 | ავტორი: ის.... ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 29 ივნისი, 2010 |
"ჭეშმარიტება ოცნებაშია" ბექა აბუთიძე
მკვდარ ქალაქში ადამიანებმა სიცოცხლე გადაიფიქრეს და სუნთქვა შეწყვიტეს. უჰაერობისგან გალურჯებული სახეებით უკანასკნელად ილოცეს :" მამო ჩვენო, რომელი იყავ ცათა შინა" და ერთმანეთს თვალებიდან ამოაცალეს ღმერთი. დამჭკნარი ხელებით ციდან მზე ჩამოხსნეს, სამხრეთის კედელთან დამარხეს და გვითხრეს, რომ აღარ ჰქონდა აზრი თვალების გახელას. მას შემდეგ დახუჭობანა აღარ გვითამაშია... მერე მოვიდნენ და ყველა დარაბა დაგვიხურეს. მოკლედ შეგვაჭრეს თმა, დაგვაჯერეს, რომ ასე უფრო გვიხდებოდა... ჩვენ თოჯინები გადავარჩინეთ, ქალაქის გარეთ, ნაგავსაყრელზე დავტოვეთ ისინი. მათ დაიჯერეს, რომ ჩვენ გავიზარდეთ და არ უტირიათ... მერიენი მაშინ ყველა ბავშვის მაგივრად ტიროდა. მე არ ვცდილობდი მის დამშვიდებას, უბრალოდ ცრემლებს ვწმენდი თვალებიდან და გაუთავებლად ვიმეორებდი: " უნდა გვჯეროდეს... უნდა გვჯეროდეს..." ------------------ ჩვენ გავიზარდეთ და შევიყვარეთ წვიმა, რომელიც გვეხმარებოდა, გვეტირა ყველასგან შეუმჩნევლად. ვიცოდი, ერთ დღეს მერიენი მეტყოდა : "მე მომბეზრდა ხედი ჩემი თვალებიდან...". ვცდილობდი, მაგრამ დღემდე ვერ გამოვიგონე ის სიტყვა, რაც წასვლის მომენტში უნდა მეთქვა მისთვის... ------------------ სახურავიდან ვუყურებ მკვდარ ქალაქს. ყველაფერი ისეა, როგორც გუშინ იყო და როგორც ხვალ იქნება... მე მინდა რაღაც შეიცვალოს. ახლა თვალებს დავუჭავ და დროს ჩავმწყვდევ ჩემში... ჩურჩულით ვიტყვი, მაგრამ ის მაინც გაიგებს. -მერიენ, დაამტვრიე ერთადერთი გადარჩენილი ქვიშის საათი, ჩამოხსენი საქანელა ჩვენი ხიდან და წადი, იქ, სადაც არ დადიან მუდმივად ჯიბეში ხელჩაყოფილი, მზერით მიწას გაკრული ადამიანები, სადაც არ აქვთ მაკრატლები და ყველა გოგონას გრძელი თმა აქვს... გააღე მკვდარი ქალქის კარი და წადი, გადაგვაბიჯე... იცხოვრე ტბის პირას, პატარა სახლში, რომლის დარაბებიც არასოდეს დაიკეტება. შეაგროვე სიმშვიდე და თვალებში ჩაიტიე ღმერთი... -მერიენ, რომ გახვალ კარი ღია დატოვე... მერე, როცა ვერც მე ვეღარ გავუძლებ ხედს სახურავიდან, მოვალ და შენი სახლის კარს გარედან მივაწერ ფერადი ცარცით : " აქ ცხოვრობს მერიენი, ყველაზე დიდი მეოცნებე..."
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
41. ვერ ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას :| ვერ ვუერთდები საერთო აღფრთოვანებას :|
39. ძალიან კარგია, ძალიან!!! მშვენიერი!!! გაიხარე შენა!!! ძალიან კარგია, ძალიან!!! მშვენიერი!!! გაიხარე შენა!!!
38. vaime,ra magariaaaa... -მერიენ, რომ გახვალ კარი ღია დატოვე... მერე, როცა ვერც მე ვეღარ გავუძლებ ხედს სახურავიდან, მოვალ და შენი სახლის კარს გარედან მივაწერ ფერადი ცარცით : " აქ ცხოვრობს მერიენი, ყველაზე დიდი მეოცნებე..." :-*:-* vaime,ra magariaaaa... -მერიენ, რომ გახვალ კარი ღია დატოვე... მერე, როცა ვერც მე ვეღარ გავუძლებ ხედს სახურავიდან, მოვალ და შენი სახლის კარს გარედან მივაწერ ფერადი ცარცით : " აქ ცხოვრობს მერიენი, ყველაზე დიდი მეოცნებე..." :-*:-*
37. Shadows of Time
And now, you are a rain tree And bring down the Stars From the Heaven!
It happens.
Sky is the limit- Once you said.
An image larger than your life You have created.
It happened.
Crossing over the limit of Your own, you have become A tree touching the hands of My God unreachable!
There is nothing limitless Except the shadows of Time I want to touch...
Braja K Sarkar
ჩემი საყვარელი ლექსი მოგიტანე:-* Shadows of Time
And now, you are a rain tree And bring down the Stars From the Heaven!
It happens.
Sky is the limit- Once you said.
An image larger than your life You have created.
It happened.
Crossing over the limit of Your own, you have become A tree touching the hands of My God unreachable!
There is nothing limitless Except the shadows of Time I want to touch...
Braja K Sarkar
ჩემი საყვარელი ლექსი მოგიტანე:-*
36. მე აჩრდილების მეგობარი ვარ... მექანიკური მზე აღარ ამოდის.... მე აჩრდილების მეგობარი ვარ... მექანიკური მზე აღარ ამოდის....
35. . . . . . .. ... . . . . მოვედი ერთი დღით.... . . . . . .. ... . . . . მოვედი ერთი დღით....
34. ჰეი,ხააალხ......:-*:-*:-* :) ჰეი,ხააალხ......:-*:-*:-* :)
33. აი ეს მინდოდა ეხლა მე!
შეყვარებული ვარ ამ გვერდზე... ძალიან კარგი ხარ :-* :-* აი ეს მინდოდა ეხლა მე!
შეყვარებული ვარ ამ გვერდზე... ძალიან კარგი ხარ :-* :-*
32. არ გიფიქრია, ერთი დიდი რაღაც დაწერო? გამოგივიდოდა, მგონი :)
შეაგროვე სიმშვიდე და თვალებში ჩაიტიე ღმერთი...
არ გიფიქრია, ერთი დიდი რაღაც დაწერო? გამოგივიდოდა, მგონი :)
შეაგროვე სიმშვიდე და თვალებში ჩაიტიე ღმერთი...
31. რა ვქნა აპათი :( სხვანაირად არ ხერხდება :( მრჩება გული და სული :( რა ვქნა აპათი :( სხვანაირად არ ხერხდება :( მრჩება გული და სული :(
29. წავედი მე ერთი თვით : )
მომენატრებით : ) ნუ ყველა არა ეხლა :D :D წავედი მე ერთი თვით : )
მომენატრებით : ) ნუ ყველა არა ეხლა :D :D
28. ეს გარედან მაქვს წაკითხული და მაგარია! ეს გარედან მაქვს წაკითხული და მაგარია!
27. ანეეეე, ნაააატაა :-* :-*
შენ კდევ გილოცავ გამოცდის ჩაბარებას :D :D
და საერთოდ მეც ჩავაბარე გამოცდები და მომილოცეთ თუ შეიძლება :D :D ანეეეე, ნაააატაა :-* :-*
შენ კდევ გილოცავ გამოცდის ჩაბარებას :D :D
და საერთოდ მეც ჩავაბარე გამოცდები და მომილოცეთ თუ შეიძლება :D :D
26. საყვარელი და ნიჭიერი გოგონები:) მოგეფერეთ ორივეს:)
ჩვენ გავიზარდეთ და შევიყვარეთ წვიმა, რომელიც გვეხმარებოდა, გვეტირა ყველასგან შეუმჩნევლად. ვიცოდი, ერთ დღეს მერიენი მეტყოდა : "მე მომბეზრდა ხედი ჩემი თვალებიდან...". ვცდილობდი, მაგრამ დღემდე ვერ გამოვიგონე ის სიტყვა, რაც წასვლის მომენტში უნდა მეთქვა მისთვის...
მე გავიზარდე და ლამის დავბერდე და წვიმის სიყვარული ერთი დღეც ვერ ვისწავლე:) საყვარელი და ნიჭიერი გოგონები:) მოგეფერეთ ორივეს:)
ჩვენ გავიზარდეთ და შევიყვარეთ წვიმა, რომელიც გვეხმარებოდა, გვეტირა ყველასგან შეუმჩნევლად. ვიცოდი, ერთ დღეს მერიენი მეტყოდა : "მე მომბეზრდა ხედი ჩემი თვალებიდან...". ვცდილობდი, მაგრამ დღემდე ვერ გამოვიგონე ის სიტყვა, რაც წასვლის მომენტში უნდა მეთქვა მისთვის...
მე გავიზარდე და ლამის დავბერდე და წვიმის სიყვარული ერთი დღეც ვერ ვისწავლე:)
25. ნაატ:-*
ეს გვერდი გავითავისე:)) ნაატ:-*
ეს გვერდი გავითავისე:))
24. ჩემი ჭკვიანი გოგო :) მიყვარს ვაკოცე ყველაზე დიდ მეოცნებეს ჩემი ჭკვიანი გოგო :) მიყვარს ვაკოცე ყველაზე დიდ მეოცნებეს
23.
ძალიან ლამაზი ნაწერია.... მომეწონა........ ჭარმატებები მეგობარო........ აუცილებლად დაველოდები შემდეგებს......
ძალიან ლამაზი ნაწერია.... მომეწონა........ ჭარმატებები მეგობარო........ აუცილებლად დაველოდები შემდეგებს......
22. ჩვენ გავიზარდეთ და შევიყვარეთ წვიმა, რომელიც გვეხმარებოდა, გვეტირა ყველასგან შეუმჩნევლად. ვიცოდი, ერთ დღეს მერიენი მეტყოდა : "მე მომბეზრდა ხედი ჩემი თვალებიდან...". ვცდილობდი, მაგრამ დღემდე ვერ გამოვიგონე ის სიტყვა, რაც წასვლის მომენტში უნდა მეთქვა მისთვის... ეს ადგილი ყველაზე მეტად... ჩვენ გავიზარდეთ და შევიყვარეთ წვიმა, რომელიც გვეხმარებოდა, გვეტირა ყველასგან შეუმჩნევლად. ვიცოდი, ერთ დღეს მერიენი მეტყოდა : "მე მომბეზრდა ხედი ჩემი თვალებიდან...". ვცდილობდი, მაგრამ დღემდე ვერ გამოვიგონე ის სიტყვა, რაც წასვლის მომენტში უნდა მეთქვა მისთვის... ეს ადგილი ყველაზე მეტად...
21. დღეს მიმაქვს ჩემი ქალაქი..მჭირდება:-* დღეს მიმაქვს ჩემი ქალაქი..მჭირდება:-*
20. ჩვენ თოჯინები გადავარჩინეთ, ქალაქის გარეთ, ნაგავსაყრელზე დავტოვეთ ისინი. მათ დაიჯერეს, რომ ჩვენ გავიზარდეთ და არ უტირიათ... :)
მე მომწონს მერიენი :) ჰოდა, -მერიენ, რომ გახვალ კარი ღია დატოვე... :)
პ.ს. ,,ლოლა" (ც) მომწონდა და ცუდია,რომ ,,წაიყვანე" :( ჩვენ თოჯინები გადავარჩინეთ, ქალაქის გარეთ, ნაგავსაყრელზე დავტოვეთ ისინი. მათ დაიჯერეს, რომ ჩვენ გავიზარდეთ და არ უტირიათ... :)
მე მომწონს მერიენი :) ჰოდა, -მერიენ, რომ გახვალ კარი ღია დატოვე... :)
პ.ს. ,,ლოლა" (ც) მომწონდა და ცუდია,რომ ,,წაიყვანე" :(
19. ანი, მაოცებს შენი ხედვა რა საოცრად ღრმა ხარ და თან უბრალო....ასაკი არაფერ შუშია ნიჭითან, ამაში ვრწმუნდები მე... ანი, მაოცებს შენი ხედვა რა საოცრად ღრმა ხარ და თან უბრალო....ასაკი არაფერ შუშია ნიჭითან, ამაში ვრწმუნდები მე...
18. ნიკას განსაკუთრებული მადლობა ილუსტრაციისთვის : )
ნიკას განსაკუთრებული მადლობა ილუსტრაციისთვის : )
17. ერთმანეთს თვალებიდან ამოაცალეს ღმერთი. დამჭკნარი ხელებით ციდან მზე ჩამოხსნეს, სამხრეთის კედელთან დამარხეს და გვითხრეს, რომ აღარ ჰქონდა აზრი თვალების გახელას. მას შემდეგ დახუჭობანა აღარ გვითამაშია... მერე მოვიდნენ და ყველა დარაბა დაგვიხურეს. იმდენათ იგრძნობა...სასულე გადამეკეტა...:) ერთმანეთს თვალებიდან ამოაცალეს ღმერთი. დამჭკნარი ხელებით ციდან მზე ჩამოხსნეს, სამხრეთის კედელთან დამარხეს და გვითხრეს, რომ აღარ ჰქონდა აზრი თვალების გახელას. მას შემდეგ დახუჭობანა აღარ გვითამაშია... მერე მოვიდნენ და ყველა დარაბა დაგვიხურეს. იმდენათ იგრძნობა...სასულე გადამეკეტა...:)
16. კარგია! არ ფასდება სამწუხაროდ! კარგია! არ ფასდება სამწუხაროდ!
15. უი.არ ფასდება.ე.ი.მომეწონა.:-* უი.არ ფასდება.ე.ი.მომეწონა.:-*
13. არაჩვეულებრივია:) არაჩვეულებრივია:)
12. ძალიან ლამაზია,და ძალიან სხვანაირი,ესაა კარი სხვა სამყაროში... სადაც სხვანაირი ფერებია,სხვანაირი განცდები... სიტყვები არცაა აქ საჭირო... :) ძალიან ლამაზია,და ძალიან სხვანაირი,ესაა კარი სხვა სამყაროში... სადაც სხვანაირი ფერებია,სხვანაირი განცდები... სიტყვები არცაა აქ საჭირო... :)
11. ულამაზესი, გრძნობით გაჯერებული...მომწონს, ძალიან მომწოონს! ულამაზესი, გრძნობით გაჯერებული...მომწონს, ძალიან მომწოონს!
10. იქაც მოგწერე და აქაც ვიტყვი...
ჩემს ფილტვებში იყავი,ჩემს სულში და ჩემი თვალებიდან იხედებოდი ეს რომ დაწერე ალბათ..
შენ მოხვედი ჩუმად,დამიხატე გასასვლელი კარი და შენივე ხელებით მიხსნი მას...
მე დაველოდები როდის წამოხვალ და ისვე ჩუმად,როგორც მიგრძენი მიაწერ მაგ კარს:" აქ ცხოვრობს მერიენი, ყველაზე დიდი მეოცნებე..."
იქაც მოგწერე და აქაც ვიტყვი...
ჩემს ფილტვებში იყავი,ჩემს სულში და ჩემი თვალებიდან იხედებოდი ეს რომ დაწერე ალბათ..
შენ მოხვედი ჩუმად,დამიხატე გასასვლელი კარი და შენივე ხელებით მიხსნი მას...
მე დაველოდები როდის წამოხვალ და ისვე ჩუმად,როგორც მიგრძენი მიაწერ მაგ კარს:" აქ ცხოვრობს მერიენი, ყველაზე დიდი მეოცნებე..."
9. ..
ადგილებში სულისშემძვრელია..
ჰო.. ილუსტრაციებში დაგიტოვე.. ეგონ შილეს ნახატი - მკვდარი ქალაქი..
კარგად არის და იქნება ყველაფერი.. ..
ადგილებში სულისშემძვრელია..
ჰო.. ილუსტრაციებში დაგიტოვე.. ეგონ შილეს ნახატი - მკვდარი ქალაქი..
კარგად არის და იქნება ყველაფერი..
8. ამისთვის შემოვედი ახლა..
მერიენ წადი .. და მე(ც) წამიყვანე... წაგვიყვანე..
ანი .. მაგარი ანი ხარ შენ რა.. :) ამისთვის შემოვედი ახლა..
მერიენ წადი .. და მე(ც) წამიყვანე... წაგვიყვანე..
ანი .. მაგარი ანი ხარ შენ რა.. :)
7. " აქ ცხოვრობს მერიენი, ყველაზე დიდი მეოცნებე..."
" აქ ცხოვრობს მერიენი, ყველაზე დიდი მეოცნებე..."
6. ანუკ შენ იცი, რომ ჩემს სულში შემოდიხარ ხოლმე? ღმერთი თვალებიდან ამოაცალესო ერთმანეთს. ამხელა სიღრმე მე იშვიათად მხვდება. ანუკ შენ იცი, რომ ჩემს სულში შემოდიხარ ხოლმე? ღმერთი თვალებიდან ამოაცალესო ერთმანეთს. ამხელა სიღრმე მე იშვიათად მხვდება.
5. გიოს მოეწონა :( გიოს მოეწონა :(
4. უფ, არ ფასდება. :-< უფ, არ ფასდება. :-<
3. ეს ფეისბუქზე ვნახე... ჩემი-ანი.... :-* 555 ეს ფეისბუქზე ვნახე... ჩემი-ანი.... :-* 555
2. მევასებით ორივენი !
აქ იყო სწერვა და შავმანიკურიანი სალო :D მევასებით ორივენი !
აქ იყო სწერვა და შავმანიკურიანი სალო :D
1. ანი.. ხომ იცი რომ მე შენ მიყვარხარ?!..
უმაგრესია.. ძალიან მომწონს.. და მგონი პირველი ვარ. აუ, რა მაგარია.. :D
გენაცვალე.. :-* ანი.. ხომ იცი რომ მე შენ მიყვარხარ?!..
უმაგრესია.. ძალიან მომწონს.. და მგონი პირველი ვარ. აუ, რა მაგარია.. :D
გენაცვალე.. :-*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|