ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: საუნჯე
ჟანრი: პროზა
13 ივნისი, 2010


სასაფლაოზე

სასაფლაოზე ბრუნდაბიან ანგელოზები,
მოვლენ და ცრემლებს ჩამითვლიან უდიდეს ცოდვად,
მე კი მათ მოსვლას კვლავ საფლავთან დაველოდები,
საფლავთან სადაც სიყვარული დავმარხე ცოცხლად.
დღეს მესაფლავემ ჩამიარა მივაწვდი ღვინოს,
დარდით შემხედავს და არაფრის თქმას არ აპირებს,
სთქვი მესაფლავევ რაც არ უნდა მწარედ მატირო,
მე ამ ცხოვრების ამ გრძნობების დედა ვატირე.
ვიცი , ვერაფერს შენ ვერ მეტყვი დღეს მესაფლავევ
და ჩემთან ერთად ატირდები ვით მეგობარი,
ოჰ როგორ მხიბლავს სასაფლაოს ეს სისადავე,
მოდი, დავლიოთ სიყვარულის შესანდობარი.
ჩამოღამდება და საფლავებს ბინდი დაივლის
მე ამ თამაშში მხოლოდ ყვავის ტუზი დამეცა,
ჩემი ცხოვრება უკანასკნელ წამებს დაითვლის
შენ მაიძულე სიყვარულზე შავი ჩამეცვა.
აგერ დაბრუნდნენ ჩემ საფლავთან ანგელოზები,
დასხდნენ და ცრემლი ჩამითვალეს უდიდეს ცოდვად,
მე მათ ხვალ ისევ ამ საფლავთან დაველოდები
საფლავთან, სადაც სიყვარული დავმარხე ცოცხლად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები