ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფედრა
ჟანრი: პოეზია
20 ივნისი, 2010


უკვე გოგონები მოვლენ სკოლიდანაც...

       

უკვე გოგონები მოვლენ სკოლიდანაც...
მხოლოდ ერთად-ერთი აზრის დებულებით
მისდევ ხელგაყრილი შიმშილს რომლიდანც
დილამ გააღვიძა შორისდებულები.

მუდამ პატარებთან ერთად მოთამაშე
მოდის დილით-ა და ჩუმად იღიმება
უნდა ჩაეთვალოს წვლილის შეტანაში...
შენ კი-მოხრიალე ყელით ეღობები.

გზები მოსისინე,როგორც ქალაქია
გიწოვს.აღარცერთი დაგრჩა ირაოდან,
ყველა ძველია და გადასალაქია...
მაინც ეუბნები-,,წამო-ვიაროთო".

მისდევ.გიკანკალებს უკვე ნაბიჯები
იცი ყისმათები თითქოს გაგრიყავენ,
რადგან უპირატესს წყევლას ანიჭებენ,
რათა გათქმევინონ არშობილიყავი.

სახლი.პატარები ოკიანისფერი
თვალით გიყურებენ.წყდება ლიტანია.
თუმცა გიკავია ხელში არაფერი,
მაიც კითხულობენ,,რა მოგვიტანეო"

შიმშილს მოხრიალე ყელით ეღობები
მხოლოდ ერთად-ერთი აზრის დებულებით,
მათთან არ მიუშვა,თუმცა იღიმება
შენში ამოოხვრის შორისდებულები.





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები