ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: gugua
ჟანრი: პროზა
8 ივლისი, 2010


სამი ჩანახატი კახელებზე

1. პატარების სადღეგრძელო

– ამ ჭიქით ჩვენს პატარა ჭამა-ჯვიებს გაუმარჯოთ!
– ღმერთო კი მომკალი... რამდენჯერ გითხარი ეს კახელი აქ არ მომიყვანო, თავს მოგვჭრის-თქო? – გაჰკრა ხელი ქალმა...
– რა იყო შე ქალო, ტყუილი ხომ არ უთქვია, პატარას მეტი რა მოეთხოვება? თან ნახე, როგორ გამოაცოცხლა სუფრა, შენმა პროფესორმა ჰალსტუხიც კი შეიხსნა! – უპასუხა კაცმა.


2. უხერხოდ გახერხილი

– წუხელის მე და შენი ბიჭი მთელი ღამე გხერხავდით!
სიტყვები გავიგე, აზრი ვერ გამოვიტანე...
– როგორც კი ჩაგეძინა, ბავშვმა იგრძნო რომ აღარ არწებდი და მაშინვე სატირლად გაემზადა, შემეცოდე დაღლილი, აღარ გაგაღვიძე, თასმა ზემოდან გადაგატარე და ასე, გხერხეთ და გხერხეთ მთელი ღამე...
ჩვილისკენ დახრილი მომღიმარე დედა – შედევრი, შედევრთა შორის.


3. გახაზირებული საჭმელი

– პირველად რომ მოხვედი ოჯახში, დედამ საგანგებო სუფრა გაგიწყო, შენ კი პირი არაფრისთვის დაგიკარებია... ეგ არის, კახელებს ხვეწნა არ გვჭირდებაო?
– რა ვი აბა? დედაშენმა რო თქვა „ხაზირია საჭმელიო“, მეგონა რო ქვაბში თაგვი ჩაუვარდა, არადა მაგრა მშიოდა და კაი სუნიც იდგაო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები