ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰარირამა
ჟანრი: პოეზია
19 ივლისი, 2010


ხეტიალი

სანამ მამა გამომარჩევდა ,ხის კუნძი ვიყავი.
(აპოკრიფული ტექსტი. თარგმნილი  არამეულიდან)


გამოვედი და გამოვიხურე. 
გუდაში    გამოკრული,
ზურგზე მოგიგდე და წაგიღე.
ბევრი ვიარე,სად არ მოვხდი, რა არ ვიხილე.
უნაპირო ვიყავი და უსამშობლო.
მფრინავი ჰოლანდიელივით,
ბევრი ცდილობდა,  შევცვლილიყავი,
„გაჩერდიო“, –  მეუბნებოდნენ, 
ჩამოჯექი და  თან გვაჩვენე
რას დაათრევ, რად არ იხსნი გუდას ზურგიდან.
ვის ავუხსნიდი, რომ  იმ  გუდით
სახლს ვატარებდი, სადაც დავიბადე
და რომელიც მამამ მაჩუქა გამოქცევამდე...
ვერავინ  დავაჯერე, 
რომ ყორანი არ  გათეთრდება,
რადგან არც უნდა....
და ვისაც ვეძებ, ასეთსაც მიმიღებს.

დიდი ხანია ასე დავდივარ,
უსაზღვროა სურვილი ხეტიალისა,
სამყაროც ასეა...მე რას გავწვდები?
და მაინც
ვივლი ასე, მამისაგან გამოქცეული.
ვივლი, სანამ  დედამიწას  არ მოსწყინდება
მზის გარშემო უაზრო ტრიალი.
და სანამ ვინმეს ექნება ჩემი  დაბრუნებისა და 
ძებნის სურვილი...
 



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები