 | ავტორი: თენგიზი ჟანრი: პოეზია 30 მაისი, 2010 |
უფულო კაცის დარიგება მომავალ თაობებს
გრძნობის ქარ-ცეცხლსში გახვეულს, ჩირად არ გაგდებს მავანი, კაცად რომ გიცნონ ბიძიკო, ფულის შოვნაა მთავარი.
გაფხეკილ ჯიბის პატრონი არც ცოლს სჭირდები, არც შვილს, გინდ ლომის გული გქონდეს და გინდ ფრთებით ჰგავდე არწივს.
ვირის თავ-ფეხი იყავი, გინდ სულით იყავ ბოზი, ჯიბის საამო ჩხრიალში, ზღვასაც კი შესვამ კოვზით.
პოლიტიკოსებს ეძმე და ბიზნესმენთ უწყვე სუფრა, თუ გინდა ამ მყრალ სოფელზე გადიშლიგინო სუფთად.
აქე და უქე საქმენი, ააფერადე ლიქნით, შენც ზომე წუთისოფელი მათი ზომით და ნიხრით,
საჯდომზე ჰკოცნე "ზეკაცებს", პატარებს ჩასცხე მუჭი, გადაიყარე გულიდან მამულზე ფიქრი ფუჭი,
ჰყიდე სამშობლოს მთა-ბარი, და რასაც მისწვდე ჰყიდე, სხვამ თესოს, შენ კი ეცადე ბარაქიანად მკიდე.
ქონებას თავს რომ მოუყრი, თუ დადგამ სადმე საყდარს, ხელი გამოჰკრა იქნება ინდულგენციას ნაღდსაც,
ჰოდა ეს მძაგე ცხოვრებაც ჩაივლის ბოლო-ბოლო, დროს ტარება და ქეიფი! - აი რა გვრჩება მხოლოდ...
გრძნობის ქარ-ცეცხლსში გახვეულს, ჩირად არ გაგდებს მავანი, კაცად რომ გიცნონ ბიძიკო, ფულის შოვნაა მთავარი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
22. ვისურვებდი ეს ლექსი წაეკითხა ახალგაზრდებს. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგის მოტანას შესძლებდა, განსაკუთრებით იმ პირობებში,როცა ისინი ყოველი დარიგების საწინააღმდეგოდ ილაშქრებენ. (არა იმიტომ,რომ იმიტომ...არამედ ადამიანის ბუნება,ხომ ასეთია.) ვისურვებდი ეს ლექსი წაეკითხა ახალგაზრდებს. ვფიქრობ, ძალიან კარგი შედეგის მოტანას შესძლებდა, განსაკუთრებით იმ პირობებში,როცა ისინი ყოველი დარიგების საწინააღმდეგოდ ილაშქრებენ. (არა იმიტომ,რომ იმიტომ...არამედ ადამიანის ბუნება,ხომ ასეთია.)
21. გრძნობის ქარ-ცეცხლსში გახვეულს, ჩირად არ გაგდებს მავანი, კაცად რომ გიცნონ ბიძიკო, ფულის შოვნაა მთავარი.
სამწუხაროდ რეალობაა გრძნობის ქარ-ცეცხლსში გახვეულს, ჩირად არ გაგდებს მავანი, კაცად რომ გიცნონ ბიძიკო, ფულის შოვნაა მთავარი.
სამწუხაროდ რეალობაა
19. – ნუ წუხარ, ძმაო, სიღატაკე მანკი არ არი, – ასე გვასწავლის ჩვენ, მოკვდავებს, თვითონ მესია. – კი, გეთანხმები, გატყობ, ამბობ გულით ალალით, მანკი არ არი, მაგრამ რაღაც... უარესია.
ალექსეი ილიჩევსკი – ნუ წუხარ, ძმაო, სიღატაკე მანკი არ არი, – ასე გვასწავლის ჩვენ, მოკვდავებს, თვითონ მესია. – კი, გეთანხმები, გატყობ, ამბობ გულით ალალით, მანკი არ არი, მაგრამ რაღაც... უარესია.
ალექსეი ილიჩევსკი
18. ჰოდა სწორადაც ფიქრობ მეგობარო. ჰოდა სწორადაც ფიქრობ მეგობარო.
17. ფული ჯოჯოხეთს ანათებსო,მართალია,მაგრამ კაცობის დასამტკიცებლად კეთილი საქმის გაკეთება უფრო მთავარია, რისი წინაპირობაც ყველა შემთხვევაში ფული არ არის... მე ასე ვფიქრობ... +555 ფული ჯოჯოხეთს ანათებსო,მართალია,მაგრამ კაცობის დასამტკიცებლად კეთილი საქმის გაკეთება უფრო მთავარია, რისი წინაპირობაც ყველა შემთხვევაში ფული არ არის... მე ასე ვფიქრობ... +555
14. გამარჯვება ავტორ-ო. პაოლო იაშვილი, თავის გახუნებულ, მწვანე "პალტოში" საცოდავად გახვეული, ადის თურმე "მწერალთა კავშირის"(ჰქონდათ კომუნისტებს, მაგ მამაძაღლებს ასეთი ლიტ. ორგანიზაცია) კიბეებზე. ზემოდან კიდევ, შალვა დადიანი ჩამოდის თურმე, ახალგაზრდა, აქტიურ ლიტერატორთა გუნდით გარშემორტყმული. გაუსწორდა თუ არა პაოლოს, უთქვამს მისთვის - "ჩაიცვი ყმაწვილო, ჩაიცვი"-ო. დამთავრება არ აცალა თურმე პაოლომ და უპასუხა: "ბატონო შალვა, არამც თუ კაცმა, ბავშმაც კი იცის რა არის ჩაცმა. თქვენ გაჭირვებას არ იცნობთ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა."
ეეჰ... გამარჯვება ავტორ-ო. პაოლო იაშვილი, თავის გახუნებულ, მწვანე "პალტოში" საცოდავად გახვეული, ადის თურმე "მწერალთა კავშირის"(ჰქონდათ კომუნისტებს, მაგ მამაძაღლებს ასეთი ლიტ. ორგანიზაცია) კიბეებზე. ზემოდან კიდევ, შალვა დადიანი ჩამოდის თურმე, ახალგაზრდა, აქტიურ ლიტერატორთა გუნდით გარშემორტყმული. გაუსწორდა თუ არა პაოლოს, უთქვამს მისთვის - "ჩაიცვი ყმაწვილო, ჩაიცვი"-ო. დამთავრება არ აცალა თურმე პაოლომ და უპასუხა: "ბატონო შალვა, არამც თუ კაცმა, ბავშმაც კი იცის რა არის ჩაცმა. თქვენ გაჭირვებას არ იცნობთ ალბათ, რომელიც არის პატარა ჯვარცმა."
ეეჰ...
13. arc mtlad egrea saqme eg sityvebi arapris mqone xalxisgan aris sheqmnili.... tumca leqss pliusi arc mtlad egrea saqme eg sityvebi arapris mqone xalxisgan aris sheqmnili.... tumca leqss pliusi
8. ქონებას თავს რომ მოუყრი, თუ დადგამ სადმე საყდარს, ხელი გამოჰკრა იქნება ინდულგენციას ნაღდსაც,
მართლაც ასეა ხშირად! ვიცით, როგორც ხდებიან "კაი კაცები" ! ქონებას თავს რომ მოუყრი, თუ დადგამ სადმე საყდარს, ხელი გამოჰკრა იქნება ინდულგენციას ნაღდსაც,
მართლაც ასეა ხშირად! ვიცით, როგორც ხდებიან "კაი კაცები" !
7. ჰყიდე სამშობლოს მთა-ბარი, და რასაც მისწვდე ჰყიდე, სხვამ თესოს, შენ კი ეცადე ბარაქიანად მკიდე.
ეს მომეწონა, არის ამ ლექსში რელობა, სრული თუ არა უმეტესობა დღეს ესეა. ლექსი საშინლად მომეწონებოდა ავტორი ამის წინააღმდეგ რომ გამოდიოდეს, მაგრამ ეს სახელი "დაიმახსოვრე" საშინლად მაღიზიანებს :( მგრამ არის მეორე მხარეც, რომ დაეწერა ამ კაცს ესე ნუ იცხოვრებთო ბანალური ლექსი გამოვიდოდა ასე მგონია მე :)
მოკლედ ლექსს ჩემგან 2 ქულა მაგრამ იქნებ იდეა შეგეცვალათ ოდნავ მაინც, ბოლოს რამოდენიმე სტროფი რომ დავამატოთ დანარჩენების საწინააღმდეგო არ აჯობებს ვითომ? აი მაშინ უკვე ლექსის სახელი "დაიმახსოვრე" მართლაც რომ დასამახსორებელი იქნებოდა :) ჰყიდე სამშობლოს მთა-ბარი, და რასაც მისწვდე ჰყიდე, სხვამ თესოს, შენ კი ეცადე ბარაქიანად მკიდე.
ეს მომეწონა, არის ამ ლექსში რელობა, სრული თუ არა უმეტესობა დღეს ესეა. ლექსი საშინლად მომეწონებოდა ავტორი ამის წინააღმდეგ რომ გამოდიოდეს, მაგრამ ეს სახელი "დაიმახსოვრე" საშინლად მაღიზიანებს :( მგრამ არის მეორე მხარეც, რომ დაეწერა ამ კაცს ესე ნუ იცხოვრებთო ბანალური ლექსი გამოვიდოდა ასე მგონია მე :)
მოკლედ ლექსს ჩემგან 2 ქულა მაგრამ იქნებ იდეა შეგეცვალათ ოდნავ მაინც, ბოლოს რამოდენიმე სტროფი რომ დავამატოთ დანარჩენების საწინააღმდეგო არ აჯობებს ვითომ? აი მაშინ უკვე ლექსის სახელი "დაიმახსოვრე" მართლაც რომ დასამახსორებელი იქნებოდა :)
6. კარგია ისე...
რამდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომეწონა...
"ჰყიდე სამშობლოს მთა-ბარი, და რასაც მისწვდე ჰყიდე, სხვამ თესოს, შენ კი ეცადე ბარაქიანად მკიდე."
:( ეჰ... კარგია ისე...
რამდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომეწონა...
"ჰყიდე სამშობლოს მთა-ბარი, და რასაც მისწვდე ჰყიდე, სხვამ თესოს, შენ კი ეცადე ბარაქიანად მკიდე."
:( ეჰ...
5. კი ითქვა ერთ დროს ეგეთებზე, ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო მარა ვინ დაუჯერა????????? კი ითქვა ერთ დროს ეგეთებზე, ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოო მარა ვინ დაუჯერა?????????
4. და კიდევ -ზღაპრები ნიჭიერ ``ნიუდაჩნიკებზე`` არ მჯერა
ეს ქალების სახელით- ლექსის ლირიულ გმირს
ლალი.
ხელს ვაწერ :D და კიდევ -ზღაპრები ნიჭიერ ``ნიუდაჩნიკებზე`` არ მჯერა
ეს ქალების სახელით- ლექსის ლირიულ გმირს
ლალი.
ხელს ვაწერ :D
3. საკმაოდ ნორმალური ლექსია. საკმაოდ ისეთი თემატიკით-მარადიული და ''გაუცვეთავი''.
ცოტა კომენტარებია. მოით ხალხო აქ:)
საკმაოდ ნორმალური ლექსია. საკმაოდ ისეთი თემატიკით-მარადიული და ``გაუცვეთავი``.
ცოტა კომენტარებია. მოით ხალხო აქ:)
2. ''კაცად რომ გიცნონ ბიძიკო, ფულის შოვნაა მთავარი.''
არანაირად. კაცობა,ღირსება და ნიჭიც სხვათაშორის არანაირად არ იზომება ფულით.
და ისე გარკვეული დონით და დოზით ,როგორც ვთქვა სოციალური სტატუსი და მატერიალური ..ანუ ამის უზრუნველყოფა მამაკაცის ერთ-ერთი მოვალეობაა,პრეროგატივა:) თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრების გულისთვის:) და კიდევ -ზღაპრები ნიჭიერ ''ნიუდაჩნიკებზე'' არ მჯერა:)
ეს ქალების სახელით- ლექსის ლირიულ გმირს:)
``კაცად რომ გიცნონ ბიძიკო, ფულის შოვნაა მთავარი.``
არანაირად. კაცობა,ღირსება და ნიჭიც სხვათაშორის არანაირად არ იზომება ფულით.
და ისე გარკვეული დონით და დოზით ,როგორც ვთქვა სოციალური სტატუსი და მატერიალური ..ანუ ამის უზრუნველყოფა მამაკაცის ერთ-ერთი მოვალეობაა,პრეროგატივა:) თუნდაც საკუთარი ოჯახის წევრების გულისთვის:) და კიდევ -ზღაპრები ნიჭიერ ``ნიუდაჩნიკებზე`` არ მჯერა:)
ეს ქალების სახელით- ლექსის ლირიულ გმირს:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|