 | ავტორი: პალიაჩი ჟანრი: პოეზია 31 მაისი, 2010 |
მარტოხელა და გახელებული, ტყიდან გამორბის გაცოფებული, მზერა კი კვლავაც შვენის მეფური, მგელი გაჰყმუის მიტოვებული . . .
მრავალჯერ ჭირსა შინა მყოფელი, უფლისგან ხსნას და შველას მოელის, ვით განდეგილი მოხუცი ბერი, სიტყვაუთქმელი, კვლავ გლოვობს მგელი . . .
ცოდვილ სულის ხსნას უფალს ავედრებს, ანგელოზს უღებს გულის კარებებს, ტანჯულ სიმღერას მთვარეს აგებებს, თვალებს ცრემლი სდით, მრავლის მნახველებს. . .
თვისი ტომოდან გაძევებული, დატანჯულს მძიმედ უფეთქავს გული, სიკვდილმისჯილი წესებით რჯულის, ცხოველთ კოდექსით, კანონით მგლურით. . .
დაბადებულა ქვეყნად ვინცა მგლად, ვეღარ მოკვდება ომში ლომადა, ვინც მტრის საფლავზე ცრემლები ღვარა, ვეღარ გაუძლებს სასტიკ მომავალს. . .
და კვლავ იქუხებს ელვა და ზარი, გულის კარს ხვდება ვით ბასრი სარი, და წუთისოფელს შეჰყურებს ჯავრით, გულზე აწვება უკვდავი დარდი. . .
კლდეზე შესდგება, ქვეშ ჯურღმულია, თათებს დახედავს სისხლის სუნიანს, მაღლით აღაპყრობს სახეს მურიანს, მგელი გაჰყმუის ალილუიას. . .
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მგელი გაჰყმუის ალილუიას. .
არაჩვეულებრივიააა....
იმსაუხრებ ხუთიანს.... მგელი გაჰყმუის ალილუიას. .
არაჩვეულებრივიააა....
იმსაუხრებ ხუთიანს....
10. +2 მე მომეწონა :) +2 მე მომეწონა :)
9. პირველ ორს არ ვეთანხმები :) დანარჩენს კი :)
მგელთა შორის მგელი ხარ :)
გაიხარე!!! პირველ ორს არ ვეთანხმები :) დანარჩენს კი :)
მგელთა შორის მგელი ხარ :)
გაიხარე!!!
8. გენაცვალე სანნი :* გენაცვალე სანნი :*
7. genacvale dzma shen!!! me ici rogorc miyvars sheni es leqsi :) da ici rogorc vapaseb :* genacvale dzma shen!!! me ici rogorc miyvars sheni es leqsi :) da ici rogorc vapaseb :*
6. შემოგევლე თე_თე . . . ჩემი უსაყვარლესი "დამფოსტველი" :D:*:*:*:*:* შემოგევლე თე_თე . . . ჩემი უსაყვარლესი "დამფოსტველი" :D:*:*:*:*:*
5. ოჰ , როგორც თქვენ იტყვით რა :-P :D
ვისაც მოგვწონს გაგვატარეეეეთ ;)
გაიხარეეეეე შეეენაა , ნიჭიეროოოო :-* ოჰ , როგორც თქვენ იტყვით რა :-P :D
ვისაც მოგვწონს გაგვატარეეეეთ ;)
გაიხარეეეეე შეეენაა , ნიჭიეროოოო :-*
4. უღრმესი მადლობა ჩემო ქეთო :* ძალიან კარგი ადამიანი ხარ. . . :* უღრმესი მადლობა ჩემო ქეთო :* ძალიან კარგი ადამიანი ხარ. . . :*
3. თქვენი არვიცი და მე ძალიაან მომწონს ამ ადამიანის ლექსები, ძაან ნიჭიერიაა და აქ ბოლო სტროფი განსაკუთრებით კარგიაოოო :)
წარმატებები ჩემო კარგოო :-* თქვენი არვიცი და მე ძალიაან მომწონს ამ ადამიანის ლექსები, ძაან ნიჭიერიაა და აქ ბოლო სტროფი განსაკუთრებით კარგიაოოო :)
წარმატებები ჩემო კარგოო :-*
1. ველოდი სენს ლექსებს.მაინტერესებდა ანუ. წარმატებები. და -2აქ. არ მომწონს. ველოდი სენს ლექსებს.მაინტერესებდა ანუ. წარმატებები. და -2აქ. არ მომწონს.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|