ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: natinat
ჟანრი: პოეზია
23 ივნისი, 2010


რატომ გამწირე დედა?! ანუ აბორტი...

ციცქნა ოცნება მე შემიცვალა გამზაკვრებულმა დარდმა და სევდამ.
როცა სიკვდილმა დამიმარტოვა, რკინის ხელები შემახო, დედა!
როგორ მინდოდა, რომ მომხვეოდი, ნაზი თვალებით შემოგეხედა,
სულ ერთხელ მაინც რომ აგეყვანე, რა მოხდებოდა დედიკო, ნეტა?!
ერთხელ მაინც რომ ჩამხუტებოდი, არ დამკარგავდი, ალბათ...
ნეტავ ასეთი რა დაგიშავე, ან კი სად იყო მამა?
ცოცხალი მყევხარ დედი ტკბილო და... ობოლი მქვია, მაინც...
შენში მომკალი, სულ წამართვი. დედიკო! მტკივა! ვაი!..
გეწოვებინა ნეტაც ძუძუ და თბილად გყოლოდი უბეში,
ახლა სიცივე შემომპარვია, ქარი მიხუტებს უხეში...
გარეთ გავათევ ამ უკუნ ღამეს, არ ვიცი წავალ საით,
დედი გამწირე და მომიშორე, მე კი მიყვარხარ მაინც!..



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები