ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნელიკო გოგუაძე
ჟანრი: პოეზია
7 ივლისი, 2010


ნინ....

იცი  ნინ?
ძალიან ბევრი ვიფიქრე დღეებზე, განშორებად რომ ჩადგა
ჩვენს შორის..
ანუ ის და მე…
/არა მე და შენ/.
იცი ნინ…
მადლობა შევწირე უფალს,
ჩემი გულის მკურნალად რომ გაგაჩინა
და ამაყად გიწოდებ მეგობარს.
სასწორის პინაზე დავდე ჩემი გული,
შენ იცი, რომელი გადაწონის
და მშვიდად მეუბნები:
"დაბრუნდი სიჩუმეში".
ალბათ ფიქრობ,
რომ სიჩუმეს მაგნიტის ძალა აქვს
და სასწორის პინაზე აღარ დამჭირდება გულის დადება.
იცი ნინ…
მეშინია, რომ დანაპირებს ვერ შეგისრულებ.
და კიდევ ერთხელ
ზურგზე მათრახივით გადამეწვნება
მეგობრის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი
რომლის მოშუშებასაც ცდილობდი .
შენ კარგი ადამიანი ხარ ნინ…
ნეტავი მეც შენსავით მჯეროდეს
დაბრუნების
და მოლოდინად აღარ ვძერწავდე წამებს.
იცი ნინ..
გიჯერებ…
და ველოდები.
რომ დაბრუნდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები