ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: free_levani
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2010


მებადა

წვიმა მებადა,
მებადა ელვა.
ხმა დამება და...
ვნებათა ღელვა.
წვიმა მებადა,
მებადა სიტყვა.
ზმა დამებადა,
ზმებმა დამსეტყვა.
წვიმა მებადა,
მებადა ზმები.
მეზმანება და
მება თასმები
შენს თმებად და
შენს სურნელებად,
შეღამებამდე.
წვიმა მება და
მებადა ელვა...
შენ არ მებადე!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები