ეს ამბავი, იმისა თუ როგორ არქმევდა ბაბუაჩემი გურამი მამაჩემს ბჟედუხს შეიძლება სხვებისთვის არც სასაცილო იყოს და არც ისეთი ახლობელი,ისე იბურძგლებოდეს,როგორც მე ახლა. და შესაძლოა ბაბუაჩემი გურამი გიჟიც კი ეგონოთ სხვებს, ამისათვის მე ვაცხადებ: ბაბუაჩემი არ იყო გიჟი, უბრალოდ ბაბუა იყო ჩემი.
დიდმუცელა ბებიაჩემი ლურჯბალიშებიან ხის სავარძელში იჯდა (ახლაც რომ გვაქვს) მუცელზე ხელებდაწყობილი. გაიღო კარი და ოთახიდან გამოვიდა დიდ ზურგჩანთიანი, წითელ სათვალიანი ბაბუ. -მარ, მე მივდივარ ისევ მთაში. ბებიას არ გაკვირვებია ეს განცხადება.კარგად იცნობდა ბაბუს და იცოდა კიდევ ბევრჯერ გამოვიდოდა ასე გამოწყობილი ოთახიდან და იტყოდა: “მარ, მე ისევ მივდივარ მთაში.” რამდენიმე დღეში კი, ბებომ წერილი მიიღო: “მარ! მე ვეღარ ჩამოვდივარ მთიდან რამდენიმე დღე. თუ ბიჭი დაიბადება ბჟედუხი დაარქვი. სადაც მე ვარ, ამ მწვერვალს ბჟედუხი ქვია და ყველაზე ლამაზი ადგილია მთელს მსოფლიოში...” ბებო ჩაფიქრდა. ოცნებობდა, ნეტა გოგო დაიბადოსო. და ცოტა ხანში მშობიარობაც დაიწყო. “ნეტა გოგო იყოს,ნეტა გოგო იყოს” იმეორებდა ხან ჩუმად , ხან ხმამაღლა. მამაჩემი დაიბადა. მკერდზე მიადო ბებოს პატარა თავი. -როგორ დაგიძახო შენ ბჟედუხი? აკოცა ნაზად და რაღაც, ნაზადვე წაუღიღინა ყურში. გიორგი ქვია მამაჩემს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. მომეწონა...:) მომეწონა...:)
7. ძალიან თბილი ნოველა!!! ვეთანხმები ილტოსპირელს!!! გაიხარე შენა!!! ძალიან თბილი ნოველა!!! ვეთანხმები ილტოსპირელს!!! გაიხარე შენა!!!
6. რა საინტერესო ნოველაა და რა უცნაური და მოულოდნელი ფინალით. კარგადაც ყვებით, ამავე დროს! 555 რა საინტერესო ნოველაა და რა უცნაური და მოულოდნელი ფინალით. კარგადაც ყვებით, ამავე დროს! 555
5. გმადლობთ ! :) გმადლობთ ! :)
2. namdvilad dzalian kargia da gadmocemis stili momewona!warmatebebi elee!!! namdvilad dzalian kargia da gadmocemis stili momewona!warmatebebi elee!!!
1. კარგია ძალიან, მშვენიერი... ასეც ვიტყოდი. კარგია ძალიან, მშვენიერი... ასეც ვიტყოდი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|