ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
მარინკას დაკრძალვის მეორე დღეს ვერ მივიდა გია ლეასთან... ვერც მესამე დღეს!..
მარინკას გარდაცვალების მე-9 დღეს საფლავზე გავიდა ოჯახი. ლეა დედის სფლავზე დაემხო და მწარედ ატირდა. “დედიკო, ჩემო ლამაზო დედიკო! რატომ დამტოვე, დე!... რა მეშველება უშენოდ? ხომ მე გივლიდი, მაგრამ მაინც რამხელა იმედად მყავდი, დედა! არაფრის მეშინოდა, სულ არაფრის!... ახლა კი მეშინია! ყველაფრის მეშინია, დე!... სახლში მარტო დარჩენის მეშინია!... სამუდამოდ მარტოდ დარჩენისაც მეშინია!... რატომ წახვედი, დე, რატომ?!...”
მხარზე ხელის შეხება იგრძნო. იფიქრა, “ნიკოლაი ან მამაჩემიაო” და ხელი აუქნია: - მაცალეთ ცოტა ხანს ჩემს დედიკოსთან ყოფნა! - ლეა, მიწაზე ზიხარ... გაცივდები! – შემოესმა საოცრად რბილი და თბილი ხმა, რომელიც ასე ძალიან უყვარდა. - გია! - ხო, მე ვარ! ადექი, ნუ ზიხარ ამ გაყინულ თოვლზე! გამიცივდები... და მერე რა მეშველება? - შენ რა გეშველება? - ხო, მე რა მეშველება!... რატომ გაგიკვირდა?
ლეას ხელი მოჰკიდა და სწრაფად წამოაყენა, შემდეგ კი გვერდით მოიყენა და ბეჭებზე მოხვია ხელი. ნინა ივანოვნამ თავი გადაიქნია და დანანებით ჩაილაპარაკა: - რა ლამაზი წყვილია და აფსუსი არ იქნება, ესენი რომ ერთმანეთს დაცილდნენ?
სახლში დაბრუნებულებმა სუფრა გაშალეს. - კარგი ბიჭი ხარ, გია! სულ უფრო მეტად მომწონხარ! – უთხრა ნინა ივანოვნამ და გია სუფრასთან მიიწვია. - რა ვიცი, ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი ვარ! დამიმთავრდება ჯარში მსახურობის დრო და... ძალიან გამიჭირდება თქვენთან განშორება! ძალიან თბილები ხართ, მართლა! - მერე, რატომ უნდა დაგვშორდე? - ორი წელია სახლში არ ვყოფილვარ! მომენატრა საქართველო! ოჯახი მომენატრა, ჩემი მშობლები, დაიკო და პატარა ძამიკო მომენატრა!... - და ისიც, ხო? - იკითხა ლეამ ნირწამხდარი ხმით. - მე სხვა არავინ მიხსენებია, ლეა! - მაგრამ ხომ გაიფიქრე? - ვინ სხვა, გია? - ისევ ჩაერთო საუბარში ნინა ივანოვნა. - ლეა ჩემს თანაკლასელზე მეკითხება... ხო, მე ის ძალიან მიყვარდა, მაგრამ... გათხოვდა! და მე არ მაქვს უფლება, ვიფიქრო გათხოვილ ქალზე! ეს მისი შეურაცხყოფაც არის და ჩემიც! ჩვენთან, საქართველოში ასეა მიღებული.... - მშვენიერი წესი გქონიათ... - თქვა სერგეიმ და ნიკოლაის გადახედა, რომელიც თავჩაღუნული იჯდა და უსმენდა მათ საუბარს. - აი, ნიკოლაი უნდა წაიყვანო საქართველოში! იქნებ მანაც აითვისოს ეს თქვენი ქართული ადათები! თორემ დაიტანჯა კაცი! - თქვა ოთახში შემოსულმა ნატაშამ და სუფრასთან ჩამოჯდა. - არ გინდა, ნატაშკა! - ხმა ამოიღო ნიკოლაიმ. - მე? მე სულაც არ მინდოდა, არასოდეს! მაგრამ შენ გინდოდა იქ მისვლა და ხომ მიხვედი კიდეც?! - მაპატიეთ, მე ან უნდა წავიდე, ან უნდა მითხრათ, რაზეა საუბარი.... ასე, დებილივით ვერ ვიჯდები. - გეტყვი, გია, და თავად განსაჯე!... - თქვა ნატაშკამ და მოსაყოლად მოემზადა. - თვითონ ვიტყვი, - ნიკოლაიმ თავი ასწია, - შეყვარებული მყავდა. ნატაშკას მოყვანამდე – მასთან ვიყავი... მაგრამ გათხოვდა. არ დამიცადა, ვიდრე ჯარში ვიყავი. და როცა ჩამოვედი, ნატაშკაზე დავქორწინდი. ერთ დღესაც შორიდან დავინახე ირა. ისე იყო შეცვლილი, გალამაზებული, რომ ვერ მოვითმინე და მასთან სახლში მივედი. - მერე? - მერე... გავიგე, რომ ოჯახში ხშირად ჰქონია უსიამოვნება... და ქმრის ჯიბრზე ასე გამოპრანჭული დადის აქეთ-იქითო... არაფერს თაკილობსო!... მივედი. სულ ერთი საათი ვიყავი იქ და... ნატაშამ დამინახა, როგორ გამოვედი მისი სახლიდან. არადა, გეფიცები, ჩვენს შორის არაფერი მომხდარა, სრულიად არაფერი! მხოლოდ ვსაუბრობდით!... არ სჯერა ნატაშას და მოკალი! - არც სხვებს სჯერა? - არ ვიცი!... მთავარია, ნატაშკამ არ დაიჯერა და ჩემგან წავიდა, აქეთ დაბრუნდა... და მთელი ექვსი თვე დამჭირდა, რომ ის ოჯახში დამებრუნებინა. ახლა ყველაფერი კარგად არის! - ხოდა, ძალიან კარგი! - გია, როდის გიმთავრდება ჯარში სამსახურის ვადა? - იკითხა აქამდე ჩუმად მჯდომმა ლეამ. - ივნისში, ლეა! - ესე იგი, 6 თვე კიდევ მაქვს... - ჩაილაპარაკა თავისთვის. - გია, შენ ამ ოჯახში სულითა და გულით მიგიღეს. და ასე იქნება ყოველთვის, - თქვა ნინა ივანოვნამ და თვალები აუწყლიანდა, - ძალიან უყვარდი მარინკას. შენი იმედი ჰქონდა: გიას გვერდით ლეას ვერავინ დამიჩაგრავსო... - დიდი მადლობა ნდობისთვის, ნინა ივანოვნა!...
* * * ახალი წელი ახლოვდებოდა. ყინვებმა იმატა. მდინარეც საბოლოოდ გაიყინა. ახლგაზრდებმა კლუბში ცეკვებს ყინულზე ციგურებით სრიალიც შეუთავსეს.
ლეა ცეკვებზე აღარ დადიოდა, მაგრამ მთელი მონდომებით ცდილობდა, გიასთვის ციგურებზე დგომა ესწავლებინა... არაფერი გამოუვიდა! - ლეა, მოდი, შენ ისრიალე... მე გიყურებ! - არა, მინდა, რომ რაღაც მაინც გასწავლო! - რატო, არაფერი ვიცი? - ოოო, შენ ისეთი რამეები იცი, ბევრს არც დაესიზმრება! აი, ციგურებზე დგომა კი – ვერ ისწავლე... არა და, სულ არ არის ძნელი! - უნდა დამამტვრიო მაინცა და მაინც? მოდი, სადმე წავიდეთ... - სად? - თუნდაც ტყეში! - ამ ყინვაში? გია, სულ გაგიჟდი? - არა... ხელს არ გახლებ! ისე, ზამთრის ტყე მინდა ახლოდან ვნახო! - კარგი. ამ შუაღამეს ხომ ვერ წავალთ? დილიდანვე წავიდეთ... - ლეა, მე ჯარში ვარ! ნუ გავიწყდება!... - ეეჰ, გია, ნეტა ისე არ მავიწყდებოდეს არაფერი, როგორც ეს არ მავიწყდება არასოდეს!... ახალ წელს შევხვდეთ ერთად? - თუ გამომიშვებენ – კი!... - და თუ არ გამოგიშვებენ? - მაშინ შენ თავად გაეცი მაგ კითხვაზე პასუხი!... - გაეღიმა. - ეეეჰ, მაშინ – ვერა.... ხო? გიამ არაფერი უპასუხა, მხოლოდ მოეხვია და ძალიან მაგრად აკოცა!
* * *
31 დეკემბერიც მოვიდა.
ლეა დილიდან საღამომდე სახლში იყო. სახლი დაალაგა, ცოტა საჭმელიც მოამზადა, შემდეგ დედის საწოლზე წამოწვა და მისი პლედი მიიფარა.
”პირველად ვხვდები ახალ წელს უშენოდ, დე!... პირველად უნდა მოვრთო ნაძვის ხეც უშენოდ... ახლაც ყურში ჩამესმის: “ლეა, ფრთხილად, მაგ სკამიდან არ გადმოვარდეო”, როცა ნაძვის ხის წვერის მორთვას ვცდილობდი-ხოლმე... არ მინდა ნაძვის ხე... აღარაფერი მინდა! ბებია მაინც არ წასულიყო! მე და მამა... მხოლოდ მე და მამა ვიქნებით... და ორივე სველი თვალებით უნდა ვისხდეთ... როგორ მაკლიხარ, დე!”......
წინა დღეს დიდხანს ეხვეწა ლეა ნიკოლაისა და ნატაშას, ჩვენთან მოდით და ერთად შევხვდეთ ახალ წელსო, მაგრამ... “ჯერ მარინკას 40-ც არ არის გადახდილი და ვერ მოვილხენთო”, - უთხრა ნიკოლაიმ. არც ნატაშას გამოუთქვამს სურვილი მათთან ერთად ახალი წლის შეხვედრისა...
ჩამობნელდა. დაბაში ფერადი შუქები აანთეს, ქუჩებიც სადღესასწაულოდ გაანათეს. ლეას სინათლე არ აუნთია და ისევ სიბნელეში იწვა. შემდეგ საათს გახედა, - ქუჩიდან შემოსულ სინათლეზე დააკვირდა ციფერბლატს: 8 საათი ხდებოდა. ადგომა დააპირა... დაეზარა. თვალები დახუჭა და ისევ ფიქრს მისცა თავი.
“ძია ბორისმა, ჩვენთან გადმოდითო... ერთად უფრო მხიარულად ვიქნებითო... საწყალი მამა... აქ თუ დარჩა, ვერც ვერავისთან დალევს... თუ მეტყვის წავალო, - წავიდეს, მე ხელს არ შევუშლი... ძია ბორისიც მხიარულად იქნება და ესეც...”
წინა დღეებში გია რომ არ გამოჩნდა, ლეამ იფიქრა, ალბათ 31-ში მოვაო... დილიდანვე ელოდა, მაგრამ... უშედეგოდ! გია ხომ დღის 12 სთ-დან მოდიოდა და საღამოს 5-6 საათამდე რჩებოდა?! საღამოს 5 საათზე ხელი ჩაიქნია, “გია მომსვლელი აღარ არის, ამ დროს უკან ბრუნდება-ხოლმეო...”
ალექსეიმ “საქმე ჩაუწყო” გიას და საახალწლოდ 2 დღით გაანთავისუფლებინა... 31 დეკემბრის 20 საათიდან 2 იანვრის 20 საათამდე!
სირბილით მიდიოდა გია დაბისკენ. ერთი სული ჰქონდა, როდის ნახავდა ლეას... და უცებ შეჩერდა!
“სად მიდიხარ, გია? ან რატომ მიდიხარ? ვინ გელოდება ამ სახლში?! ლეა და მისი ოჯახი?! კეთილი და პატიოსანი, მაგრამ... მერე რა პასუხს აძლევ ლეას, ნინა ივანოვნას, სერგეის, ნიკოლაის... რა უნდა უთხრა, რატომ მივდივარო? რითი გინდა თავი იმართლო? გიყვარს და მაინც გარბიხარ!... შენივე სიყვარულს გაურბიხარ!... თუ თავს იმშვიდებ, “ივნისამდე დიდი დროაო”? შენ გგონია, ბევრია დარჩენილი ივნისამდე? სულ 6 თვე! 6 უბადრუკი თვე! ახლახანს არ იყო, სასოწარკვეთილი რომ იყავი მაგდას დაკარგვის გამო? და მას შემდეგ – 6 თვე უკვე გავიდა! ჩახვალ თბილისში და... მაგდა რომ შეგხვდეს?... რას ეტყვი? გვერდით ჩაუვლი?... თუ მუხლებში ჩაუვარდები, “დამიბრუნდიო”?... ვახ, რა დღეში ვარ!!!... ვინ დამწყევლა ასე, ააა?“
გიამ ნაბიჯი შეანელა. შემდეგ სულ გაჩერდა და გზის პირას მდგარ ხეს მიეყუდა. კარგა ხანს იდგა ასე. ერთი პირობა, უკან დაბრუნებაც კი გადაწყვიტა...
- გია, შენ ხარ? - შემოესმა ზურგის მხრიდან. ნიკოლაი იყო. - რას გაჩერებულხარ? ჩვენთან მოდიხარ? - ჰო, 2 დღე მომცეს... - ლეა სიხარულით გაგიჟდება!... რა ცხვირ-პირი ჩამოგიშვია?! თავი ასწიე, ძამიკო!!! - ნიკოლაი, რჩევა მჭირდება შენი! - გისმენ... - ჯარში სამსახურის ვადა ივნისში მეწურება! მერე უნდა წავიდე! - ვიცი... - და არ ვიცი, დავბრუნდები თუ არა აქეთ!... - თუ გიყვარს, დაბრუნდები... - მიყვარს... მაგრამ მაინც არ ვიცი! - მიზეზი? - მე ქართველი ვარ! - ვერ გავიგე... ეს რა მიზეზია? ქართველებმა არ იციან, რა უნდათ? ან უყვართ თუ არა? - კარგად იციან, მაგრამ... მე ლეას საქართველოში ვერ წავიყვან, ნიკოლაი... - მაპატიე, არაფერი მესმის... აბა, “მიყვარსო”? - მიყვარს, მაგრამ მაინც ვერ წავიყვან! - და მიზეზი? - მე ქართველი ვარ! - კარუსელია? - რა კარუსელი? - ტრიალებს, ტრიალებს და ერთ წრეზე ბრუნავს... წინ ვერასოდეს წავა! რას ჩაიხვიე ეს “მე ქართველი ვარ”? მიზეზი რა არის მეთქი და... ყველაფერს ამბობ, მიზეზის გარდა! - სხვა მიზეზი – არ მაქვს! მითხარი რამე! როგორ მოვიქცე?! - კარგი, ამაზე 6 თვის შემდეგ ვილაპარაკოთ! სახლში წავიდეთ! - ნიკოლაიმ ხელი მოხვია გიას და ლეას სახლისკენ წაიყვანა. - სერგეი – ბორისთან შეხვდება ახალ წელს... მე და ნატაშკა – ჩემთან... ასე რომ, შენია ბურთი და მოედანი... ახლა ლეასთან მივდიოდი, რომ ისიც ჩვენთან წამეყვანა, მაგრამ... არ შეგიშლით ხელს! გაიხარეთ, ახალი წელი დგება!
ამასობაში სახლთანაც მივიდნენ.
- ლეა, სახლში ხარ? - ეზოშივე დაიძახა ნიკოლაიმ, რადგან ნახა, რომ სინათლე მთელ სახლში არსად ენთო. პასუხად ოთახში სინათლე აინთო.
- იცის, რომ უნდა მოსულიყავი? - ჰკითხა ნიკოლაიმ. - არა... ლეამ კი არა, მეც არ ვიცოდი... ალიოშკამ ჩამიწყო საქმე... - ოო, მაშ სიურპრიზად მიმყავხარ? - რა სასიურპრიზო მე ვარ?! - შენ ახლა მისთვის თოვლის ბაბუას საჩუქარივით ხარ! ლეას ძალიან უყვარხარ, გია! - ნიკოლაი, რაღაც უნდა გკითხო... არა, კი არ გკითხო, უბრალოდ, მინდა ამოვთქვა... - გისმენ, გია... - იცი, რა ვერ გამიგია? შენ ხომ იცი, რომ მე ლეასთან პლატონური სიყვარული არ მაკავშირებს? - რა თქმა უნდა, ვიცი... - და ასე მშვიდად ხვდებით ამ ამბავს? ეს რომ საქართველოში მომხდარიყო, და მე ვყოფილიყავი შენს ადგილას, “ამ გიას” კუდით ქვას ვასროლინებდი... ერთი გემრიელად შემომელახებოდა ხელში... თქვენ კი ისე მხვდებით... მრცხვენია კიდეც... - ქართველებზე წარმოდგენას ნუ დამაკარგინებ! რატომ, ველურები ხართ?... ქალს არ აქვს თქვენთან სიყვარულის უფლება? - სიყვარულის უფლება როგორ არა აქვს? მაგრამ ქალს ქმარი უნდა უყვარდეს!.. - და ყველა “ქმარი” ხომ ვერ იქნება? - ვინ “ყველა”?... ქალს ერთი უნდა უყვარდეს, მხოლოდ ერთი... და ისიც – საკუთარი ქმარი... - ხო, მაგრამ... ვიდრე ქმარი გახდება? - მანამდე ქალს არ აქვს სხვასთან სარეცელის გაზიარების უფლება! ამის გამო არაერთი ოჯახი დანგრეულა.... კარგი, აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. - კარგია, რომ საქართველოში არ ვცხოვრობ!... გამიჭირდებოდა თქვენს ადათებთან შეგუება!... - “ქართველობა” – დიდი ტვირთია, ნიკოლაი... საქართველო უდიდესი ტრადიციების ქვეყანაა და ქალის პატიოსნება და სინდისი – უდიდესი სიწმინდეა! არ არის ძნელი ჩვენს ადათებთან შეგუება, თუ ეს სისხლში გაქვს... - ნიკოლაი, სახლში ვარ, შემოდი... - გაისმა სახლიდან ლეას ხმა. - კარგი, მოვრჩეთ გია, ამ საუბარს და მოდი, მე სულ აღარ გამოვჩნდები... შენ შედი ლეასთან! - გმადლობ, ნიკოლაი, ყველაფრისთვის გმადლობ!
გიამ კარი შეაღო და პირმაღზევე შეიგრძნო სასიამოვნო სითბო. საოცარი სითბო აქვს რუსულ ღუმელს, მთელ სახლს ერთნაირად ათბობს. ლეა სარწეველა სავარძელში იჯდა მარინკას პლედმოხვეული. თავი არ აუწევია კარის ხმაზე. - შემოდი, კოლინკა... მოხვედი, რომ დამხედო? ნატაშკა არ მოვა? - არა, ლეა, ნატაშა და ნიკოლაი თავის სახლში შეხვდებიან ახალ წელს... ძია სერგეი კი – ბორისთან... აქ მე და შენ უნდა ვიყოთ მხოლოდ! - გიაააა! - იკივლა ლეამ, ფეხზე წამოხტა და გიას ყელზე ჩამოეკიდა. - დამახრჩობ, ლეა! - ჰო, დაგახრჩობ, კოცნით დაგახრჩობ! ფერებით დაგახრჩობ, რომ არასოდეს წახვიდე, აღარასოდეს მიმატოვო! - ჩემი სულელი გოგო! - გინდა რომ სულელი ვიყო? ვიქნები! სულელიც ვიქნები, ოღონდ ნუ მიმატოვებ! - არ გტოვებ, ლეა, არა!... მაცადე, ტანზე გავიხადო!...
ლეამ კისრიდან შემოხსნა ხელები და სახე მოიქცია ხელისგულებში. - ღმერთო, როგორ მიყვარხარ, გია! - ლეამ სახე მიუახლოვა და სული შეუბერა, შემდეგ კი ტუჩებზე შემოაყოლა ენის წვერი.
გიას თვალები აემღვრა, მაგრამ თავი მოთოკა... - ლეა, საახალწლოდ გაამზადე რამე? - ძალიან ცოტა, გია! - წამო, მაღაზიაში გავიდეთ და რამე ვიყიდოთ... ეს ხომ ჩვენი პირველი ახალი წელია?! - და იქნებ უკანასკნელიც?... - ჩაილაპარაკა ლეამ და უცებ ჩაქრა. - მოდი, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, კარგი? ჩაიცვი, წამომყევი!
ლეამ უცებ შემოიცვა ქურქი და მაღაზიაში წაჰყვა გიას. მაღაზიიდან დატვირთულები წამოვიდნენ სახლში. უცებ გაშალეს მაგიდა. შემდეგ ნაძვის ხეც მორთეს... ის კი არა და, ლეამ თავისი ბავშვობისდროინდელი ელექტროგირლანდა გამოიღო და ის გააბა ოთახში. შემდეგ საძინებელში გავიდა და თავისი საყვარელი კაბა ჩაიცვა, მუქი ლურჯი, თეთრი საყელოთი. თმაც ლამაზად დაივარცხნა... მარინკას ნაჩუქარი გულსაბნევი დაიმაგრა კაბაზე და გიასთან დაბრუნდა ოთახში. - ულამაზესი ხარ, ლეა! - მართლა მოგწონვარ? - შენი აზრით?... - რა ვიცი, აბა? - არ იცი? მაშინ წავალ... - არა, ვიცი, ვიცი!... არ წახვიდე! ოღონდ არ წახვიდე!... - არ მივდივარ, არა! - გაეცინა გიას და ლეა გულში ჩაიკრა. - მაკოცე, გია!
მაგრამ გიას ამის თქმა აღარ სჭირდებოდა, უკვე უკოცნიდა ნატიფ სახეს, ყელს... ტუჩებმა თავად მოძებნეს ლეას სათუთი ტუჩები და დაატყვევეს. დიდი ხანია, აღარ ყოფილან ლეას ტუჩები ასეთ სასიამოვნო ტყვეობაში. სულ არ ცდილობდნენ გათავისუფლებას.
დაბაში ვიღაცამ შუშხუნა გაისროლა. გიამ წამით ახედა საათს და... - ლეა, ჩქარა, შამპანური! 5 წუთში ახალი წელია! ლეა სამზარეულოსკენ გაიქცა და ცივი შამპანური შემოიტანა... გიამ ბათქით გახსნა ბოთლი და ოქროსფერი სითხე ჩამოასხა მაღალყელიან ფუჟერებში. ამასობაში ტელევიზორში კრემლის კურანტებმაც 12-ჯერ ჩამოჰკრეს და... - ახალ წელს გილოცავ, ლეა! - ახალ წელს გილოცავ, გია! ახალ ბედნიერებას გისურვებ!... - ახალ ბედნიერებას!... მხოლოდ ახლა დავუკვირდი ამ სიტყვების მნიშვნელობას: ახალი ბედნიერება!... არის კი, ეს ბედნიერება, საერთოდ? - არის, გია, არის! მე მჯერა, რომ არის! მე შენ მიყვარხარ! - მეც მიყვარხარ, ლეა! არ მინდოდა, რომ ასე მომხდარიყო, მაგრამ... მიყვარხარ! - და რატომ არ გინდოდა? სულ არ მოგწონდი? - რომ მომწონდი, ძალიან რომ მომწონდი, იმიტომ არ მინდოდა! - და არც ახლა გინდა? - ახლა? ახლა გვიანია ამაზე ფიქრი... უკვე მიყვარხარ და მე უძლური ვარ, რამე მოვიმოქმედო! - ჩაეღიმა გიას. - გია, მოდი, ნუ ჩამიმწარებ ამ ახალ წელს, კარგი? მეც მიყვარხარ, შენც გიყვარვარ და... ვიყოთ ბედნიერები ამ სიყვარულით!... დღეს მაინც!... თუ სამუდამოდ არა... - ბოლო სიტყვები ჩურჩულით წარმოთქვა ლეამ და გიას გაუღიმა.
ღამის 2 საათამდე ტელევიზორსაც უყურეს: “Голубой огонек” გადიოდა. უფრო სწორად, კი არ უყურებდნენ, გრძნობდნენ, რომ ეს გადაცემა მიდიოდა...
სუფრიდან ტელევიზორის წინ მდგარ დივანზე გადაინაცვლეს. თავიდან ლეა გვერდით მიუჯდა გიას, მიეხუტა, თავი მხარზე ჩამოაყრდნო და გაიტრუნა. - რაზე ფიქრობ? - ჩვენზე, გია!... აი, შენ წახვალ და... მე მარტო დავრჩები... და სულ იმაზე უნდა ვიფიქრო, ვინ გეხვევა, ვის ეხვევი... ვის აზიარებ ამ შენს ცეცხლოვან სიყვარულს!... - წინასწარ რატომ ფიქრობ ამაზე?! - თავისთავად მეფიქრება, კი არ მინდა?!...
გიამ ხელი მოკიდა და ლეა მუხლზე შემოისვა, ლეა ახლა მკერდზე მიეხუტა და ისევ გაყურსა. გიას ხელმა მაგრად მოიმწყვდია ლეას წვრილი წელი. მეორე ხელი გიამ წვივზე დაადო და ნელა აყვა ზევით. კაბის ქვეშ შეაცურა ხელი და ბრმად განაგრძო გზა, მანამ, სანამ ეს უგრძესი ფეხი არ დამთავრდა. ფრთხილად გადაიარა საცალფეხო ბილიკი და მეორე ფეხზე გადავიდა. ახლა ქვცევით დაუყვა გზას, თლილი წვივისკენ.
ლეამ თვალი დახუჭა და ამოიკვნესა.
გიას ხელმა ახლა კაბის საკინძისკენ გადაინაცვლა და ფრთხილად შეხსნა ზედა ღილი, შემდეგ – მეორე, მესამე... ლურჯი კაბის ფონზე კიდევ უფრო თეთრად გამოჩნდა ლეას უაზღუდო მკერდი. ულამაზესი ფორმის ძუძუები იმდენად მკვრივი ჰქონდა, რომ სულ არ იყო საჭირო აზღუდის ხმარება. ლეას ძუძუები დაჭყეტილი ვარდისფერი თვალებით შეჰყურებდნენ გიას და ალბათ იმას ფიქრობდნენ: “პირველს რომელს ამოგვირჩევსო?!” ორივე ისეთი საოცარი და სასურველი იყო, რომ გიას არჩევანის გაკეთება გაუჭირდა და ამიტომ ერთს ხელით წაეტანა და მეორეს – ტუჩებით.
კიდევ ერთი კვნესა მოსწყდა ლეას ბაგეებს. - გია, შუქი... შუქის ჩაქრობა დაგვავიწყდა... - არ დამვიწყებია... დაგინახო მინდა! სრულად, მთლიანად დაგინახო! - ამოიჩურჩულა გიამ და ისევ ლეას ძუძუს მიუბრუნდა. ტუჩებით კბენდა, ენის წვერით აღიზიანებდა პატარა ვარდისფერ მარგალიტს, რომელიც თვალსა და ხელს შუა იზრდებოდა და მკვრივდებოდა.
ლეას მთელი სხეული დაეჭიმა გიტარის სიმივით. შემდეგ ამ სიმმა პულსირება დაიწყო და კინაღამ გული წაუვიდა! - გია, მეტი არ შემიძლია! მინდიხარ, გია!...
გიამ სწრაფი მოძრაობით გახადა კაბა და წელსზევით შიშველი ლეა ფრთხილად ჩააცურა დივანის წინ დაფენილ რბილ ხალიჩაზე. შემდეგ სწრაფად წამოხტა, სინათლე ჩააქრო და თავადაც ტანზე გაიძრო. ფრთხილად ჩაავლო ხელი ლეას თხელ კოლგოტებს და თვალის დახამხამებაში გახადა. კოლგოტებთან ერთად, ბარემ თხელი ბიკინებიც “ხელს გამოაყოლა” და ორი შიშველი სხეული ჩაეხვია ერთმანეთს.
ასეთი ბედნიერი ახალი წელი ჯერ არ ახსოვდა ლეას! დიდი ტკივილიც კი დაავიწყა დიდმა სიყვარულმა.
- მიყვარხარ, გია! - მეც მიყვარხარ, ლეა! - არ დამტოვო! - დღეს ნუ ფიქრობ ამაზე... დღეს ჩვენ ერთად ვართ!... - და ხვალ? - ხვალაც... - მე სხვა “ხვალეს” ვგულისხმობ, გია! - მე კი არაფერზე არ მინდა ფიქრი იმის გარდა, რომ ულამაზესი ხარ... და ძალიან მიყვარხარ... და ძალიან მინდიხარ... და ძალიან მჭირდები!... - გამიმეორე! - რამდენჯერაც გინდა: ულამაზესი ხარ... ძალიან მიყვარხარ... ძალიან მინდიხარ... ძალიან მჭირდები!... - და მაინც უნდა დამტოვო?! - ლეა... დროს ნუ გავუსწრებთ წინ... იქნებ არ გტოვებ?... იქნებ ვერ გტოვებ?... არ ვიცი, რა ჯადო გამიკეთე ასეთი... - გია, გემუდარები, ოღონდ ეს სიტყვა არ ახსენო ჩემთან და... რაც გინდა მთხოვე! - რაც მინდა? - ხო... რაც გინდა! - კარგი... შენ მინდიხარ... ისევ... და ყოველთვის!... - მე ისედაც შენი ვარ! სულ შენი ვარ... თხემით ტერფამდე... გინდა დაგიმტკიცო?
ლეა გიაზე აცოცდა და შუბლიდან დაუწყო კოცნა. ასე, კოცნით, კბენით, ლოკვით და ცოცვით ჩაყვა ფეხის თითებამდე და ისევ უკან დაბრუნდა. მთელი სხეული დაუკოცნა, ბოლოს კი გიას თმიან მკერდზე მიესვენა და თავადაც მოლოდინით გაიყურსა. გიამ ფეხებში მოჰკიდა ხელი და მხედარივით შემოისვა, შემდეგ ოდნავ წინ წამოსწია და როცა ლეას ძუძუები კიდევ უფრო დაგრძელდნენ საკუთარი სიმძიმით, თვითონაც წამოიწია და სახე მათ შორის ჩამალა. - ლეა, მოგკლავ, ჩემი ხელით მოგკლავ, ვინმე სხვა რომ შეგიყვარდეს! ეს სულ ჩემია! გესმის, რას გეუბნები? ჩემია!... - ამბობდა გია და მთელი ძალით ისუნთქავდა და ისრუტავდა ლეას სხეულის სურნელს. - შენი იყოს... გჩუქნი!... მხოლოდ ამათ კი არა, საკუთარ სიცოცხლესაც გჩუქნი... იჩუქებ?... წაიღებ და სულ თან ატარებ? თუ აქ დარჩები და აქ მოუვლი?... მე ყველაფერზე თანახმა ვარ!
შლეგიანივით დაუწყო კოცნა გიამ. თითქოს თავი დაკარგაო... თითქოს კი არა, მართლა თავი დააკარგვინა ლეამ, ლეას სიყვარულმა!... და მართლა ცდილობდა, არ ეფიქრა მოსალოდნელ განშორებაზე... რომელიც ისევე იყო გარდაუვალი, როგორც სიკვდილი სიცოცხლის ბოლოს!
* * *
მეორე დილას ადრევე წამოხტნენ, ტანზე ჩაიცვეს და სერგეის დაელოდნენ.
სერგეიმ იცოდა, რომ გია ახლა ლეასთან იქნებოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება გვიან მისულიყო სახლში. მოსწონდა გია... და ფიქრობდა: “რადგან ერთმანეთი უყვართ, იქნებ ლეას დიდმა სიყვარულმა აქ დატოვოს კიდეც გიაო...” უნდოდა, რომ ბედნიერი ყოფილიყო მისი ლეა... და იმასაც გრძნობდა, რომ გიას გარეშე ლეა ვერ იქნებოდა ბედნიერი.
ბორისთან შეხვდა ახალ წელს, ცოტა ხანს კიდევ იჯდა და... ნატაშასთან წავიდა. ნიკოლაიმ სერგეი რომ დაინახა, ძალიან გაუხარდა. - ჯიგარი სიმამრი მყავხარ! ძალიან გაფასებ!... ამაღამ აქ იყავი... ადგილი ყველას გვეყოფა! რა იცი, იქნებ ამაღამდელმა ღამემ უნდა გადაწყვიტოს ლეას ბედი?!...
სერგეის მოსვლამ ცოტა შეაცბუნა გია, მაგრამ მის გაბადრულ სახეს რომ შეავლო თვალი, მიხვდა, რომ სერგეიმაც ყველაფერი იცოდა და პირიქით, მათ ერთად ყოფნას უწყობდა ხელს. უკვირდა გიას, ძალიან უკვირდა ლეას ოჯახის მისდამი ასეთი განწყობა, მაგრამ სასწორის ისარი თავის სასარგებლოდ გადახარა და ეს ყველაფერი ისე მიიღო, თითქოს ასე უნდა ყოფილიყო კიდეც.
- ბავშვებო, რას აპირებთ ახლა? - სერგეი ანდრეიჩ, ზამთრის ტყე მინდა ვნახო!... ხომ შეიძლება?...
სულ სხვა რამ ჰკითხა სერგეიმ გიას, მაგრამ პასუხი იმდენად ბუნებრივი იყო, რომ აღარაფერი უთქვამს და მხოლოდ უხმოდ დაუქნია თავი.
ლეამ ქურქი მოისხა, ფეხზე თექის ჩექმები ამოიცვა და გიას შეხედა. - გია, ფეხი რა ზომა გაქვს? - 42... რატომ მეკითხები? - კარგია, მამას ჩექმები კარგად გექნება... ისე ვერ წახვალ ტყეში. - ლეას დაუჯერე, გია... ჩემი თექები ჩაიცვი... ტყეში გაგიადვილდება სიარული.
გიამ უხმოდ გაიხადა სამხედრო ჩექმები, სერგეის თექები ამოიცვა და ლეას გაჰყვა.
სწრაფად მივიდნენ ტყემდე. უჩვეულო სიჩუმე იყო ტყეში. მაღალი ფიჭვები და ნაძვები თოვლით დამძიმებულ ტოტებს ვერ მართავდნენ. ალაგ-ალაგ ჩამოღწეულ მზის შუქზე ხელუხლებელი მშრალი თოვლი ათასფრად ელავდა და ციმციმებდა. - გია, უსმინე: უუუუუ! – დაიძახა ლეამ და ტყეც მაშინვე გამოეპასუხა თავისი იდუმალი ექოთი: უუუ-უუუუ-უუუუ! და ისევ საოცარი სიჩუმე გამეფდა ირგვლივ.
ხეებს შორის შედარებით ფართო ადგილი შენიშნეს და მიხვდნენ, რომ ამ ადგილას გადიოდა გზა, რომელიც ამჟამად თოვლის სქელ ფენას დაეფარა!.. ამ “გზას” შეყვნენ ტყის სიღრმეში. ისეთი სიჩუმე იყო, რომ ერთმანეთის გულის ბაგა-ბუგიც კი ესმოდათ. უეცრად ლეა შეჩერდა და გიასაც ხელით ანიშნა, “გაჩუმდი და გაჩერდიო”... გიამ დააპირა ეკითხა, “რატომო”, მაგრამ ლეას სახეს რომ შეხედა, კითხვის სურვილი გაუქრა. ლეა შეშინებული სახით უყურებოდა ერთი მიმართულებით და არათუ აღარ მოძრაობდა, მგონი აღარც სუნთქავდა. გიამაც იქით გაიხედა და... თვალებს არ დაუჯერა: მათგან ოციოდე მეტრში იდგა ცხენ-ირემი, უზარმაზარი რქებით. იდგა ისეთი ამაყი და შეუვალი, როგორც ამ ულამაზესი ტყის ბინადარს შეშვენოდა. ცხენ-ირემი მათ შეჰყურებდა, ფრუტუნებდა და თვალით ზომავდა ორივეს. კარგა ხანს იდგნენ ასე... ტყეში გამეფებული სიჩუმე ისევ ცხენ-ირმის ნაბიჯების ხმამ დაარღვია: საოცარი გრაციოზულობით შებრუნდა და წავიდა... ღირსად არ ჩათვალა, თუნდაც მეტოქეებად ეცნო ეს ორი უმშვენიერესი არსება, გია და ლეა... და ვიდრე ცხენ-ირემი სრულად არ მიეფარა თვალს, ორივე ასე გაუნძრევლად იდგა.
- გია... რომ იცოდე, როგორ შემეშინდა! მას ხომ შეეძლო თავის უზარმაზარ რქებზე წამოვეგეთ?! რამხელა იყო?!... - ნუ გეშინია, ლეა! ირემი დათვი ხომ არ არის, რომ თავს დაგესხას?! მთავარია, დაანახო, რომ მას არაფერს ერჩი! არასოდეს შეგეშინდეს ისეთი უწყინარი არსების, როგორიც ირემია! - აბა, რომ იბრძვიან-ხოლმე? - არა, მაგას რომ ჭკუა ჰქონოდა, მე კი უნდა შემბრძოლებოდა, რომ შენ დაესაკუთრებინე, მაგრამ... შენ ხომ ფურ-ირემი არ იყავი?! მოკლედ, ბეწვზე ვართ გადარჩენილები, მე დუელს და შენ – ცხენ-ირმის ცოლობას!... - ხმამაღლა გაეცინა გიას. ლეა დაიხარა და მშრალი თოვლის ფაფუკი გუნდა ესროლა გიას. გია შეხტა და ნაძვის ერთი ტოტი დაქაჩა. და უცებ ამ ნაძვის ტოტებზე დადებული თოვლი ზვავივით წამოვიდა ზევიდან და გია თოვლის უზარმაზრი მასის ქვეშ აღმოჩნდა ჩამარხული. - გიაააა! – იყვირა შეშინებულმა ლეამ და ისტერიული სისწრაფით დაიწყო თოვლიდან გიას გამონთავისუფლება. კარგა ხანს იწვალა. თვალებიდან ღვარად მოსდიოდა ცრემლები. - არ მოკვდე, გია, გაუძელი... არ დაიხრჩო... გეხვეწები, გია!...
და უცებ დაინახა კიდეც, რომ თოვლის ეს ზვინი შეირხა, შემდეგ დაიშალა და ერთიანად თოვლში ამოგანგლული გია გამოძვრა. - ფუჰ, შენი... - ქართულად შეუკურთხა ნაძვს და ლეას მიუბრუნდა, - ლეა, ვერ გამაფრთხილე, რომ ამ ხეების ხელის ხლება არ შეიძლებოდა?... კინაღამ გავიგუდე! - მე რა ვიცოდი, ასე რომ ეცემოდი ნაძვს? - ლეა მონდომებით ფერთხავდა თოვლს გიას თმებიდან, სახიდან, კისრიდან, ტანსაცმლიდან... - აბა, მარტო შენ უნდა გეცე-ხოლმე, ხო? - გაეცინა გიას, ლეას ხელები მოხვია და ძალიან მაგრად აკოცა, - შეგეშინდა, “არ გაიგუდოსო”? - გია, მე მოვკვდები უშენოდ!... არ მიმატოვო!... - წინასწარ ნურაფერზე ფიქრობ, მაგდა! - მაგდა?... გია... მე მაგდა არა ვარ!... - მაპატიე, ლეა! არ ვიცი, რატომ წამომცდა!... მაპატიე... - წამოგცდა იმიტომ, რომ ისევ გიყვარს!... - არ ვიცი, რა გიპასუხო!... ნამდვილად არ ვფიქრობდი ახლა მაგდაზე! შენს თავს გეფიცები... ლეა, მართლა მიყვარხარ! არ ვიცი, რატომ წამომცდა მაგდას სახელი!... - შენ არ ხარ აქ დამრჩენი, გია! ამიტომაც არის, არასოდეს გითქვამს, “არ წავალო”... სულ იმას მეუბნები, “წინასწარ ნუ ფიქრობო”... სახლში დავბრუნდეთ!... - შენ ასე გინდა? - მე მინდა?... არა, მე არ მინდა, გია! მაგრამ... ასე გამოდის. წავიდეთ. ვიდრე აქ ხარ, ვიყოთ ერთად, რამდენადაც გამოგვივა... მერე კი... მე ვერ შეგაჩერებ!... შენი გული აქ არ არის... შენი გული იქ, თბილისშია, გია, შენს თუ სხვის მაგდასთან!... ეს ალბათ ჩემი ბედია! უფრო სწორად კი – უბედობა... წავიდეთ, შემცივდა...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
33. კარგია ახალგაზრდობა..... კარგია ახალგაზრდობა.....
32. გიაააა! – იყვირა შეშინებულმა ლეამ და ისტერიული სისწრაფით დაიწყო თოვლიდან გიას გამონთავისუფლება. კარგა ხანს იწვალა. თვალებიდან ღვარად მოსდიოდა ცრემლები. - არ მოკვდე, გია, გაუძელი... არ დაიხრჩო... გეხვეწები, გია!... არაჩვეულებრივი ლამაზი სიყვარულიაააააააააააააააა!!!!!!!!! გიაააა! – იყვირა შეშინებულმა ლეამ და ისტერიული სისწრაფით დაიწყო თოვლიდან გიას გამონთავისუფლება. კარგა ხანს იწვალა. თვალებიდან ღვარად მოსდიოდა ცრემლები. - არ მოკვდე, გია, გაუძელი... არ დაიხრჩო... გეხვეწები, გია!... არაჩვეულებრივი ლამაზი სიყვარულიაააააააააააააააა!!!!!!!!!
30. გოგო, შენს სექსუალურ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს? გადამრია კაცი! 5 გოგო, შენს სექსუალურ ფანტაზიას საზღვარი არ აქვს? გადამრია კაცი! 5
29. თქვენ სისხლს დავლევ, გრაფომანებო და ვაიმწერლებო... თქვენ კი ელოდეთ, როდის მომბეზრდება მაკულატურის დაწუნება." გრაფი ფერდინანდ ფონ ზეპელინი. 2008-07-14 13:45:01
=))=)) არიქა, გამოუწერეთ რამე ნევროზის საწინააღმდეგო =))
_____________
ისევ იგივეს ვიტყოდი, ლეა მეცოდება გია კიდევ....8-| აქვე დავძენ, არ ვიცი მწერალი ქვეცნობიერად აღნიშნავს ამას თუ ცნობიერად, მაგრამ მაინც... ლეა გამოყვანილია უზადო გარეგნობის გოგონად და მაინც...იგი არც დიმას უყვარდა და არც გიას, ვგონებ... ამით გამოხატულია, რომ გარეგნული სილამაზე საკმარისი არ არის ადამიანის შესაყვარებლად! ;) მე ასე ამოვიკითხე... გაფასებთ ძალიან :)
თქვენ სისხლს დავლევ, გრაფომანებო და ვაიმწერლებო... თქვენ კი ელოდეთ, როდის მომბეზრდება მაკულატურის დაწუნება." გრაფი ფერდინანდ ფონ ზეპელინი. 2008-07-14 13:45:01
=))=)) არიქა, გამოუწერეთ რამე ნევროზის საწინააღმდეგო =))
_____________
ისევ იგივეს ვიტყოდი, ლეა მეცოდება გია კიდევ....8-| აქვე დავძენ, არ ვიცი მწერალი ქვეცნობიერად აღნიშნავს ამას თუ ცნობიერად, მაგრამ მაინც... ლეა გამოყვანილია უზადო გარეგნობის გოგონად და მაინც...იგი არც დიმას უყვარდა და არც გიას, ვგონებ... ამით გამოხატულია, რომ გარეგნული სილამაზე საკმარისი არ არის ადამიანის შესაყვარებლად! ;) მე ასე ამოვიკითხე... გაფასებთ ძალიან :)
28. - და მიზეზი? - მე ქართველი ვარ! :) - და მიზეზი? - მე ქართველი ვარ! :)
27. 24. "და თამარ ბუკიას მინდა გამოვეხმაურო: თქვენ სისხლს დავლევ, გრაფომანებო და ვაიმწერლებო... თქვენ კი ელოდეთ, როდის მომბეზრდება მაკულატურის დაწუნება." გრაფი ფერდინანდ ფონ ზეპელინი. 2008-07-14 13:45:01
გრაფ...ზეპელინ, ეს მე დავწერე? რაღაც არ მახსოვს... არა და სკლეროზს, ნაღდად არ ვუჩივი... პირიქით ჩემი საოცარი მეხსიერება აგიჟებს ხალხს... ასე რომ, ვიდრე რამეს დაწერ, კარგად დაფიქრდი, ამით შეურაცხყოფას ხომ არ აყენებ ვინმეს? და შენთან საბრძოლველი ნაღდად არ მაქვს არაფერი... როგორც აქამდე ვცხოვრობდი და ვარსებობდი უშენოდ, ისე გავაგრძელებ არსებობას! ჩემგან - თავისუფალი ხარ!!! 24. "და თამარ ბუკიას მინდა გამოვეხმაურო: თქვენ სისხლს დავლევ, გრაფომანებო და ვაიმწერლებო... თქვენ კი ელოდეთ, როდის მომბეზრდება მაკულატურის დაწუნება." გრაფი ფერდინანდ ფონ ზეპელინი. 2008-07-14 13:45:01
გრაფ...ზეპელინ, ეს მე დავწერე? რაღაც არ მახსოვს... არა და სკლეროზს, ნაღდად არ ვუჩივი... პირიქით ჩემი საოცარი მეხსიერება აგიჟებს ხალხს... ასე რომ, ვიდრე რამეს დაწერ, კარგად დაფიქრდი, ამით შეურაცხყოფას ხომ არ აყენებ ვინმეს? და შენთან საბრძოლველი ნაღდად არ მაქვს არაფერი... როგორც აქამდე ვცხოვრობდი და ვარსებობდი უშენოდ, ისე გავაგრძელებ არსებობას! ჩემგან - თავისუფალი ხარ!!!
26. ვა, რატომ მაიგნორებ გრაფ? მე მიყვარს ნეგატიური რამე-რუმეები! გელოდები....გრაფინიობას ნუ მომთხოვ და დანარჩენი რაც გინდა!....:D ვა, რატომ მაიგნორებ გრაფ? მე მიყვარს ნეგატიური რამე-რუმეები! გელოდები....გრაფინიობას ნუ მომთხოვ და დანარჩენი რაც გინდა!....:D
25. დიდო ზეპელინო! იქნებ ჩემთანაც გამოიაროოო, ცოტას მეც დაგალევინებდი სისხლს! შეიძლება მოიწამლო,(პასუხს არ ვაგებ);) დიდო ზეპელინო! იქნებ ჩემთანაც გამოიაროოო, ცოტას მეც დაგალევინებდი სისხლს! შეიძლება მოიწამლო,(პასუხს არ ვაგებ);)
24. გრაფო ფერდინანდ ფონ ზეპელინ.... ბრძოლას მიცხადებ? "Я ПРИНИМАЮ БОЙ"!!!!! ("მაუგლი"... რა იცი, როდის გამოადგება ადამიანს ამ წიგნის ცოდნა, ა?!) გრაფო ფერდინანდ ფონ ზეპელინ.... ბრძოლას მიცხადებ? "Я ПРИНИМАЮ БОЙ"!!!!! ("მაუგლი"... რა იცი, როდის გამოადგება ადამიანს ამ წიგნის ცოდნა, ა?!)
23. "გრაფი ფერდინანდ ფონ ზეპელინი.... ჩემი ნიკიდან გამომდინარე,სიტყვა ”გრაფომანმა” გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, პატარა განმარტებას დავდებ:"
ამ ნიკში სად ნახე სიტყვა "გრაფომანი"?.... შენ მაგრად ურევ, აი?!... "გრაფი ფერდინანდ ფონ ზეპელინი.... ჩემი ნიკიდან გამომდინარე,სიტყვა ”გრაფომანმა” გაუგებრობა რომ არ გამოიწვიოს, პატარა განმარტებას დავდებ:"
ამ ნიკში სად ნახე სიტყვა "გრაფომანი"?.... შენ მაგრად ურევ, აი?!...
22. ნიკიიიი, მეშინია, მიშველე! :(( ისედაც დაბალწნევიანი ვაააარ! :(( კიდევ სისხლისგან დაცლა მინდა? ;;)
რა გითხრა, აბა, ჩემო გრაფო...ზეპელინო თუ გრაფო ... დრაკულა! ჩემს მეტი საბრძოლველი თუ ვერ ნახე, "აჰა, ბატონო, აქა ვარ... დამკვნიტე, დამთქვირე... არსად არ გავრბივარ მე!" (მხ.ფ."მე, ბებია, ილიკო და ილარიონი")...
მე არ გებრძვი, იმიტომ, რომ შენნაირი უნდა ვიყო, შენ რომ გებრძოლო! :))
და თუ შენ იმიტომ მებრძვი, რომ შენნაირი გგონივარ?!... ;;) არა, რა... რატომ მებრძვი?! მაინც არ მესმის... :-? ნიკიიიი, მეშინია, მიშველე! :(( ისედაც დაბალწნევიანი ვაააარ! :(( კიდევ სისხლისგან დაცლა მინდა? ;;)
რა გითხრა, აბა, ჩემო გრაფო...ზეპელინო თუ გრაფო ... დრაკულა! ჩემს მეტი საბრძოლველი თუ ვერ ნახე, "აჰა, ბატონო, აქა ვარ... დამკვნიტე, დამთქვირე... არსად არ გავრბივარ მე!" (მხ.ფ."მე, ბებია, ილიკო და ილარიონი")...
მე არ გებრძვი, იმიტომ, რომ შენნაირი უნდა ვიყო, შენ რომ გებრძოლო! :))
და თუ შენ იმიტომ მებრძვი, რომ შენნაირი გგონივარ?!... ;;) არა, რა... რატომ მებრძვი?! მაინც არ მესმის... :-?
21. ვახ ეს ვამპირიც ყოფილა, სისხლს დავლევო.
გრაფი დრაკულა :( ოოო, გამბურძგლა ტანში. :) ვახ ეს ვამპირიც ყოფილა, სისხლს დავლევო.
გრაფი დრაკულა :( ოოო, გამბურძგლა ტანში. :)
20. არა, ვიკა, გრაფი მხოლოდ სხვებს აკრიტიკებს... "თავად წერა არ შემიძლია და ვერ ვწერო"... დაანებეთ თავი... ბოლოს და ბოლოს მობეზრდება სხვისი დაწუნება და თავად დაწერს რამეს, მისთვის ღირებულს!... მიხარია, რომ დაბრუნდი! მომენატრე! არა, ვიკა, გრაფი მხოლოდ სხვებს აკრიტიკებს... "თავად წერა არ შემიძლია და ვერ ვწერო"... დაანებეთ თავი... ბოლოს და ბოლოს მობეზრდება სხვისი დაწუნება და თავად დაწერს რამეს, მისთვის ღირებულს!... მიხარია, რომ დაბრუნდი! მომენატრე!
19. ჩამოვედი და სიამოვნებით წავიკითხე. 5
ბატონო გრაფო, ეგებ მოგეწოდებინათ თქვენს მიერ საინტერესო ფორმით დაწერილი და გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ ამბის მოყოლა არ იქნებოდა. ჩამოვედი და სიამოვნებით წავიკითხე. 5
ბატონო გრაფო, ეგებ მოგეწოდებინათ თქვენს მიერ საინტერესო ფორმით დაწერილი და გამორჩეული ნაწარმოები, რომელიც მხოლოდ ამბის მოყოლა არ იქნებოდა.
18. გრაფი ფერდინანდ ფონ ზეპელინი - არის "ადარნასე"!!!
ზუსტად ეს ფრაზა მომწერა ერთ-ერთ წერილზე :"ლიტერატურა არაა მხოლოდ ამბის მოყოლა."... აბა რა არის, შეჩემა?! ვლასი კორიფაძის საფლავზე ქეიფია ლიტერატურა?! აქაც ბლატაობ, ჯიგარო?! გრაფი ფერდინანდ ფონ ზეპელინი - არის "ადარნასე"!!!
ზუსტად ეს ფრაზა მომწერა ერთ-ერთ წერილზე :"ლიტერატურა არაა მხოლოდ ამბის მოყოლა."... აბა რა არის, შეჩემა?! ვლასი კორიფაძის საფლავზე ქეიფია ლიტერატურა?! აქაც ბლატაობ, ჯიგარო?!
17. ბოლომდე ვერ მოვასწარი წაკითხვა! 5 ბოლომდე ვერ მოვასწარი წაკითხვა! 5
16. როგორც ყოველთვის5 როგორც ყოველთვის5
15. მოწიწებული სალამი თამარ. მოწიწებული სალამი თამარ.
14. ნეკერ, მეც, კაი ხანია, 38-ს გადავცდი, ასე რომ... ეს "მაზოლი" მეც მაქვს! :)) ნეკერ, მეც, კაი ხანია, 38-ს გადავცდი, ასე რომ... ეს "მაზოლი" მეც მაქვს! :))
13. ნიკი კაი გამიცვალე :D შენ მნახავ თუ ნაცნობს გამოატან? :? =)) ნიკი კაი გამიცვალე :D შენ მნახავ თუ ნაცნობს გამოატან? :? =))
12. ვა ნეკერ, მე მაქვს 38-ბი და გაგიცვლი გინდა? :D ვა ნეკერ, მე მაქვს 38-ბი და გაგიცვლი გინდა? :D
11. იქ შემეშალა 4.45 ქულა უნდა ყოფილიყო :P იქ შემეშალა 4.45 ქულა უნდა ყოფილიყო :P
10. ეეე, კაი რა თამარ, მე რომ 40 ზომა მაქვს ფეხი და ხარაზები მჩაგრავენ შენც უნდა დამაბიჯო მაზოლზე? :)) ეეე, კაი რა თამარ, მე რომ 40 ზომა მაქვს ფეხი და ხარაზები მჩაგრავენ შენც უნდა დამაბიჯო მაზოლზე? :))
9. ნიკი, კიდევ ერთი თავი-ღა მოითმინე და აიტანე ლეა და გია... ხომ უნდა დაბრუნდეს საქართველოში?! :) და გპირდები, ასეთი სცენებით აღარ "გაგაბრუებ"... "ამოიხრიალას" შევცვლი... ჯერ არ ვიცი, რითი, მაგრამ... რა ვიცი, რა ხმა შეიძლება ამოუშვას ამ დროს კაცმა? რაც შეეხება 42 ნომერს, რა ვქნა, ყველაზე "ხადავოი" ნომერია, ისე როგორც ქალის 38... :-? და თექის ჩექმები კიდევ - ლეას მამას ჰქონდა და არა მე... თორემ ნაღდად არ დაგიჭერდი... ასე რომ SORRY... ;;)
ვიხალისე კომენტარზე. ასე, რა! :) ხო, ისე, 4,5 ქულას - 5-მდე ვამრგვალებთ პედაგოგები... აი, სად გამოჩნდა, რომ მასწავლებელი არ ხარ! :)) მაგრამ, მე შენი კომენტარი უფრო მინდოდა, ვიდრე ქულა... გმადლობ დაფასებისთვის! ნიკი, სულ არ ვფიქრობ ქულებზე, მართლა! ნიკი, კიდევ ერთი თავი-ღა მოითმინე და აიტანე ლეა და გია... ხომ უნდა დაბრუნდეს საქართველოში?! :) და გპირდები, ასეთი სცენებით აღარ "გაგაბრუებ"... "ამოიხრიალას" შევცვლი... ჯერ არ ვიცი, რითი, მაგრამ... რა ვიცი, რა ხმა შეიძლება ამოუშვას ამ დროს კაცმა? რაც შეეხება 42 ნომერს, რა ვქნა, ყველაზე "ხადავოი" ნომერია, ისე როგორც ქალის 38... :-? და თექის ჩექმები კიდევ - ლეას მამას ჰქონდა და არა მე... თორემ ნაღდად არ დაგიჭერდი... ასე რომ SORRY... ;;)
ვიხალისე კომენტარზე. ასე, რა! :) ხო, ისე, 4,5 ქულას - 5-მდე ვამრგვალებთ პედაგოგები... აი, სად გამოჩნდა, რომ მასწავლებელი არ ხარ! :)) მაგრამ, მე შენი კომენტარი უფრო მინდოდა, ვიდრე ქულა... გმადლობ დაფასებისთვის! ნიკი, სულ არ ვფიქრობ ქულებზე, მართლა!
8. ისა და მაგდა მომენატრა :) რაღაც ძალიან დიდხანს მოგვიწია ამ ცივ რუსეთში დარჩენა :)
ისე, კი ვფქირობ ხოლმე რა ჯობია ის კარგი ქართული ტრადიციები თუ უფრო ლიბერალური მიდგომა. თუნდაც უცხოელის ( კონკრეტულად რუსის ) ცოლად მოყვანაზე ან თუნდაც ბევრ სხვა რამეზეც. არავინ იცის რომელი მიდგომაა სწორი და რომელი მიმართულებით წავალთ, მე კი ვფიქრობ , ვფიქრობ და ვერ ვპოულობ პასუხს.
კარგად იკითხება, მოლოდინით გმუხტავს. ისე კი გადატვირთულია ეროტიკული სცენებით ( მი ტოჟე ლუდი თამარ ვააა ). სუსტი გულის, ან ძლიერი ვნების პატრონებს ვთხოვ ნუ წაიკითხავენ :)
ცოტა ეს არ იჯდა რეალობაში "ღამის 2 საათამდე ტელევიზორსაც უყურეს: “Голубой огонек” გადიოდა. " იქვე სცადა გამოესწორებინა და "უფრო სწორად, კი არ უყურებდნენ, გრძნობდნენ, რომ ეს გადაცემა მიდიოდა... "
მაგრამ მაინც არ უშველის ეგ საქმეს რა ეგალუბოიაგანოკებოდათ ნეტავ :D
"- არ დამვიწყებია... დაგინახო მინდა! სრულად, მთლიანად დაგინახო! - ამოიხრიალა გიამ " აქ ამოიხრიალას მაგივრად, სხვა სიტყვა ვერ ვიპოვნე, მაგრამ ეგეც მეუადგილოება :(
მოკლედ კარგია და კარგი 4 ქულა ან 4,5 :)
პ.ს. ა მეჟდუ პროჩემ, 42-ი ნე უ ვალიკო, ა უ მენია :D ისა და მაგდა მომენატრა :) რაღაც ძალიან დიდხანს მოგვიწია ამ ცივ რუსეთში დარჩენა :)
ისე, კი ვფქირობ ხოლმე რა ჯობია ის კარგი ქართული ტრადიციები თუ უფრო ლიბერალური მიდგომა. თუნდაც უცხოელის ( კონკრეტულად რუსის ) ცოლად მოყვანაზე ან თუნდაც ბევრ სხვა რამეზეც. არავინ იცის რომელი მიდგომაა სწორი და რომელი მიმართულებით წავალთ, მე კი ვფიქრობ , ვფიქრობ და ვერ ვპოულობ პასუხს.
კარგად იკითხება, მოლოდინით გმუხტავს. ისე კი გადატვირთულია ეროტიკული სცენებით ( მი ტოჟე ლუდი თამარ ვააა ). სუსტი გულის, ან ძლიერი ვნების პატრონებს ვთხოვ ნუ წაიკითხავენ :)
ცოტა ეს არ იჯდა რეალობაში "ღამის 2 საათამდე ტელევიზორსაც უყურეს: “Голубой огонек” გადიოდა. " იქვე სცადა გამოესწორებინა და "უფრო სწორად, კი არ უყურებდნენ, გრძნობდნენ, რომ ეს გადაცემა მიდიოდა... "
მაგრამ მაინც არ უშველის ეგ საქმეს რა ეგალუბოიაგანოკებოდათ ნეტავ :D
"- არ დამვიწყებია... დაგინახო მინდა! სრულად, მთლიანად დაგინახო! - ამოიხრიალა გიამ " აქ ამოიხრიალას მაგივრად, სხვა სიტყვა ვერ ვიპოვნე, მაგრამ ეგეც მეუადგილოება :(
მოკლედ კარგია და კარგი 4 ქულა ან 4,5 :)
პ.ს. ა მეჟდუ პროჩემ, 42-ი ნე უ ვალიკო, ა უ მენია :D
7. ძალიან კარგი გაგრძელებაა! სასიყვარულო სცენები ხომ ..... ლაპარაკიც აღარ მინდა, ულამაზესია, დაამუნჯებს ადამიანს და სუნთქვას შეუკრავს! ეპიზოდი "ცხენ ირემზე" ეტყობა რომ გამოგონილი არაა, როცა ვკითხულობდი მაშინვე მივხვდი ამას! მოკლეD კეთილი იყოს "მაგდას"დაბრუნება საიტზე >:D< და 5 ავტორს, კარგი თხრობისთვის! :-* ძალიან კარგი გაგრძელებაა! სასიყვარულო სცენები ხომ ..... ლაპარაკიც აღარ მინდა, ულამაზესია, დაამუნჯებს ადამიანს და სუნთქვას შეუკრავს! ეპიზოდი "ცხენ ირემზე" ეტყობა რომ გამოგონილი არაა, როცა ვკითხულობდი მაშინვე მივხვდი ამას! მოკლეD კეთილი იყოს "მაგდას"დაბრუნება საიტზე >:D< და 5 ავტორს, კარგი თხრობისთვის! :-*
6. ძალიან კარგია 5 ძალიან კარგია 5
5. :) ძალიან მართალია :) :) ძალიან მართალია :)
4. აქ აღარ ვწერ კომენტარებს.. მაგრამ...რა ვქნა..ბრწყინვალეა თამარ!უბრალოდ ბრავო! და გაგრძელებააააააა,ცოტაააა (ხო ''უსინდისო ვარ,ვიცი,მარა..) აქ აღარ ვწერ კომენტარებს.. მაგრამ...რა ვქნა..ბრწყინვალეა თამარ!უბრალოდ ბრავო! და გაგრძელებააააააა,ცოტაააა (ხო ``უსინდისო ვარ,ვიცი,მარა..)
3. როდის შეურიგდა ლეა გიას? :)
გამომრჩა ალბათ ის თავი :)
როდის შეურიგდა ლეა გიას? :)
გამომრჩა ალბათ ის თავი :)
2. კარგად ყვებ თამარ... რაო,მაშ ქართველობა დიდი ტვირთიაო?! :) კარგად ყვებ თამარ... რაო,მაშ ქართველობა დიდი ტვირთიაო?! :)
1. ცხენ-ირემთან შეხვედრისა და თოვლში ჩამარხვის სცენა ნამდვილ ამბავს ეფუძნება. თავად გადამხდა ამისთანა რამ მოსკოვის გარეუბნის ტყეში. მე და ჩემი მოსკოველი დედობილი შევხვდით უზარმაზარ ცხენ-ირემს და მე თავად ჩავიმარხე თოვლში! :)) ცხენ-ირემთან შეხვედრისა და თოვლში ჩამარხვის სცენა ნამდვილ ამბავს ეფუძნება. თავად გადამხდა ამისთანა რამ მოსკოვის გარეუბნის ტყეში. მე და ჩემი მოსკოველი დედობილი შევხვდით უზარმაზარ ცხენ-ირემს და მე თავად ჩავიმარხე თოვლში! :))
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|