 | ავტორი: სბდვალი ჟანრი: პოეზია 27 ივლისი, 2010 |
ახლიდან დავწერ მოცარტის ნოტებს, ახლიდან შევქმნი ვეფხისტყაოსანს, თავიდან დავცლი იმ ღვინის ბოთლებს, მონდომებებს ხომ ბოლო არ უჩანს.
ახლიდან ვხატავ დავინჩის პორტრეტს, და ახალს შევქმნი მე ილიადას, ორი მხარე აქვს, ამბობენ მონეტს, მე მესამეზე განვაგრძობ თამაშს.
გალაკტიონის ვაჭენებ ლურჯას, გურამიშვილის დამყვება მუზა, ჩემი ფიქრები არ გაიტრუნა, ვერ შემაჩერებს ვერც ერთი ღუზა.
მე მონატრებას ვაქცევ სიგიჟედ, მერე სიგიჟეს მოვუღებ ბოლოს, თქვენ ძველებურად ისევ იგიჟეთ, მსხვერპლად გავიღებ ჩემივე დონორს.
გალაკტიონის ფანჯრიდან ვხტები, ილიას ტყვიას მივუშვერ გულ-მკერდს, მზის სხივით უკვე ვეღარ გავთბები, ვეღარ შევხედავ ფიროსმანის ხედს.
მე ლეონიძის ნატვრის ხეს დავრგავ, აკაკის ჩონგურს გავუბავ სიმებს, მერე ავიტან ცხრა ლახვრის დარტყმას, დავამსხვერვ წამში ოცნების მინებს.
ვაჟას არწივსაც მოვურჩენ ტკივილს, და ამირანსაც ავხსნი ბორკილებს, თინათინისას დავხატავ ღიმილს, ახლიდან ვკერავ აწყვეტილ ღილებს.
შენ მეკითხები, მოხდება როდის? როდის მოვუღებ ბოლოს ამ ლოდინს? როდის მოვასწრებ მე ამდენ რამეს, ან როდის ვაქცევ დილად ბნელ ღამეს?
აუუუ... როგორი ტკბილად მეძინა, და მაგ კითხვებით გამომეღვიძა...
საბა დვალი 24.04 2010
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. მადლობა :)))))) მადლობა :))))))
13. მეუცნაურები მეუცნაურები
12. ლამაზი ლექსია! მომეწონა! ლამაზი ლექსია! მომეწონა!
11. ის...... რომელი ლექსი და რის გამო ბოდიში? ის...... რომელი ლექსი და რის გამო ბოდიში?
10. რაღაცის გამო ბოდიში მაქვს ამ გვერდზე მოსახდელი... ის ლექსი აღარ დევს სამწუხაროდ... რაღაცის გამო ბოდიში მაქვს ამ გვერდზე მოსახდელი... ის ლექსი აღარ დევს სამწუხაროდ...
9. მადლობა ყველას, გაიხარეთ.... მადლობა ყველას, გაიხარეთ....
8. arada rogor ar miyvars sizmrebi!:(:(
shen ki warmateneni! arada rogor ar miyvars sizmrebi!:(:(
shen ki warmateneni!
7. მე ლეონიძის ნატვრის ხეს დავრგავ, აკაკის ჩონგურს გავუბავ სიმებს, მერე ავიტან ცხრა ლახვრის დარტყმას, დავამსხვერვ წამში ოცნების მინებს.
ლამაზი ოცნებაა :) აგხდენოდეს :) მე ლეონიძის ნატვრის ხეს დავრგავ, აკაკის ჩონგურს გავუბავ სიმებს, მერე ავიტან ცხრა ლახვრის დარტყმას, დავამსხვერვ წამში ოცნების მინებს.
ლამაზი ოცნებაა :) აგხდენოდეს :)
6. სიზმრად არაა ეს დაწერილი, ყველა ვერ მიხვდება ;) არაუშავს... :) მადლობა შეფასებისთვის : ))))))) სიზმრად არაა ეს დაწერილი, ყველა ვერ მიხვდება ;) არაუშავს... :) მადლობა შეფასებისთვის : )))))))
5. არ მომწონს სიზმრად დაწერილი ლექსი. იმედია ცხადში არ გაიმეორებ.:) არ მომწონს სიზმრად დაწერილი ლექსი. იმედია ცხადში არ გაიმეორებ.:)
4. გაიხარეთ, მადლობა ყველას... გაიხარეთ, მადლობა ყველას...
3. სიზმარი ჩტო ნადა ;) სიზმარი ჩტო ნადა ;)
2. კაია, კაი, ჰამან ისე გავ მონეტს არ იკვეცება პადობნათ, აი რამეთი რამეები დიგიწერია,დონორის ამბები მეტი კაია. ხუთინა დავსწერო. 5 კაია, კაი, ჰამან ისე გავ მონეტს არ იკვეცება პადობნათ, აი რამეთი რამეები დიგიწერია,დონორის ამბები მეტი კაია. ხუთინა დავსწერო. 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|