ეხლა უბრალოდ მინდა გავჩუმდე, თვალი ვადევნო ცას და ალუბლებს, ეზოში მოხუცს, ბავშვების ჟღურტულს, ქარში ნარნარით მოცეკვავ ბულბულს, მწველი მზის ყვითლად შეფერილ დღის შუქს, ქალაქის მტვერში გახვეულ ფუსფუსს. ყური ვათხოვო მანამდის სანამ მომაბეზრებლად არ გაგრძელდება ნანახი განცდა.