ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცენ-ზორი
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2010


ანგელოზები ვერ კლავენ, მისს!(გვან ციოლას)

ცდებით,
პოეტები კვლავ
ცუდად ისვრიან!
თქვენ მე ვერ
მომკლავთ, მისს!
თქვენს მკერდში
მარადი
გაზაფხულია,
იისფერ წვიმებით
წვიმს.
ჩემი კი, მარწმუნეთ
სიკვდილიც სხვისია.
რითმებიც სხვისია,
მისს!
ყოველთვის იქ
ჩნდება, სადაც
ნათელია,
ვერაფრით ვერ
წაშლით ჩრდილს,
ცინიზმსაც
თვალებში
ვერასდროს
ჩახედავთ,
მზერა აქვს აბელის
ძმის.
ამ სცენას
ყოველთვის ერთი
ფინალი აქვს,
ბოლოში ბრბო
ყვირის; "ბის!"
შეეშვით,ფუჭია ეგ
თქვენი ოცნება,
ანგელოზები ვერ
კლავენ, მისს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები