ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კატინე
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2010


ბლა

ჩემი ბოლო ღერი სიგარეტი,
ჩემი უჟანგბადო სუნთქვა,
აღარც მონატრება სულნარევი,
აღარც "ბოდიში" ან "ვწუხვარ"

ბავშვის უდარდელი გაღიმება,
ქარის დავარცხნილი თმები,
სკამი,
სიმშვიდეში დაბინდება,
ბოთლი არაყი და ფრთები.

ივნისს გაუთბია ორგანიზმი.
შენი არ ჭირდება სითბო,
ახლა სახეს ლექსებს მოგაყრიდი,
თუმცა ჩახუტებას ითხოვ.

ჩემი ბოლო ღერი სიგარეტი.
ჩემი სხვის სხეულთან სუნთქვა,
აღარც სიყვარული სულნარევი,
აღარც "ბოდიში" ან "ვწუხვარ" .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები