ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
1 ივნისი, 2010


***



ზოგი ქალი იმ ყვავილსა ჰგავს,
ჯერ ღობის გარედან
წნელის საფეხურებს
მაღლა-მაღლა რომ ამოუყვება,
მერე ერთხანს
ღობის ჰორიზონტზე დასახლდება,
უფრო გაივსება,
უფრო გაბრწყინდება,
მერე იმავე საფეხურებით
ღობის შიგნით
ნელა-ნელა ჩამოეშვება
/შენი კარ-მიდამო
სხვაგვარად განათდება/,
ხოლო შემოდგომის მიწურულს
ყველა ყვავილზე მშვენიერი
სიკვდილით მოკვდება.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები