ეს ცა საბოლოოდ შემშლის, ეს ზღვა გადამაგდებს შორს, გესმის? სიძულვილი მღერის სიახლოვეს და სიყვარულს მთხოვს. არა... არგახსენება, არდაბრუნება, აქ სუნთქვაც რთული ყოფილა თურმე, დავედევნები სულმოუთქმელად მზის ბასრი სხივით ჩახეულ ღრუბლებს. დავედევნები უბრალო სიტყვებს დავიმალები შიშველ ქარებში, გრძნობები ხელით ვერ მეხებიან და ვხვდები ღამეს სიცხით გალეშილს. არა... ეს ცა საბოლოოდ შემშლის, ეს ზღვა გადამაგდებს შორს, გესმის? აქ სიკვდილიც მღერის სიახლოვეს და სიყვარულს მთხოვს. არა... გაგიხსენებ უმწეოს და უსიცოცხლოს, ჩემს სიზმარში, ვცდი, გიპოვი საშველს დავიძინებ გატყავებულ დროში, მოგონებებს ამოვიდებ თავქვეშ. არა... ისევ მანგრევს, სინატიფე მანგრევს (ძველებურად გადამხვია ღამემ ხელი) ჩემს სიზმარში ვერ გიპოვი საშველს გაუძელი, გაუძელი, გაუძელი... არა... გზა შორი, განცდა, განმარტოება, მთვლემარე სხივი, სიმართლე ერთი: დავცინე ზეცას და სინანულით მარიდებს მზერას ობოლი ღმერთი. გადასხვაფერდა ყოფნა და დრომ კი წვიმით ჩახეულ ნისლში მატარა, იბოდიალა უმიზნოდ ფიქრმაც გადამტვრეული ფრთების ამარა... არა... არგახსენება, არდაბრუნება, არარსებობა მასწავლის ლოცვას, რომ ვეზიარო მთელი სხეულით მთელი არსებით პირვანდელ ცოდვას. მერე კი მოვალ, წმინდა და სუფთა, შიშველ ქარივით ცოცხალი, შმაგი, შევალ ქურდივით შენს მკრთალ სივრცეში, სადაც ღიმილი დავტოვე ყალბი.
და გაგიხსენებ ისევ უმწეოს, მაგრამ მაინც ვერ გიპოვი საშველს, რადგან _ ყველა მოგონება მოკვდა, რაც კი _ჩუმად ამოვიდე თავქვეშ. არა... ვიცი სიძულვილი მიხმობს, სიკვდილიც კი სიახლოვეს მთხოვს, სადაც ეს ცა საბოლოოდ შემშლის, სადაც ეს ზღვა გადამაგდებს შორს.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
28. გზა შორი, განცდა, განმარტოება, მთვლემარე სხივი, სიმართლე ერთი: დავცინე ზეცას და სინანულით მარიდებს მზერას ობოლი ღმერთი. გადასხვაფერდა ყოფნა და დრომ კი წვიმით ჩახეულ ნისლში მატარა, იბოდიალა უმიზნოდ ფიქრმაც გადამტვრეული ფრთების ამარა...
++ გზა შორი, განცდა, განმარტოება, მთვლემარე სხივი, სიმართლე ერთი: დავცინე ზეცას და სინანულით მარიდებს მზერას ობოლი ღმერთი. გადასხვაფერდა ყოფნა და დრომ კი წვიმით ჩახეულ ნისლში მატარა, იბოდიალა უმიზნოდ ფიქრმაც გადამტვრეული ფრთების ამარა...
++
27. ეს მომეწონა -მზის ბასრი სხივით ჩახეულ ღრუბლებს. ეს მომეწონა -მზის ბასრი სხივით ჩახეულ ღრუბლებს.
26. ვიცი სიძულვილი მიხმობს, სიკვდილიც კი სიახლოვეს მთხოვს, სადაც ეს ცა საბოლოოდ შემშლის, სადაც ეს ზღვა გადამაგდებს შორს.
kargia, qal(?)batono guranda!
ვიცი სიძულვილი მიხმობს, სიკვდილიც კი სიახლოვეს მთხოვს, სადაც ეს ცა საბოლოოდ შემშლის, სადაც ეს ზღვა გადამაგდებს შორს.
kargia, qal(?)batono guranda!
24. დიდი მადლობა, მაკა დიდი მადლობა, მაკა
23. დავედევნები სულმოუთქმელად მზის ბასრი სხივით ჩახეულ ღრუბლებს
მოგონებებს ამოვიდებ თავქვეშ
(ძველებურად გადამხვია ღამემ ხელი)
ეს სიტყვები ყველაზე მეტად მომეწონა :) წარმატებები, ავტორო! :) დავედევნები სულმოუთქმელად მზის ბასრი სხივით ჩახეულ ღრუბლებს
მოგონებებს ამოვიდებ თავქვეშ
(ძველებურად გადამხვია ღამემ ხელი)
ეს სიტყვები ყველაზე მეტად მომეწონა :) წარმატებები, ავტორო! :)
22. არ მომწონს გაწელილია თითქოს,თანაც რიტმი ირღვევა არ მომწონს გაწელილია თითქოს,თანაც რიტმი ირღვევა
21. კარგია,მაგრამ რითმი ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, თუმცა ლექსი თქვენია,კარგო.მე მიყვარს მინორული ნოტები. კარგია,მაგრამ რითმი ჩემი აზრით მნიშვნელოვანია, თუმცა ლექსი თქვენია,კარგო.მე მიყვარს მინორული ნოტები.
20. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა ავტორმა ძალიან სამართლიანად უპასუხა ჩემს კომენტარს "არ ვარგა"- ამას ჩინურ "ტაპოჩკებზე" თუ იტყვიან და არაა ლექსსზე, ამიტომ, ნუნუნუნუ, "მომწონს" ან "არ "მომწონს". არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ერთ-ერთმა ავტორმა ძალიან სამართლიანად უპასუხა ჩემს კომენტარს "არ ვარგა"- ამას ჩინურ "ტაპოჩკებზე" თუ იტყვიან და არაა ლექსსზე, ამიტომ, ნუნუნუნუ, "მომწონს" ან "არ "მომწონს".
18. არც ეს მომეწონა.:) არც ეს მომეწონა.:)
17. დავცინე ზეცას და სინანულით მარიდებს მზერას ობოლი ღმერთი.
კარგი შედარებები გაქვს.. ისე დიდ ლექსებს კი წერ მოცულობით ,მაგრამ ეგ არაფერი,შინაარსი გასაგებია.. წარმატებები :) 5! დავცინე ზეცას და სინანულით მარიდებს მზერას ობოლი ღმერთი.
კარგი შედარებები გაქვს.. ისე დიდ ლექსებს კი წერ მოცულობით ,მაგრამ ეგ არაფერი,შინაარსი გასაგებია.. წარმატებები :) 5!
16. ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რომელიც ძლიერ გავს პოსტორგაზმულ ზიზღს. თუმცა ლექსი კარგია ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ რაღაც უცნაური გრძნობა გამიჩნდა, რომელიც ძლიერ გავს პოსტორგაზმულ ზიზღს. თუმცა ლექსი კარგია
15. დავცინე ზეცას და სინანულით მარიდებს მზერას ობოლი ღმერთი. გადასხვაფერდა ყოფნა და დრომ კი წვიმით ჩახეულ ნისლში მატარა, იბოდიალა უმიზნოდ ფიქრმაც გადამტვრეული ფრთების ამარა...
სევდიანია და გრძნობიერი! კეთილი სურვილები ჩემგან და წარმატებები! დავცინე ზეცას და სინანულით მარიდებს მზერას ობოლი ღმერთი. გადასხვაფერდა ყოფნა და დრომ კი წვიმით ჩახეულ ნისლში მატარა, იბოდიალა უმიზნოდ ფიქრმაც გადამტვრეული ფრთების ამარა...
სევდიანია და გრძნობიერი! კეთილი სურვილები ჩემგან და წარმატებები!
13. კარგია, მაგრამ რითმიდან ვარდები ხანდახან. უბრალო რჩევაა ნელ ნელა დაიხვეწება. დანარჩენი მომეწონა. კარგია, მაგრამ რითმიდან ვარდები ხანდახან. უბრალო რჩევაა ნელ ნელა დაიხვეწება. დანარჩენი მომეწონა.
10. რაღაც საშინელი წინათგრძნობის შეგრძნება დამიტოვა, სიტყვებით ვერ ავხსნი... მომეწონა :) რაღაც საშინელი წინათგრძნობის შეგრძნება დამიტოვა, სიტყვებით ვერ ავხსნი... მომეწონა :)
9. ვიცი ახლა სიძულვილი მიხმობს სადღაც ეს ცა საბოლოოდ შემშლის სიკვდილიც რომ სიმახლოვეს მომთხოვს მაშინ ეს ზღვა მე შორს გადამისვრის....
ძალიან კარგია მაგრამ.... მაგრამ. ჰო მშვენიერია მაგრამ.... მერე მიხვდები რატომ. ვიცი ახლა სიძულვილი მიხმობს სადღაც ეს ცა საბოლოოდ შემშლის სიკვდილიც რომ სიმახლოვეს მომთხოვს მაშინ ეს ზღვა მე შორს გადამისვრის....
ძალიან კარგია მაგრამ.... მაგრამ. ჰო მშვენიერია მაგრამ.... მერე მიხვდები რატომ.
8. normaluria! warmatebebi! normaluria! warmatebebi!
7. ვიცი სიძულვილი მიხმობს, სიკვდილიც კი სიახლოვეს მთხოვს, სადაც ეს ცა საბოლოოდ შემშლის, სადაც ეს ზღვა გადამაგდებს შორს.
კარგია ძალიან +2 ვიცი სიძულვილი მიხმობს, სიკვდილიც კი სიახლოვეს მთხოვს, სადაც ეს ცა საბოლოოდ შემშლის, სადაც ეს ზღვა გადამაგდებს შორს.
კარგია ძალიან +2
6. ვერ მომეწონა ვერ მომეწონა
5. ეს ცა საბოლოოდ შემშლის, ეს ზღვა გადამაგდებს შორს, გესმის? აქ სიკვდილიც მღერის სიახლოვეს და სიყვარულს მთხოვს.
ეს კარგი იყო......... +5 ეს ცა საბოლოოდ შემშლის, ეს ზღვა გადამაგდებს შორს, გესმის? აქ სიკვდილიც მღერის სიახლოვეს და სიყვარულს მთხოვს.
ეს კარგი იყო......... +5
4. გენაცვალე55555 გენაცვალე55555
2. რიტმი ირღვევა ხოლმე მარა დაწერს უკეთ,წარმატებები რიტმი ირღვევა ხოლმე მარა დაწერს უკეთ,წარმატებები
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|