთ მმართველად და ქიზიყელებისთვის ბეგარის გადახდა დაუვალებიათ. ქიზიყელები გამწარებულან, ესენი ვინ არიან, ქართველი მეფის გარდა, არავის ვემორჩილებით და როგორ გვიბედავენ დამუნათებასო. შინაგანი ბუნებით ლაღ და გონიერ ქიზიყელებს, გაზაფხულზე ხორბალი მოუხალავთ და ისე დაუთესიათ, საიდანაც წესით უცხოტომელ "მმართველს" გადასახადი უნდა აეკრიფა. შემოდგომამადე, ბუნებრივია, მოხალული ხორბლიდან მოსავალი არ მოვიდა და ქიზიყელებმა საკუთარი მიწის "უნაყოფობას" დააბრალეს...იგივე განმეორდა, მეორე სეზონზეც, მესამეზეც... გაოცებულა მტერი, რა მოუსავლიანობა სჭირთ ამ უბედურებს, დანარჩენმა კახეთმა გაგავამდიდრაო, თავი დაუნებებიათ ქიზიყელებისთვის და "უბარაქო" მიწიდან თავიანთი წარმომადგენელი გაუწვევიათ. ფულის შოვნის მოტივით, ამის შემდეგ, ქიზიყელები არავის შეუწუხებია, თუმცა სამშობლოს და საკუთარი მისიწის დასაცავად, ყველა ბრძოლაში, გამორჩეულები იყვნენ ამ ერთი ციდა მიწის ქართველები...ბოლოსდაბოლოს, სახელწოდება "სიღნაღიც" სპარსული წარმოშობისაა და აუღებელ ციხე-ქალაქს ნიშნავს :) :) :) საომრად რომ მიდიოდნენ კახელები, ჩურჩხელები მიჰქონდათ, ფერეიდნელ ქართველებს კი მოხალული ხორბლის მარცვლები... იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ ყველაფერს ვერ დაწერ კაცი...
ძალაინ საინტერესო დეტალს შეეხეთ, ჩურჩხელასთან და მოხალულ ხორბალთან დაკავშირებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფერეიდნელი ქართველები, ძირითადად აღმოსავლეთ საქართვლოდან, ქართლ-კახეთიდან არიან წარმოშობილი. (სამწუხაროდ, ეს ბედი ხვდა ისტორიულად ამ კუთხეების მოსახლეობას XVII საუკუნეში). ქიზიყური წარმოშობის ლეგენდა-გადმოცემა გამახსენდა, სავარაუდოდ, აქედან უნდა იღებდეს სათავეს, მოხალული ხორბალი, როგორც გამარჯვების სიმობოლო. ამ უბატონო ქიზიყში, დაახლოებით შუა საუკუნეებში, ირანელ დამპყრობთა წინამორბედს, (ზუსტად არ მახსოვს, ან ხვარაზმელებს, ან მონღოლებს) საკუთარი წარმომადგენელი დაუნიშნავთ მმართველად და ქიზიყელებისთვის ბეგარის გადახდა დაუვალებიათ. ქიზიყელები გამწარებულან, ესენი ვინ არიან, ქართველი მეფის გარდა, არავის ვემორჩილებით და როგორ გვიბედავენ დამუნათებასო. შინაგანი ბუნებით ლაღ და გონიერ ქიზიყელებს, გაზაფხულზე ხორბალი მოუხალავთ და ისე დაუთესიათ, საიდანაც წესით უცხოტომელ "მმართველს" გადასახადი უნდა აეკრიფა. შემოდგომამადე, ბუნებრივია, მოხალული ხორბლიდან მოსავალი არ მოვიდა და ქიზიყელებმა საკუთარი მიწის "უნაყოფობას" დააბრალეს...იგივე განმეორდა, მეორე სეზონზეც, მესამეზეც... გაოცებულა მტერი, რა მოუსავლიანობა სჭირთ ამ უბედურებს, დანარჩენმა კახეთმა გაგავამდიდრაო, თავი დაუნებებიათ ქიზიყელებისთვის და "უბარაქო" მიწიდან თავიანთი წარმომადგენელი გაუწვევიათ. ფულის შოვნის მოტივით, ამის შემდეგ, ქიზიყელები არავის შეუწუხებია, თუმცა სამშობლოს და საკუთარი მისიწის დასაცავად, ყველა ბრძოლაში, გამორჩეულები იყვნენ ამ ერთი ციდა მიწის ქართველები...ბოლოსდაბოლოს, სახელწოდება "სიღნაღიც" სპარსული წარმოშობისაა და აუღებელ ციხე-ქალაქს ნიშნავს :) :) :)
15. ოხ,ეს ქიზიყელები:)
კარგი ხალხია,კარგი:)
ოხ,ეს ქიზიყელები:)
კარგი ხალხია,კარგი:)
14. "ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ..." ჯიში და სისხლის ყივილი! რომ გენახათ რა ინტერესით ათვალიერებდნენ საგარეჯოში საწნახელს ან ქართულ ეროვნული ტანსაცმლის ნიმუშებს.. ჩურჩხელა კი მართლაც აღმოჩენა იყო მათთვის! საომრად რომ მიდიოდნენ კახელები, ჩურჩხელები მიჰქონდათ, ფერეიდნელ ქართველებს კი მოხალული ხორბლის მარცვლები... იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ ყველაფერს ვერ დაწერ კაცი... სწორედ სისხლის ყივილმა გადაიყვანა სოლტანი გზისპირა ვენახებში... "ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ..." ჯიში და სისხლის ყივილი! რომ გენახათ რა ინტერესით ათვალიერებდნენ საგარეჯოში საწნახელს ან ქართულ ეროვნული ტანსაცმლის ნიმუშებს.. ჩურჩხელა კი მართლაც აღმოჩენა იყო მათთვის! საომრად რომ მიდიოდნენ კახელები, ჩურჩხელები მიჰქონდათ, ფერეიდნელ ქართველებს კი მოხალული ხორბლის მარცვლები... იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ ყველაფერს ვერ დაწერ კაცი... სწორედ სისხლის ყივილმა გადაიყვანა სოლტანი გზისპირა ვენახებში...
13. მართლაც გულით ნაწერია...და მაგარი ადამიანი ბრძანდებით... მართლაც გულით ნაწერია...და მაგარი ადამიანი ბრძანდებით...
12. ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ...
რა თბილი ნაწერია....... :) ჩემს წინ ჩვეულებრივი კახელები იდგნენ...
რა თბილი ნაწერია....... :)
11. საინტერესოა ძალიან და გულიანიც :)
საინტერესოა ძალიან და გულიანიც :)
10. კარგ ქართველს, საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და, რაც მთავარია, ქართველებზე შეყვარებულ პატრიოტს, სანდომიან პიროვნებას ჩემი გულთბილი მოკითხვა და პატივისცემა!
თქვენს "ფერეიდანს" ხშირად ვათვალიერებ, ისევე როგორც ბევრი სხვა. მადლობა ქართული საქმის მოკრძალებული კეთებისათვის. :) კარგ ქართველს, საქართველოს ისტორიაზე, კულტურაზე და, რაც მთავარია, ქართველებზე შეყვარებულ პატრიოტს, სანდომიან პიროვნებას ჩემი გულთბილი მოკითხვა და პატივისცემა!
თქვენს "ფერეიდანს" ხშირად ვათვალიერებ, ისევე როგორც ბევრი სხვა. მადლობა ქართული საქმის მოკრძალებული კეთებისათვის. :)
9. ვენაცვალე ყველა "გულებით მოსაუბრეს!" მე თუ მკითხავთ, ენა არც არის საჭირო, თუკი საერთო გენი და სისხლია ადამიანებში. უსიტყვოდაც ხომ გასაგები ხდება მათთვის ყველაფერი.
რაც შეეხება ქიზიყელს. ქიზიყელი - კახელია კვადრატში! :D და ჩემი მათდამი სიყვარული კიდევ - კუბში მყავს აყვანილი!
გაიხარეთ! როგორ მომინდა მეც თითოეული მათგანის გაცნობა. ისინი ხომ ჩვენი შორეული ახლობლები არიან! ვენაცვალე ყველა "გულებით მოსაუბრეს!" მე თუ მკითხავთ, ენა არც არის საჭირო, თუკი საერთო გენი და სისხლია ადამიანებში. უსიტყვოდაც ხომ გასაგები ხდება მათთვის ყველაფერი.
რაც შეეხება ქიზიყელს. ქიზიყელი - კახელია კვადრატში! :D და ჩემი მათდამი სიყვარული კიდევ - კუბში მყავს აყვანილი!
გაიხარეთ! როგორ მომინდა მეც თითოეული მათგანის გაცნობა. ისინი ხომ ჩვენი შორეული ახლობლები არიან!
8. ვაჰ, ქიზიყელი ვარ დავსვამდი ამ შეკითხვას აბა, რას ვიზამდი? მე ფოტოების გარეშეც ვიცი ბევრი რამ. ბოლოსდაბოლოს ქიზიყელებს ხომ არაფერი გვაქვს სამტკიცებელი და თავი სხვემბა შეიწუხონ მის გარკვევით ქიზიყელი კახელია, კახელის კახელია, თუ რა ფენომენია საერთოდ :) :) :) ვაჰ, ქიზიყელი ვარ დავსვამდი ამ შეკითხვას აბა, რას ვიზამდი? მე ფოტოების გარეშეც ვიცი ბევრი რამ. ბოლოსდაბოლოს ქიზიყელებს ხომ არაფერი გვაქვს სამტკიცებელი და თავი სხვემბა შეიწუხონ მის გარკვევით ქიზიყელი კახელია, კახელის კახელია, თუ რა ფენომენია საერთოდ :) :) :)
7. ვააახ, ეს რა საშარო კითხვა დამისვი დაისო! ქიზიყი კახეთია აბა რაა? ქიზიყელებს ბატონი არ გვყოლია და ამითი ვამაყობთ! რა თქმა უნდა კახელობითაც ვამაყობთ! მარტო იმისი ღარღლი ჩამრჩა გულში რომ ერთი წვეთი ღვინო ვერ დავალევინე... ალბათ მიხვდებით... რაც წნორში, ჩემს ეზოში ხალიჩაზე ხდებოდა... მთელი მეზობლობა ჭიშკრის იქედან ქოთქოთობდა... (ჩემს მოპირდაპირედ საუბნო ჭყაროს წყალია და ხალხი მოძრაობს) ვერც მაგ ამბავს და ვერც სიღნაღის ამბავს ვერსად ვერ დავწერდი, უბრალოდ ფოტოებით უნდა მიხვდეთ... ვააახ, ეს რა საშარო კითხვა დამისვი დაისო! ქიზიყი კახეთია აბა რაა? ქიზიყელებს ბატონი არ გვყოლია და ამითი ვამაყობთ! რა თქმა უნდა კახელობითაც ვამაყობთ! მარტო იმისი ღარღლი ჩამრჩა გულში რომ ერთი წვეთი ღვინო ვერ დავალევინე... ალბათ მიხვდებით... რაც წნორში, ჩემს ეზოში ხალიჩაზე ხდებოდა... მთელი მეზობლობა ჭიშკრის იქედან ქოთქოთობდა... (ჩემს მოპირდაპირედ საუბნო ჭყაროს წყალია და ხალხი მოძრაობს) ვერც მაგ ამბავს და ვერც სიღნაღის ამბავს ვერსად ვერ დავწერდი, უბრალოდ ფოტოებით უნდა მიხვდეთ...
6. მათ დიდი ხანია აინტერესებდათ კახეთის, განსაკუთრებით კი სიღნაღის ნახვა
კახელებს რომ გულებით საუბრის ნიჭი აქვთ დამადლებული, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ სიღნაღელებს რომ კახელებად მოიხსენიებთ (და არა ქიზიყელებად) არ გეშინიათ? :) :) :) მათ დიდი ხანია აინტერესებდათ კახეთის, განსაკუთრებით კი სიღნაღის ნახვა
კახელებს რომ გულებით საუბრის ნიჭი აქვთ დამადლებული, ეს ახალი ამბავი არ არის, მაგრამ სიღნაღელებს რომ კახელებად მოიხსენიებთ (და არა ქიზიყელებად) არ გეშინიათ? :) :) :)
5. პერსონალურად ია-იას! გუშინწინ დამირეკეს ღამის 12-ის ნახევრისკენ, ხვალ კახეთში გვინდა წასვლა და თუ წამოხვალო... მე არ ვიცოდი ასეთი მრავალენოვანი შემადგენლობა თუ იქნებოდა, თორემ შეგეხმიანებოდი. რუსულად მოლაპარაკეს ხომ მაინც შემეღავათებოდი (მგონი ახალი სიტყვა მოვიგონე?)? ტვინი მეღრძო, როდის რა ენაზე მელაპარაკა... პერსონალურად ია-იას! გუშინწინ დამირეკეს ღამის 12-ის ნახევრისკენ, ხვალ კახეთში გვინდა წასვლა და თუ წამოხვალო... მე არ ვიცოდი ასეთი მრავალენოვანი შემადგენლობა თუ იქნებოდა, თორემ შეგეხმიანებოდი. რუსულად მოლაპარაკეს ხომ მაინც შემეღავათებოდი (მგონი ახალი სიტყვა მოვიგონე?)? ტვინი მეღრძო, როდის რა ენაზე მელაპარაკა...
4. მოგესალმებით! სხვათაშორის გუშინ საღამოს მე და ჩემი სტუმრები ვიყავით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში "მაკბეტზე". ძალიან საინტერესო წარმოდგენა ვნახეთ. გადმოვიტან შემდგომ პროგრამას და ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ მიბრძანდეთ (პირველად ვნახე რომ სპექტაკლში ქალის როლსაც მნამაკაცები ასრულებენ, რას იზამ - ირანი, ირანია :)
სპექტაკლში მონაწილეობენ:
ჰესამ მანზური (Hesam Manzour) – მაკბეტი; მაჰმუდ აღაზადე (Mahmoud Aghazadeh) – ლედი მაკბეტი; ბეჰრუზ კაზემი (Behrpuz Kazemi) – ექიმი, გუშაგი, მთხრობელი, კუდიანი; ასღარ პირანი (Asghar Piran) – კუდიანი; მეჰდი მოჰამადი (Mehdi Mohammadi) – კუდიანი, უთავო სხეული;
რეზა სერვატი (Reza Servati) – რეჟისორი; შიმა მირჰამიდი (Shima Mirhamidi) – მხატვარი; ბამდად აფშარი (Bamdad Afshar), რუზბე შაჰგალდი (Rpuzbeh Shahgaldi) – მუსიკა; ნაზიარ ომრანი (Nazyar Omrani), ფარზინ ნობარანი (Farzin Nobarani) – მენეჯერები.
27. 05. 2010 / 18:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 28. 05. 2010 / 18:00 – სამეფო უბნის თეატრი 29. 05. 2010 / 18:00 – ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი 30. 05. 2010 / 19:00 – ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი 01. 06. 2010 / 18:00 – ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი
მოგესალმებით! სხვათაშორის გუშინ საღამოს მე და ჩემი სტუმრები ვიყავით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრში "მაკბეტზე". ძალიან საინტერესო წარმოდგენა ვნახეთ. გადმოვიტან შემდგომ პროგრამას და ვისაც სურვილი აქვს, შეგიძლიათ მიბრძანდეთ (პირველად ვნახე რომ სპექტაკლში ქალის როლსაც მნამაკაცები ასრულებენ, რას იზამ - ირანი, ირანია :)
სპექტაკლში მონაწილეობენ:
ჰესამ მანზური (Hesam Manzour) – მაკბეტი; მაჰმუდ აღაზადე (Mahmoud Aghazadeh) – ლედი მაკბეტი; ბეჰრუზ კაზემი (Behrpuz Kazemi) – ექიმი, გუშაგი, მთხრობელი, კუდიანი; ასღარ პირანი (Asghar Piran) – კუდიანი; მეჰდი მოჰამადი (Mehdi Mohammadi) – კუდიანი, უთავო სხეული;
რეზა სერვატი (Reza Servati) – რეჟისორი; შიმა მირჰამიდი (Shima Mirhamidi) – მხატვარი; ბამდად აფშარი (Bamdad Afshar), რუზბე შაჰგალდი (Rpuzbeh Shahgaldi) – მუსიკა; ნაზიარ ომრანი (Nazyar Omrani), ფარზინ ნობარანი (Farzin Nobarani) – მენეჯერები.
27. 05. 2010 / 18:00 – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრი 28. 05. 2010 / 18:00 – სამეფო უბნის თეატრი 29. 05. 2010 / 18:00 – ფოთის ვ. გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი 30. 05. 2010 / 19:00 – ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო თეატრი 01. 06. 2010 / 18:00 – ჭიათურის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრი
3. როგორც ყოველთვის- საოცრად საინტერესო...გავყევი გიგოს კვალს!:) როგორც ყოველთვის- საოცრად საინტერესო...გავყევი გიგოს კვალს!:)
2. შენ კიდევ ერთი მეგობარი გყავს - ია მშვიდობაძე (ქართული, რუსული-საქართველო, თბილისი) :) და მსგავს მარშუტებში სიამოვნებით ჩაერთვება ხოლმე :-P და არა მარტო მეე!!! :) შენ კიდევ ერთი მეგობარი გყავს - ია მშვიდობაძე (ქართული, რუსული-საქართველო, თბილისი) :) და მსგავს მარშუტებში სიამოვნებით ჩაერთვება ხოლმე :-P და არა მარტო მეე!!! :)
1. აჰა... გიორგი, ბოლოში ქვეთავის ნომერიც დამხვდა. მივდივარ ფერეიდანში და აქ გტოვებ!!! მოგიკითხე გულით!!! გაიხარე შენა!!! აჰა... გიორგი, ბოლოში ქვეთავის ნომერიც დამხვდა. მივდივარ ფერეიდანში და აქ გტოვებ!!! მოგიკითხე გულით!!! გაიხარე შენა!!!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|