ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
11 ივლისი, 2010


*** ვიყავი სოფლად, მთელი გზა წვიმდა

ვიყავი სოფლად, მთელი გზა წვიმდა,
თასებით მასვეს ღვინო ჩხავერის
და ახლა სულ სხვა ცხოვრება მინდა
და ახლა მინდა მეტი ჰაერი.

ჩემი სიკვდილის ლოდინს ვუნდები,
გადაშლილი მაქვს ფართედ მკლავები
და როცა ზეცას შევუერთდები,
გაიხარებენ იქ ვარსკვლავები.

სევდაა აქეთ და მარტოობა,
იქეთ კი მინდვრებს დაუვლის შურთხი...
ძნელია ლექსით სულის ცხონება,
თუ არ ხარ მშვიდი და ცით ნაკურთხი.

ტკივილებს ვებრძვი გაჩენის დღიდან,
ყელში კი კვლავ მაქვს გემო ჩხავერის
და ახლა სულ სხვა ცხოვრება მინდა
და ახლა მინდა მეტი ჰაერი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები