ბედმა უბედურმა ერთი გზა გვარგუნა, სიბნელის მეუფე ყორანმა გვაჯობოს, მე ვერ შეგედრებით, ღმერთმა შეადუღა, ჩვენ ორნის სულები, ნიკოლოზ ბატონო.
გვწყევლის დაუნდობლად მკვდარი უფსკრულიდან, იბრძვის, სურს მერანი კლანჭებით დაკორტნოს, ჩვენი საქართველოს მწარე მომავლიდან, სალამს მოგახსენებთ, ნიკოლოზ ბატონო.
ნუთუ დავაშავეთ?! ვის რავ ვაწყენინეთ? არვის ვაწუხებდით, ლამობენ გვიგლოვონ, მე თქვენ გეკითხებით, რატომ გავიხიზნეთ, სხვა ვინ მიპასუხებს, ნიკოლოზ ბატონო?