 | ავტორი: ეკატერინე ჟანრი: პოეზია 29 ივნისი, 2010 |
ჩემს მკერდქვეშ ახლა ორი გული ძგერს, სავსე ვარ გრძნობით ჯერ განუცდელით და როგორც ირემს გაშლილი რქები, ისე ამაყად დამაქვს მუცელი.
სხეული ორი სულით მაქვს სავსე, მერე რა, თუკი დავმძიმდი კიდეც და უფრო რთული დასაკრავია კლავიშაშლილი ხის ძველი კიბეც.
ჩემს მკერდქვეშ ორი გულის ხმა ისმის, ჩემია ერთი, ჩვენი მეორე და როცა კიბის კლავიშებს ვითვლი, ნოტების ნაცვლად სულ ვიმეორებ:
ერთს პლიუს ერთი ტოლია სამის, ოთხის, ექვსის და ხანდახან ათის, ტყუილად ფიქრობ, რომ შემეშალა ანდა უნარი აღარ მაქვს დათვლის.
იცი, კიბეზე ხშირად ვჩერდები. იმ გულთან ერთად ვუსმენ ცის ჰანგებს, მე ველოდები მის დაბადებას და იმ წამს, როცა დედას მიაგნებს.
დედას ჩემს მკერდზე, ლოდინით სავსე ძუძუსთავებზე რძით აცრემლებულს, ტკბილად შემომხვევს პაწია თათებს, ჩემეულ თითთა უნაზეს კრებულს.
მე ველოდები მის გაღვიძებას, მის სიზმრებს ვუსმენ და ზოგჯერ ვდარდობ, ვაითუ წამით ჩამთვლიმოს ფიქრში, ვაითუ სიზმრად დამირჩეს მარტოდ...
და როცა მისი პაწია ფეხი, მომებჯინება მუცლის ქვეშ ანცად, ასე მგონია ამაზე ტკბილი აღარ არსებობს ამქვეყნად განცდა.
თბილ ხელისგულებს ვაფარებ ტერფზე, ზოგჯერ ფაჩუჩებს ვაზომებ ფრთხილად, ძლიერ მინდება ჩავიკრა გულში, შემეძლოს მისი თვალების ხილვა.
ჩემს მკერდქვეშ ახლა ორი გული ძგერს, ორ სულს ვატარებ, დავმძიმდი კიდეც, მერე რა, როცა შენ მყავხარ გვერდით, ვეღარ მაშინებს ხის ძველი კიბეც.
ქმარი არ მყავს, არც ორსულად არ ვარ:)))
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
29. სუსთი ლექსია,ბოლოში მომეწონა+++ სუსთი ლექსია,ბოლოში მომეწონა+++
28. რაღაცები მესუსტა, მაგრამ ლექსი თბილი და შესასუნთქია :) წარმატებები! რაღაცები მესუსტა, მაგრამ ლექსი თბილი და შესასუნთქია :) წარმატებები!
27. bolo sityvebi :) vgoneb Zalian didia shesakumshia. bolo sityvebi :) vgoneb Zalian didia shesakumshia.
25. 55555555555 55555555555
24. სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი :) მით უფრო, თუ ჯერ ეგ გრძნობა არ განგიცდია! წმინდა გიორგის მადლი და ძალა შეგეწიოს! დაგაოჯახოს და გაგამრავლოს!!! :-* სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი :) მით უფრო, თუ ჯერ ეგ გრძნობა არ განგიცდია! წმინდა გიორგის მადლი და ძალა შეგეწიოს! დაგაოჯახოს და გაგამრავლოს!!! :-*
23. ისევ აქ ვარ:)სითბო და სიყვარულია აქ და სასიამოვნოდ თბილა..გაიხარეთ ეკატერინე ისევ აქ ვარ:)სითბო და სიყვარულია აქ და სასიამოვნოდ თბილა..გაიხარეთ ეკატერინე
22. ჩემს მკერდქვეშ ახლა ორი გული ძგერს, ორ სულს ვატარებ, დავმძიმდი კიდეც, მერე რა, როცა შენ მყავხარ გვერდით, ვეღარ მაშინებს ხის ძველი კიბეც.
ნამდვილად კარგი ლექსია, მითუმეტეს, იმ ავტორის მიერ დაწერილი, რომელსაც დედობის მოლოდინი ჯერ რეალურად არ განუცდია! წარმატებები! ჩემს მკერდქვეშ ახლა ორი გული ძგერს, ორ სულს ვატარებ, დავმძიმდი კიდეც, მერე რა, როცა შენ მყავხარ გვერდით, ვეღარ მაშინებს ხის ძველი კიბეც.
ნამდვილად კარგი ლექსია, მითუმეტეს, იმ ავტორის მიერ დაწერილი, რომელსაც დედობის მოლოდინი ჯერ რეალურად არ განუცდია! წარმატებები!
21. სიბრძნე სიცრუისა, სილამაზე მოგონილისა :D სიბრძნე სიცრუისა, სილამაზე მოგონილისა :D
20. ხო ნუ მოგონილი უხეშად ვთქვი ალბათ...სავარაუდო(ნუ ღმერთმა ქნას უეჭველი) მომავალია...მაგრამ მაინც ჯიუტად მინდოდა ყოფილიყო აქ და ახლა ლექსი...მეტი არაფერი:) წარმატებები ხო ნუ მოგონილი უხეშად ვთქვი ალბათ...სავარაუდო(ნუ ღმერთმა ქნას უეჭველი) მომავალია...მაგრამ მაინც ჯიუტად მინდოდა ყოფილიყო აქ და ახლა ლექსი...მეტი არაფერი:) წარმატებები
19. კარგია.
5555 კარგია.
5555
18. ბექა, მოგონილი არა, ეს ჩემი შეგრძნებაა, სასურველის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინამდვილეში არ ხდება, მე ვიგრძენი, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩემში ხომ, ისევე, როგორც ყველა სხვა ქალში ბუნებრივად დევს დედობის გენეტიკური კოდი, თუ გენი, იმან გაიღვიძა და ალბათ იმიტომაც მოვიდა ლექსი. ბექა, მოგონილი არა, ეს ჩემი შეგრძნებაა, სასურველის შეგრძნება. მიუხედავად იმისა, რომ ეს სინამდვილეში არ ხდება, მე ვიგრძენი, რაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ჩემში ხომ, ისევე, როგორც ყველა სხვა ქალში ბუნებრივად დევს დედობის გენეტიკური კოდი, თუ გენი, იმან გაიღვიძა და ალბათ იმიტომაც მოვიდა ლექსი.
17. არ უნდა მიგეწერათ ბოლოში...ასე ვფიქრობ მე...რაღაცნაირად ამომაგდო...სადაცაა ვიჯერებდი და ესეც მოგონილი აღმოჩნდა არ უნდა მიგეწერათ ბოლოში...ასე ვფიქრობ მე...რაღაცნაირად ამომაგდო...სადაცაა ვიჯერებდი და ესეც მოგონილი აღმოჩნდა
16. ძალიან კარგი ლექსია... მით უმეტეს როცა ეს ყველაფერი არ გაქვს განცდილი ასე ზუსტად აღწერეთ.საოცარი სითბო მოიტანა ამ ლექსმა მართლაც და გათხოვებას და ბავშვის გაჩენას მოგანდომებს:) რამდენჯერმე გადავიკითხე, ახლო წარსულში გადამიყვანა, უცბად გამახსენა ყველაფერი და მომავალშიც, უახლოვეს ბედნიერ მომავალშიც:) გიხარეთ ამ ლექსისთვის, ჩემი აზრით, ის ყველა სამშობიარო თუ გინეკოლოგიური დაწესებულების კედლებზე უნდა იყოს გაკრული, რათა ყველა ქალმა ვიცოდეთ რა არის დედობა, რას ნიშნავს შვილი და არასდროს ჩაიდინოს გამოუსწორებელი დანაშაული აბორტის სახით, თავისი ოჯახის, ქვეყნის, უფლის და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ... უჰ, ავღელდი რა :) ძალიან კარგი ლექსია... მით უმეტეს როცა ეს ყველაფერი არ გაქვს განცდილი ასე ზუსტად აღწერეთ.საოცარი სითბო მოიტანა ამ ლექსმა მართლაც და გათხოვებას და ბავშვის გაჩენას მოგანდომებს:) რამდენჯერმე გადავიკითხე, ახლო წარსულში გადამიყვანა, უცბად გამახსენა ყველაფერი და მომავალშიც, უახლოვეს ბედნიერ მომავალშიც:) გიხარეთ ამ ლექსისთვის, ჩემი აზრით, ის ყველა სამშობიარო თუ გინეკოლოგიური დაწესებულების კედლებზე უნდა იყოს გაკრული, რათა ყველა ქალმა ვიცოდეთ რა არის დედობა, რას ნიშნავს შვილი და არასდროს ჩაიდინოს გამოუსწორებელი დანაშაული აბორტის სახით, თავისი ოჯახის, ქვეყნის, უფლის და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმართ... უჰ, ავღელდი რა :)
15. და მაინც რა მშვენიერი ლექსია ( : დავტკბი და გავთბი +2 და მაინც რა მშვენიერი ლექსია ( : დავტკბი და გავთბი +2
14. მე ველოდები მის გაღვიძებას, მის სიზმრებს ვუსმენ და ზოგჯერ ვდარდობ, ვაითუ წამით ჩამთვლიმოს ფიქრში, ვაითუ სიზმრად დამირჩეს მარტოდ...
საოცარია დედობის გრძნობა... მე ველოდები მის გაღვიძებას, მის სიზმრებს ვუსმენ და ზოგჯერ ვდარდობ, ვაითუ წამით ჩამთვლიმოს ფიქრში, ვაითუ სიზმრად დამირჩეს მარტოდ...
საოცარია დედობის გრძნობა...
13. უუჰ, შენ რა გითხარი... არა და, როგორ გამიხარდა?! :(
"ჩემს მკერდქვეშ ახლა ორი გული ძგერს, სავსე ვარ გრძნობით ჯერ განუცდელით და როგორც ირემს გაშლილი რქები, ისე ამაყად დამაქვს მუცელი...."
კარგი ხარ, ეკუნა, როგორც ყოველთვის! 5 !!!!! უუჰ, შენ რა გითხარი... არა და, როგორ გამიხარდა?! :(
"ჩემს მკერდქვეშ ახლა ორი გული ძგერს, სავსე ვარ გრძნობით ჯერ განუცდელით და როგორც ირემს გაშლილი რქები, ისე ამაყად დამაქვს მუცელი...."
კარგი ხარ, ეკუნა, როგორც ყოველთვის! 5 !!!!!
12. საოცარი ლექსია! :) საოცარი ლექსია! :)
11. ამას ამოვწერ და ჩემი მომავალი ნათლულის მომავალ დედიკოს წავაკითხებ... ამას ამოვწერ და ჩემი მომავალი ნათლულის მომავალ დედიკოს წავაკითხებ...
10. :( კინაღამ ვიტირე :) ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი და კარგი ლექსია :) :( კინაღამ ვიტირე :) ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ძალიან ლამაზი და კარგი ლექსია :)
9. ეკა, Sensenmann-მა გიმკითხავა :D
ასეთი მაგარი თუ ხარ, ბარემ ისიც უთხარი, რა უშლის ხელს? :D
ლექსს - 5... :) წარმატებები, პოეზიასა და პირად ცხოვრებაში! :) ეკა, Sensenmann-მა გიმკითხავა :D
ასეთი მაგარი თუ ხარ, ბარემ ისიც უთხარი, რა უშლის ხელს? :D
ლექსს - 5... :) წარმატებები, პოეზიასა და პირად ცხოვრებაში! :)
8. და უფრო რთული დასაკრავია კლავიშაშლილი ხის ძველი კიბეც.
ჩემს მკერდქვეშ ორი გულის ხმა ისმის, ჩემია ერთი, ჩვენი მეორე და როცა კიბის კლავიშებს ვითვლი, ნოტების ნაცვლად სულ ვიმეორებ:
ერთს პლიუს ერთი ტოლია სამის, ოთხის, ექვსის და ხანდახან ათის,
ეს განსაკუთრებით მომეწონა და გავუწითლე 2 ქულა ამ ლექსს და უფრო რთული დასაკრავია კლავიშაშლილი ხის ძველი კიბეც.
ჩემს მკერდქვეშ ორი გულის ხმა ისმის, ჩემია ერთი, ჩვენი მეორე და როცა კიბის კლავიშებს ვითვლი, ნოტების ნაცვლად სულ ვიმეორებ:
ერთს პლიუს ერთი ტოლია სამის, ოთხის, ექვსის და ხანდახან ათის,
ეს განსაკუთრებით მომეწონა და გავუწითლე 2 ქულა ამ ლექსს
7. ისეთი ცოცხალი ემოციაა გადმოცემული, კომენტარი რომ არ წამეკითხა უნდა მომელოცა... ისეთი ცოცხალი ემოციაა გადმოცემული, კომენტარი რომ არ წამეკითხა უნდა მომელოცა...
6. როგორ ზუსტად გადმოსცემთ ცოლის და მომავალი დედის განცდებს! საოცარი ლექსია! როგორ ზუსტად გადმოსცემთ ცოლის და მომავალი დედის განცდებს! საოცარი ლექსია!
5. ძალიან ლამაზი ლექსია, გათხოვება და შვილი მომანდომა... ძალიან ლამაზი ლექსია, გათხოვება და შვილი მომანდომა...
4. Zalian Tbili da gemrieli nawarmoebia. gaixareT da gmerTma gaRirsoT es grZnoba sinamdvileSi! Zalian Tbili da gemrieli nawarmoebia. gaixareT da gmerTma gaRirsoT es grZnoba sinamdvileSi!
2. კარგი ლექსია, ვერაფერს იტყვი კარგი ლექსია, ვერაფერს იტყვი
1. სჰენი არაცნობიერი ძალიან გთხოვს გათხოვებას.
შენ ძლიერ გინდა მაგრამ რაღაც გიშლის რომ გყავდეს ბავშვი და რომ გახდე დამა სჰენი არაცნობიერი ძალიან გთხოვს გათხოვებას.
შენ ძლიერ გინდა მაგრამ რაღაც გიშლის რომ გყავდეს ბავშვი და რომ გახდე დამა
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|