ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
22 ივლისი, 2010


. . . სამოთხე დედამიწაზე . . .

                                                      "ხომ ლამაზია ეს საქართველო,
                                                        მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა . . ."

მზე ეგებება კაცობრიობას,
ჩვენ კი გვეტყობა დაღრეჯოლობა,
უფლისგან წმინდა მიწა გვებოძა,
მაგრამ დღეს ქართველთ ხინჯად გვესობა.

ჩვენმა დიდმა მეფეებმა, არ დაზოგეს სისხლი,
საუკუნოდ შეინახეს უფლის ჩვილი შვილი,
ჩვენ კი ხესაც არ ვახარებთ, დღეს ყველაფერს ვყიდით,
ჭიანჭველა დევს ვაგინებთ, ნაცარს ვქექავთ, რისთვის?

აქ მომიტინგე ხელოვანია,
დღეს მოდაშია დემოკრატია,
აქ დასავლური წყნარი ქარია,
ზღვაც ქურდებივით მხოლოდ შავია.

დედამიწის ტოლვილებად ვიწოდებით ყველგან,
გადაჭიმულ ჰორიზონტზე, მხოლოდ ჩვენს თავს ვხედავთ,
ანარქია და ქაჯობა, გადაგვარდა ქვეყნად,
ჩვენთან კიდე დინოზავრი, ახლა გადმოშენდა.

ჩვენ გვაქვს სამშობლო, ტირილი გვეყო,
თავი შევწიროთ, გავხადოთ წმინდა,
ხომ ლამაზია ეს საქართველო,
მაგრამ მეც უფრო ლამაზი მინდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები