ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გაგნი
ჟანრი: პოეზია
5 ივლისი, 2010


ვერ დაგვაჩოქებს მტერი ვერასდროს

მე ჩემი ქვეყნის ყოფა მაწუხებს,
როდის დადგება ის დრო ნანატრი?!
მტერს უკან დავხევთ, გავგლეჯთ მარწუხებს ,
აღარ გვექნება ფიქრი და დარდი.
მე ჩემი ქვეყნის ტკივილი მტანჯავს,
მამულიშვილთა სისხლი დაღვრილი,
ბრძოლებში მომხდურთ მუდამ სიმრავლე,
სამშობლოსათვის გმირთა სიკვდილი.
მე ჩემი ქვეყნის მომავლით ვსუნთქავ,
როდესაც მასზე დარდი მაწუხებს,
ვერ დაგვაჩოქებს მტერი ვერასდროს,
ყოველთვის გავგლეჯთ რკინის მარწუხებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს