ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოლიკო-ლიკო
ჟანრი: პოეზია
6 ივნისი, 2010


ჩემი სოფელი

სოფლის გზა,ველზე წითელკაბა ყაყაჩოს გუნდი,
მეზობლად თეთრი გვირილების ურიცხვი ჯარი,
ქარს ადევნებულ ბაბუაწვერებს მიჰყვება სევდა,
გულში კი რჩება დედაზე ჯავრი!
მერე ნაცნობი ორღობე და ნაცნობი სახლი,
დედის თვალებში სიხარულის ჩუმი ცრემლები,
სადღაც კუთხეში მიმალული ბავშვობის ლანდი
და უტკბილესი მოგონებები!
ფერდობზე ახლა იის ნაცვლად კენკრა მარწყვია,
ნიავს კი მწიფე ალუბლების სურნელი მოაქვს,
წყაროსთან ისევ ჭორიკანა ქალები სხედან,
საქსოვით ხელში,სოფლის ჭორს და მართალს ჰყვებიან!
აქ ყველაფერი მშობლიური  ღიმილით მიმზერს,
ყოველი კუთხე-კუნჭულიდან სითბო იღვრება,
ნაცნობ ბილიკებს შერჩენია უცნობი გრძნობა
და ჩუმი სევდა!
სოფლის გზა,გზაზე ყაყაჩო და თეთრი გვირილა,
ისევ ისეა, არაფერი აქ არ შეცვლილა!...


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები