ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვახო92
ჟანრი: პოეზია
3 ივნისი, 2010


კვლავაც მოვა გაზაფხული... (ვუძღვნი ჩემს საუკეთესო მეგობარს)

როცა გულით გინდა რაღაც
და სხეულიც ვერ ისვენებს...
როცა ჯერ გაუმშრალ ბალიშს
შენი ცრემლი კვლავ ასველებს...
როცა ვიღაც ოცნებასა
და ფიქრებშიც გეცილება,
ოდნავ რომ გაიღიმებ და
ალბათ კვლავ აგეტირება...
როცა ქუჩას მიუყვები
და ყველაში იმ სხვას ხედავ,
და როცა მაგ სევდის მიზეზს
შიგ თვალშიაც ვერ ჩახედავ...

ის არ არის სამარცხვინო,
რომ არა ხარ გაბედული.
დაიჯერე, შენ კი არა
ის ყოფილა უბედური...
და თავსაც ნუ მოიტყუებ,
რომ დამარცხდა შენი გული,
განა ყველას შეუძლია
ამისთანა სიყვარული?!
რა აზრი აქვს თავის ტანჯვას,
ან სხვა რა ცრემლის ღირსია?
ვიცი ალბათ მეთანხმები...
ალბათ შენაც გიფიქრია...
მე ეს ვიცი მას შემდეგ, როს
შენი სული შემიცნია
ალბათ ბევრსაც მოახერხებ...
ვიცი ბევრი შეგიძლია...

მეგობრული სიყვარულის
რომ გამხადე  შენ ღირსი მე,
ამ სიყვარულით ნათქვამი
ჩემი სიტყვაც შეისმინე:
ჩამოცვენილ ფოთლებივით
თუ დაგიჭკნეს შენი გული,
ამისთვის ნუ დაღონდები,
კვლავაც მოვა გაზაფხული...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები