ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ვახო92
ჟანრი: პოეზია
8 ივლისი, 2010


თურმე ასე ჩვევიათ ქალებს

ზღვა რომ გიყვება აქ ზღაპრულ ამბებს,
მის პირას როცა დახუჭავ თვალებს.
ასე ჩვევიათ აქ თურმე ტალღებს,
ასე ჩვევიათ აქ ლამაზ ქალებს.

მისი ცქერა რომ დარდს ჩაგირეცხავს,
უსასრულობაც რომ გიღებს კარებს.
ასე ჩვევია აქ თურმე ჩვენს ცას
და თურმე ასე ჩვევიათ ქალებს.

რა გაძლევს ძალას იბრძოლო ბედთან?
რა გაიძულებს იცრუო მწარედ?
ან რა მიგიყვანს მუდარით ღმერთთან?
ასე ხომ მხოლოდ ჩვევიათ ქალებს...

როგორც უდარდელ ფიქრს სუფთა ცაზე,
როგორც ტალღების სიმღერას ზღვაზე,
საოცრებაა ჩემს ფიქრთა გზაზე
ბუნების ერთი ეს სილამაზე.

ამ სილამაზეს გამოვყოფ ცალკე,
რისთვის პოეტი რითმებსაც გალევს.
რომ მიაკვლიოს მათ სულის სარკეს,
რომ თქვას თუ როგორ ჩვევიათ ქალებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები