ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უფლისციხე
ჟანრი: პოეზია
4 ივლისი, 2010


არგინდა, სიტყვები არაა საჭირო...

არგინდა,
სიტყვები არაა საჭირო -
დუმილი მეტის მთქმელია...

სჯობს,
დარჩეს უთქმელი -
რისი თქმაც ძნელია...

შენი თვალები,
ღიმილი -
დამშვიდებულ ზღვას მაგონებენ...

წვიმაა შენი ტირილი -
მე, მისი წვეთები
ძლიერ მაღონებენ...

შენი იცი და გჯერა ჩემი -
ახლა,
უფრო მეტად მიყვარხარ!

რადგან არც ერთი წუთით,
შენ არ იცვლები...
ისევ ისახარ!..

რადგან,
შეეხე იმ სიმებს,
რომლებსაც არავინ შეხებია!...

ამ ქვეყნად,
ყველაზე თბილი
ხომ შენი ხელებია ?!...

ამიტომ...

არგინდა,
სიტყვები არაა საჭირო -
დუმილი მეტის მთქმელია...

სჯობს,
დარჩეს უთქმელი -
რისი თქმაც ძნელია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები