ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მიშო-მესამე
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2010


ცოლს...

ახალგაღვიძებულს, ფანჯრის გაღებისას,
როცა იღლიები გიჩანს ოდნავად, მე
ვხვდები თუ რა მძიმე როლი დამეკისრა,
სუნთქვას ჩემეული გრძნობა რომ გავანდე.


შენში მილიონი არის "ქალური" და
ვამჩნევ ნოლზე კვდება სულში რომანტიკა,
შენი სიყვარული მრავალს გაუვლიდა,
სანამ "მარტოხელად" მარტოს მომაკითხა

ფანჯრის გაღებისას, რაფა გაიღიმებს,
ვიცი, მასაც უყვარს შენი იდაყვები,
იცი, ის სიზმრები, ყველა დავიჭირე,
სადღაც, ღამღამობით,მშვიდად რომ დაგყვება


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები